„პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის №2915/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის №2915/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 005228/21
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 14/09/2020
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/09/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 09/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 010290000.58.070.016082
005228/21
14/09/2020
ვებგვერდი, 15/09/2020
010290000.58.070.016082
„პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის №2915/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება  №005228/21

2020 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის №2915/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის  მე-4 პუნქტის და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ბ:

მუხლი 1
„პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის №2915/21 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი:  www.matsne.gov.ge, 10/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010290000.58.070.016047) დამტკიცებულ „პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის მარეგულირებელ წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„1. საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში მოიცავს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ფორმებს, გარდა №2, №4, №4.1, №4.2, №4.3, №4.4, №4.5, №6 და №6.1 ფორმებისა.“;

ბ) მე-5-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„5. საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარედგინება:

ა) საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის/საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების დანიშვნის დღიდან 3 კვირაში ერთხელ;

ბ) კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 12 დღისა იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ, რომლებმაც წინასწარი მონაცემებით მიიღეს საქართველოს ორგანული კანონით − „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობა. ანგარიშში აისახება ინფორმაცია არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის მდგომარეობით გამოყენებული სახსრების შესახებ;

გ)  მეორე ტურის გამართვის დღემდე 3 დღით ადრე − მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტის მიერ. ანგარიშში აისახება ინფორმაცია პირველი ტურის კენჭისყრის დღის შემდგომ განხორციელებული ფინანსური საქმიანობის შესახებ;

დ) არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, ხოლო მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ − მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს ერთი  თვისა. ანგარიშში აისახება ინფორმაცია არჩევნების დანიშვნის დღიდან საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღის მდგომარეობით გამოყენებული სახსრების შესახებ და დაერთვის აუდიტორული (აუდიტორული  ფირმის) დასკვნა. თუ საარჩევნო კამპანიის ხარჯი არ აღემატება 10 000 (ათი ათასი) ლარს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, სრული საარჩევნო პერიოდის ანგარიში წარადგინოს აუდიტორული დასკვნის გარეშე.

6. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია, მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საარჩევნო სუბიექტისგან გამოითხოვოს ინფორმაცია მის ფინანსებთან დაკავშირებით.“.

2. მე-9 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარუდგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 3-კვირიანი პერიოდის ფინანსურ ანგარიშთან ერთად, არჩევნების მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში − პირველი ტურის კენჭისყრის დღის შემდგომ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშთან ერთად.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საარჩევნო სუბიექტმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 3-კვირიან ფინანსურ ანგარიშთან ერთად, ფორმა N5.5-ის შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში − პირველი ტურის კენჭისყრის დღის შემდგომ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშთან ერთად.“.

4. მე-18 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 მუხლი:

„მუხლი 19. დოკუმენტბრუნვის წესი

1. პარტიას, საარჩევნო სუბიექტს, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატსა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირებს უფლება აქვთ წერილობითი დოკუმენტი წარმოადგინონ მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტის სახით.

2. ელექტრონული დოკუმენტი და ელექტრონული ხელმოწერა უნდა აკმაყოფილებდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ელექტრონული დოკუმენტის წარმოდგენა უნდა განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  documents@sao.ge.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორიერეკლე მექვაბიშვილი