დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის №2915/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02578/21 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი |
| მიღების თარიღი | 14/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/08/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010290000.58.070.016055 |
|
„პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის №2915/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის №2915/21 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 10/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010290000.58.070.016047) დამტკიცებულ „პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის მარეგულირებელ წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. არაფულადი შემოწირულების შეფასების წესი 1. არაფულადი შემოწირულების განხორციელების შემთხვევაში შემოწირულების ოდენობა უნდა განისაზღვროს ქონების ან მომსახურების საბაზრო ღირებულების მიხედვით. 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, შემოწირულების მიმღები ვალდებულია შემოწირულების ოდენობის განსაზღვრის მიზნით განახორციელოს და წარმოადგინოს შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IVSC) მიერ დამტკიცებული შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (შსს 104 – ღირებულებების საფუძვლები და შსს 105 – შეფასების მიდგომები და მეთოდები) შესაბამისად მომზადებული აუდიტორული დასკვნა ქონების ან მომსახურების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ. 3. არაფულადი შემოწირულების საქონლისა და მომსახურების იდენტური საბაზრო ღირებულების არარსებობის შემთხვევაში მისი ღირებულება განისაზღვროს შეფასების ანალოგიის მეთოდის გამოყენებით. 4. პროფესიული მოხალისეობრივი სამუშაოს აღრიცხვის მიზნით არაფულადი შემოწირულების ოდენობის შეფასება უნდა განხორციელდეს საბაზრო ღირებულების შესაბამისად, ხოლო არაპროფესიული მოხალისეობრივი საქმიანობა შეფასებას არ საჭიროებს. არაპროფესიული მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელებისას პირს არ მოეთხოვება ჰქონდეს სპეციალური განათლება და პროფესიული უნარ-ჩვევები.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები