დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 201 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.10.003.019266 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/04/2016 - 15/12/2017)
|
სსიპ –
განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ
|
ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, საქართველოში საერთაშორისო განათლების ხარისხის, საერთაშორისო აკადემიური პროგრამების და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარების, საჯარო სამსახურში დასაქმებულ და დასაქმების მსურველ პირთა სპეციალური ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლების, ქვეყნის საერთაშორისო საგანმანთლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული სსიპ –
განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამა (შემდგომში –
პროგრამა) და პროგრამის ფარგლებში სსიპ –
განათლების საერთაშორისო ცენტრის (შემდგომში –
ცენტრი) მიერ გრანტის გაცემის წესი და პირობები.
|
| მუხლი 2 |
სსიპ –
განათლების საერთაშორისო ცენტრმა სასტიპენდიო პროგრამები განახორციელოს თანდართული პროგრამით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად და უზრუნველყოს პროგრამის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება.
|
| მუხლი 3 |
„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილება ძალაშია აღნიშნული დადგენილების დანართი 1-ითა და დანართი 2-ით დამტკიცებული პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით, მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
სსიპ –
განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამა
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ცენტრის მიერ სასტიპენდიო პროგრამების განხორციელების, გრანტის გაცემის წესსა და პირობებს. 2. პროგრამის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება. 3. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთათვის ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის, კონკურსის წესით გრანტის გაცემის გზით, საზღვარგარეთ განათლების მიღების/კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა. მუხლი 2. პროგრამა 1. პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეთა ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთა მიერ: ა) საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მე-2 და მე-3 საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღებას; ბ) საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებას; გ) ამ პროგრამის საფუძველზე დამტკიცებული შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ კურსდამთავრებულთა თანამშრომლობას. 2. პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი გრანტის გაცემისას შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს ან/და კანდიდატებს, რომელთაც გააჩნიათ თანადაფინანსება ან/და კანდიდატებს, რომლებიც პირველად გეგმავენ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას ან კვალიფიკაციის ამაღლებას, შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამით დადგენილი პირობების გათვალისწინებით. 3. პროგრამის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ცენტრისათვის გამოყოფილი ასიგნებები; ბ) დონორი ან/და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი სახსრები. მუხლი 3. პროგრამის განმახორციელებელი 1. პროგრამა ხორციელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, ცენტრისა და შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამის საკონკურსო კომისიის მეშვეობით. 2. სასტიპენდიო პროგრამებს, შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამის საკონკურსო კომისიის შემადგენლობასა და უფლებამოსილებებს ამტკიცებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. მუხლი 4. გრანტის გაცემის ძირითადი პირობები გრანტის გაცემის ძირითადი პირობებია: ა) ამ პროგრამის საფუძველზე დამტკიცებული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი გრანტი გაიცემა ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებზე; ბ) გრანტი არ გაიცემა ერთი პირის მიმართ ორჯერ, ერთისა და იმავე საფეხურის აკადემიურ პროგრამაზე სწავლის ან/და ერთისა და იმავე კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამის გავლის მიზნით; გ) გრანტი შეიძლება გაიცეს კონკურსის საფუძველზე, ერთი აკადემიური წლისათვის სრულად ან ნაწილობრივ, შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამით დადგენილი წესის მიხედვით; დ) ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის საგანმანათლებლო პროგრამაზე მომდევნო სასწავლო წლისათვის გრანტის გაცემის საფუძველს წარმოადგენს გრანტის მიმღების მაღალი აკადემიური შეფასება. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამით შესაძლებელია დადგინდეს დამატებითი პირობები; ე) გრანტი, საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გაიცემა არაუმეტეს 3 თვის ხანგრძლივობის შესაბამის პროგრამაზე; ვ) შერჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი გრანტი შესაძლებელია, სრულად ან ნაწილობრივ ფარავდეს სწავლის/კვალიფიკაციის ამაღლების, სწავლასთან/კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ან/და სწავლის/კვალიფიკაციის ამაღლების პერიოდში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯებს; ზ) გრანტის გაცემის დამატებითი ან/და განსხვავებული პირობები შეიძლება დადგინდეს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით, ამ პროგრამისა და კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების შესაბამისად. მუხლი 5. დასაქმებასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები 1. გრანტის მიმღები, რომელმაც გრანტი მოიპოვა უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის აკადემიურ პროგრამაზე სწავლის მიზნით, უნდა დაბრუნდეს საქართველოში სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩეს ქვეყანაში 3 წელი და დასაქმდეს საქართველოში შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში. 2. გრანტის მიმღებმა უნდა წარადგინოს შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების/კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. გრანტის მიმღებს, სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით, შეიძლება მიეცეს საზღვარგარეთ დარჩენის უფლება შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამის კომისიის გადაწყვეტილებით, მხოლოდ დაფინანსებული მიმართულებით საზღვარგარეთ დასაქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. აღნიშნული განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად. ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე. 4. გრანტის მიმღებმა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის დასრულების შემდეგ, მინიმუმ 12 თვის განმავლობაში, მუშაობა უნდა გააგრძელოს იმ დაწესებულებაში, სადაც მუშაობდა გრანტის მოპოვების პერიოდში. 5. პირს, რომელსაც მიღებული აქვს გრანტი ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებამდე არ აქვს უფლება, მოითხოვოს გრანტი იმავე ან სხვა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, გარდა ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასტიპენდიო პროგრამებისა. 6. პირს, რომელსაც მიღებული აქვს გრანტი ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებამდე არ აქვს უფლება მოითხოვოს გრანტი იმავე ან სხვა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში. 7. ცენტრსა და გრანტის მიმღებს შორის სასტიპენდიო პროგრამით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები რეგულირდება მათ შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით. მუხლი 6. პასუხისმგებლობა ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის და გრანტის დაბრუნების წესი 1. გრანტის მიმღების მიერ ამ პროგრამით, ამ პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სასტიპენდიო პროგრამისა და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს ფინანსურ პასუხისმგებლობას. 2. ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებულია, დააბრუნოს მიღებული გრანტი შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. 3. ხელშეკრულების მოქმედების ვადაში გამოყოფილი გრანტის სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებულია, დააბრუნოს გრანტის აუთვისებელი ოდენობა. 4. მინიჭებული გრანტის შესაბამისი აკადემიური წლისათვის აუთვისებლობის შემთხვევაში, გრანტის მიმღები კარგავს თანხის გადარიცხვის მოთხოვნის უფლებას. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები