დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| პოლიტიკური ფინანსების გამჭირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2915/21 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი |
| მიღების თარიღი | 05/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/05/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/08/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010290000.58.070.016047 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/05/2016 - 25/08/2017)
|
პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
|
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 322 მუხლის, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 341 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 55-ე მუხლისა და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის მარეგულირებელი თანდართული წესი. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ფინანსური ანგარიშგების თანდართული ფორმები.
|
| მუხლი 3 |
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 20 ივლისის №126/37 ბრძანება; ბ) „წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 6 აგვისტოს №137/37 ბრძანება; გ) „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ფინანსური საქმიანობის აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 16 იანვრის №8/37 ბრძანება; დ) „პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 17 აგვისტოს №142/37 ბრძანება. |
| მუხლი 4 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის მარეგულირებელი წესი
|
მუხლი 1. ანგარიშგების ფორმების წარმოდგენის წესი
ანგარიშგების ფორმების წარმოდგენის წესი განისაზღვრება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად და წარმოადგენს ანგარიშვალდებული პირის მიერ შესაბამისი ფინანსური ანგარიშის ფორმების შევსებისა და მისი წარმოდგენის განმსაზღვრელ წესს.
მუხლი 2. წლიური საფინანსო დეკლარაცია 1. წლიური საფინანსო დეკლარაცია მოიცავს შემდეგ ფორმებს: ა) საწევრო შენატანები და შემოწირულებები – ფორმა №1; ბ) შემოსავლები, საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების გარდა – ფორმა №2; გ) საარჩევნო კამპანიის ფონდის შემოსავლები – ფორმა №3; დ) ხარჯები (საარჩევნო კამპანიის ფონდის და სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან მიღებული სახსრების ხარჯების გარდა) – ფორმა №4; ე) სხვადასხვა ხარჯის და სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების განმარტებითი შენიშვნა – ფორმა №4.1; ვ) ხელფასები და პრემიები – ფორმა №4.2; ზ) მივლინებები – ფორმა №4.3; თ) სხვა განაცემები ფიზიკურ პირებზე (ხელფასისა და პრემიის გარდა) – ფორმა №4.4; ი) რეკლამის ხარჯი - ფორმა №4.5; კ) საარჩევნო კამპანიის ფონდის ხარჯები – ფორმა №5; ლ) სხვადასხვა ხარჯის და სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების განმარტებითი შენიშვნა – ფორმა №5.1; მ) ხელფასები და პრემიები – ფორმა №5.2; ნ) მივლინებები – ფორმა №5.3; ო) სხვა განაცემები ფიზიკურ პირებზე (ხელფასისა და პრემიის გარდა) – ფორმა №5.4; პ) რეკლამის ხარჯი - ფორმა №5.5; ჟ) სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან მიღებული სახსრებით გაწეული ხარჯები – ფორმა №6; რ) სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან მიღებული სახსრებით გაწეული სხვა ხარჯების განმარტებითი შენიშვნა - ფორმა №6.1; ს) საბალანსო ანგარიშგება – ფორმა №7; ტ) საბანკო ანგარიშები – ფორმა №8; უ) ნაღდი ფულით განხორციელებულ სალაროს ოპერაციათა რეესტრი – ფორმა №8.1; ფ) არაფინანსური აქტივები – ფორმა №9; ქ) შენობა-ნაგებობების რეესტრი – ფორმა №9.1; ღ) სატრანსპორტო საშუალებების რეესტრი – ფორმა №9.2; ყ) მოხალისეთა აქტივობების რეესტრი – ფორმა №9.3; შ) იჯარით/ქირით აღებული უძრავი ქონების რეესტრი – ფორმა №9.4; ჩ) იჯარით/ქირით აღებული სატრანსპორტო საშუალებების რეესტრი – ფორმა №9.5; ც) იჯარით/ქირით აღებული სხვა მოძრავი ქონების რეესტრი – ფორმა №9.6; ძ) ვალდებულებების რეესტრი – ფორმა №9.7; წ) საარჩევნო პერიოდში აღებული სესხი/კრედიტი – ფორმა №9.7.1. 2. ძირითად აქტივებს ცვეთა ერიცხება წლის ბოლოს სრული კალენდარული წლისათვის, განურჩევლად იმისა, საანგარიშგებო წლის რომელ თვეშია ისინი შეძენილი. ცვეთის დარიცხვა წლიურ საფინანსო დეკლარაციაში ხდება თანაბრად, სასარგებლო მომსახურების ვადის პროპორციულად. 3. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება (შემდგომში - პარტია) ვალდებულია წლიურ საფინანსო დეკლარაციაში ასახოს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ გაწეული ის ხარჯები, რომლებიც პარტიის საარჩევნო მიზნებსა და საქმიანობას მოხმარდა.
მუხლი 3. საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში 1. საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში მოიცავს ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ფორმებს, გარდა №2, №4, №4.1, №4.2, №4.3, №4.4, №4.5, №6 და №6.1 ფორმებისა. 2. საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშების ფორმებთან ერთად საარჩევნო პერიოდში უნდა იქნეს შედგენილი ფორმა №15 – „ინფორმაცია საბანკო ანგარიშიდან ნაღდი ფულით გასავლის ოპერაციების შესახებ“. 3. საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშის შედგენისას ფორმა №2 დამატებით ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება, მათ შორის, სსიპ –საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან მიღებული სახსრები ანგარიშვალდებული პირის მოთხოვნის შესაბამისად ჩაირიცხება იმ საბანკო ანგარიშზე, რომელიც მისი საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს არ წარმოადგენს. 4. საარჩევნო კამპანიის ფინანსურ ანგარიშში აისახება შესაბამისი ინფორმაცია არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე პერიოდის მდგომარეობით. 5. საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარედგინება: ა) არჩევნების დანიშვნის დღიდან 3 კვირაში ერთხელ; ბ) არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა; გ) კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 18 დღისა იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ, რომელიც წინასწარი მონაცემებით, მიიღებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობას. ეს სუბიექტი ასევე ვალდებულია, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინოს სრული ინფორმაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პერიოდის მდგომარეობით. 6. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, საარჩევნო სუბიექტიდან გამოითხოვოს ინფორმაცია მის ფინანსებთან დაკავშირებით.
მუხლი 4. დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში 1. დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში მოიცავს შემდეგ ფორმებს: ა) შემოწირულებები – ფორმა №1; ბ) საარჩევნო კამპანიის ფონდის შემოსავლები – ფორმა №3; გ) საარჩევნო კამპანიის ფონდის ხარჯები – ფორმა №5; დ) სხვადასხვა ხარჯის და სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების განმარტებითი შენიშვნა – ფორმა №5.1; ე) ხელფასები და პრემიები – ფორმა №5.2; ვ) მივლინებები – ფორმა №5.3; ზ) სხვა განაცემები ფიზიკურ პირებზე (ხელფასისა და პრემიის გარდა) – ფორმა №5.4; თ) რეკლამის ხარჯი - ფორმა №5.5; ი) საბალანსო ანგარიშგება – ფორმა №7; კ) საბანკო ანგარიში – ფორმა №8; ლ) ნაღდი ფულით განხორციელებულ სალაროს ოპერაციათა რეესტრი – ფორმა №8.1; მ) შენობა-ნაგებობების რეესტრი – ფორმა №9.1; ნ) სატრანსპორტო საშუალებების რეესტრი – ფორმა №9.2; ო) მოხალისეთა აქტივობების რეესტრი – ფორმა №9.3; პ) იჯარით/ქირით აღებული უძრავი ქონების რეესტრი – ფორმა №9.4; ჟ) იჯარით/ქირით აღებული სატრანსპორტო საშუალებების რეესტრი – ფორმა №9.5; რ) იჯარით/ქირით აღებული სხვა მოძრავი ქონების რეესტრი – ფორმა №9.6; ს) ვალდებულებების რეესტრი – ფორმა №9.7. 2. დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშის წარდგენის პერიოდულობა განისაზღვრება ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. 3. დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშის წარდგენისას შესაძლებელია მხოლოდ იმ ფორმების წარდგენა, რომლებიც საჭიროებს მონაცემების შევსებას. დამოუკიდებელ კანდიდატს დეკლარაციის ფორმების წარდგენის ვალდებულება წარმოეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირდება შემოსავლისა (მათ შორის, ფულადი და არაფულადი შემოწირულების) და ხარჯის განხორციელება. ბრუნვის გარეშე არსებული საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშის წარდგენის ნაცვლად შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი განცხადების წარდგენა.
მუხლი 5. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული პირის ფინანსური ანგარიში 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული პირი, რომელსაც თავად აქვს განცხადებული საარჩევნო მიზნები და ამ მიზნებისათვის გასწევს ხარჯებს, ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინოს: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – საფინანსო დეკლარაცია მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დადგენილი ფორმითა და წესით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – მე-3 მუხლით დადგენილი ფორმითა და წესით; ბ) შემოწირულების შესახებ ანგარიში მე-6 მუხლით დადგენილი ფორმითა და წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ანგარიშვალდებულება წარმოიშობა პირზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან. 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირიდან გამოითხოვოს ინფორმაცია მის ფინანსებთან დაკავშირებით.
მუხლი 6. ანგარიში შემოწირულების/საწევრო შენატანის შესახებ 1. შემოწირულების/საწევრო შენატანის შესახებ ანგარიში მოიცავს შემდეგ ფორმებს: ა) ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული ფულადი შემოწირულებები – ფორმა №10; ბ) ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული არაფულადი შემოწირულებები – ფორმა №11; გ) შეღავათიანი პირობით აღებული კრედიტები - ფორმა №12; დ) საჯარო ღონისძიებებთან დაკავშირებული შემოწირულებები – ფორმა №13; ე) ფულადი საწევრო შენატანები – ფორმა №14; ვ) იურიდიული პირების მიერ განხორციელებული ფულადი შემოწირულებები – ფორმა №16; ზ) იურიდიული პირების მიერ განხორციელებული არაფულადი შემოწირულებები – ფორმა №17. 2. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა შეავსოს ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ფორმა იმის მიხედვით, თუ რა კატეგორიის შემოწირულება მიიღო.
მუხლი 7. არაფულადი შემოწირულების შეფასების წესი 1. არაფულადი შემოწირულების განხორციელების შემთხვევაში, შემოწირულების ოდენობა უნდა განისაზღვროს ქონების ან მომსახურების საბაზრო ღირებულების მიხედვით. 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, შემოწირუ-ლების მიმღები ვალდებულია შემოწირულების ოდენობის განსაზღვრის მიზნით განახორციელოს და წარმოადგინოს საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტების (IVS) შესაბამისად მომზადებული აუდიტორული დასკვნა ქონების ან მომსახურების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ.
მუხლი 8. ანგარიშსწორების წესი 1. პარტია და საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშსწორება განახორციელოს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშსწორების წესი არ ვრცელდება პარტიასთან/საარჩევნო სუბიექტთან შრომით ურთიერთობაში მყოფ პირებზე შესაბამისი ანაზღაურების (ხელფასი, პრემია, სამივლინებო თანხები) გაცემაზე, აგრეთვე თუ მიღებული საქონლის ან/და გაწეული მომსახურების საერთო ღირებულება ერთი უწყვეტი კალენდარული თვის მანძილზე არ აღემატება 1,000 ლარს.
მუხლი 9. ნაღდი ფულით ოპერაციის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა 2. პარტია ვალდებულია საბანკო ანგარიშიდან ნაღდი ფულით გასავლის ოპერაციის განხორციელების შესახებ აცნობოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აღნიშნული ოპერაციის განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ფორმა №15-ის შესაბამისად. 2. საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარუდგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 3-კვირიანი პერიოდის ფინანსურ ანგარიშთან ერთად. 3. ნაღდი ფულით გასავლის ოპერაციის განხორციელების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის მიწოდებულ ინფორმაციაში ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, მოქმედებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული წესი. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმებით, ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info–cpu@sao.ge, რომელთაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა. თუ ადრესატს ინფორმაცია ეცნობება წერილობითი ფორმით, მაშინ შეტყობინების ჩაბარებად ითვლება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში კორესპონდენციის მიღება. ელექტრონული ფორმით შეტყობინების მიღება დასტურდება შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით. აღნიშნული წესით დადასტურების მიღებისას, შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება.
მუხლი 10. პოლიტიკური რეკლამის შესყიდვა 1. პოლიტიკური რეკლამის შესყიდვა (ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი, გაზეთი, გარე რეკლამა) უნდა განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორების წესით. 2. საარჩევნო სუბიექტმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 3-კვირიან ფინანსურ ანგარიშთან ერთად ფორმა №5.5-ის შესაბამისად. 3. არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალის-წინებული ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აღნიშნული ოპერაციის განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ფორმა №4.5-ის შესაბამისად.
მუხლი 11. საარჩევნო კამპანიის ფონდი 1. საარჩევნო სუბიექტისთვის სავალდებულოა საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნა. საარჩევნო კამპანიის ფონდი უნდა გაიხსნას საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 2. დაუშვებელია საარჩევნო კამპანიის ფონდისთვის ერთზე მეტი ანგარიშის გახსნა. 3. საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიში იხსნება საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში. 4. საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაუყოვნებლივ წარუდგინოს ინფორმაცია (რეკვიზიტები) საარჩევნო კამპანიის ფონდის საბანკო ანგარიშის შესახებ, საიდანაც მოხდება საარჩევნო კამპანიის დაფინანსება. ასევე ვალდებულია აცნობოს საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველისა და ბუღალტრის ვინაობა და კოორდინატები.
მუხლი 12. პოლიტიკური პარტიის ფონდი 1. პარტია უფლებამოსილია საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშად გამოიყენოს მიმდინარე საბანკო ანგარიში ან გახსნას ახალი. 2. ახალი ანგარიშის გახსნის შემთხვევაში, პარტია უფლებამოსილია მის მიმდინარე საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები გადაიტანოს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე, მისი გახსნიდან 3 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გარდა, პარტიის ყველა სხვა ანგარიშზე ტრანზაქციების განხორციელება ჩერდება. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება და სსიპ - „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან“ მიზნობრივი დანიშნულებით მისაღები თანხები. ასეთი დაფინანსების მქონე პარტიებმა, დაფინანსების საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში, ყოველი თვის 12 რიცხვამდე უნდა აცნობონ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხა ჩაირიცხება პარტიის სახელზე არსებულ ანგარიშზე, რომელზეც საარჩევნო კამპანიის პერიოდში მიზნობრივი დანიშნულებით მისაღები თანხების ჩარიცხვის გარდა, სხვა ტრანზაქციების განხორციელება შეჩერებულია.
მუხლი 13. საარჩევნო ბლოკის ფონდი 1. თუ პარტიები ერთ საარჩევნო სუბიექტად ერთიანდებიან, საარჩევნო კამპანია უნდა დაფინანსდეს საარჩევნო ბლოკის პირველი ნომერი პარტიის ფონდიდან. 2. საარჩევნო ბლოკის მიერ კამპანიის დაფინანსებისას შესაძლებელია ბლოკში გაერთიანებულმა პარტიებმა თავიანთი პოლიტიკური გაერთიანებების ფონდში არსებული სახსრები შეუზღუდავად გადასცენ იმ პარტიის ფონდს, რომელიც ბლოკის პირველ ნომრად არის რეგისტრირებული, საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნიდან 3 დღის ვადაში.
მუხლი 14. საინიციატივო ჯგუფის ფონდი 1. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი უფლებამოსილია: ა) დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის საბანკო ანგარიში გამოყენებული იქნება საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშად, ან ბ) გახსნას საბანკო ანგარიში კანდიდატის სახელზე, რომელიც გამოყენებული იქნება საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშად. 2. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციამდე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინაშე ანგარიშვალდებულ პირად ითვლებიან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი ფიზიკური პირები. 3. დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის შემდგომ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინაშე ანგარიშვალდებულ პირად ითვლება თავად კანდიდატი, რომელიც სარგებლობს მისი წარმდგენი საინიციატივო ჯგუფის მიერ გახსნილი საარჩევნო კამპანიის ფონდით.
მუხლი 15. ფონდის თანხების განკარგვა 1. საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნის შემდეგ, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე, საარჩევნო სუბიექტის მიერ გაწეული ყველა ხარჯი უნდა ანაზღაურდეს საარჩევნო კამპანიის ფონდიდან. 2. საარჩევნო სუბიექტის ფინანსური ვალდებულებები, რომელთა დაფარვის ვადაც დადგება საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნის შემდეგ, უნდა დაიფაროს შესაბამისი ფონდის სახსრებიდან. 3. საარჩევნო კამპანიისთვის აუცილებელი საქონლისა და მომსახურების შესაძენად შესაბამისი ფონდის გახსნამდე მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები უნდა აისახოს №3 და №5 ფორმებში. საარჩევნო სუბიექტი შესაბამისად უზრუნველყოფს №2 და №4 ფორმების კორექტირებას. 4. არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის დახურვის შემთხვევაში, საარჩევნო სუბიექტი უფლებამოსილია ფონდის ანგარიშზე ნაშთის სახით არსებული ფულადი სახსრები განათავსოს შესაბამისი პარტიის ანგარიშზე, მათი შემდგომი განკარგვის მიზნით.
მუხლი 16. აუდიტის სტანდარტები 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად, პარტიის/საარჩევნო სუბიექტების ფინანსური საქმიანობის აუდიტის განხორციელების უფლება მინიჭებული აქვს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სერტიფიცირებულ აუდიტორს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სერტიფიცირებული აუდიტორი პარტიის/საარჩევნო სუბიექტების ფინანსური საქმიანობის აუდიტს ატარებს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებით.
მუხლი 17. ზოგადი მითითებები ანგარიშის ფორმების ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ ამ წესით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშის ფორმების ტექნიკურად სწორად შესავსებად გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი წესები: 1. ფორმების ელექტრონულ ვერსიაში ფერადი ფონის მქონე გრაფა არ ივსება. აღნიშნული მონიშვნა მიუთითებს, რომ მასში შეტანილია ფორმულა და სხვა გრაფების შევსების შემთხვევაში ეს გრაფა ავტომატურად შეივსება. 2. სიმბოლო – „* “ ნიშნავს, რომ ფორმის ბოლოს მითითებულია ამ სვეტის სწორად შევსების წესი. 3. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშვალდებულ პირს რაიმე სახის ტრანზაქცია, საქმიანობა ან ოპერაცია არ განუხორციელებია, შესაბამისი მონაცემის გრაფა უნდა დარჩეს ცარიელი. 4. შენიშვნების გრაფა ივსება გაუთვალისწინებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში. 5. ბანკების დასახელების შევსება ხდება იმავე გრაფაში არსებული ჩამონათვალიდან. 6. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ფორმის სტრიქონების რაოდენობა არ არის საკმარისი არსებული ინფორმაციის შესავსებად, ელექტრონულ ფორმატში მთლიანად უნდა გამრავლდეს ცხრილის ბოლო სტრიქონი და ამ წესით გაიზარდოს სტრიქონების რაოდენობა. აღნიშნული უზრუნველყოფს ფორმატის დაცვას და ფორმულების სწორად ფუნქციონირებას.
მუხლი 18. ანგარიშის ფორმებში გამოყენებულ ტერმინთა განმსაზღვრელი გლოსარიუმი ფინანსური ანგარიშის ფორმებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები