დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის N2915/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 101316/21 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი |
| მიღების თარიღი | 19/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/08/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010290000.58.070.016068 |
|
„პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის №2915/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის №2915/21 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 10/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010290000.58.070.016047) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 322 მუხლის, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 341 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 55-ე მუხლისა და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“. |
2.
ბრძანებით დამტკიცებული პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის მარეგულირებელი წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად, პარტიის/საარჩევნო სუბიექტების ფინანსური საქმიანობის აუდიტის განხორციელების უფლება მინიჭებული აქვს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სერტიფიცირებულ აუდიტორს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები