დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 114 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/03/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.10.003.024507 |
|
„სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/04/2016, 430210000.10.003.019266) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების მე-3 – 32 მუხლები ამოღებულ იქნეს; 2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის“: ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) ქვეყანაში განათლების ინტერნაციონალიზაციის მიზნით საერთაშორისო აქტივობების საქართველოში განხორციელებას.“; ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამების ფარგლებში უფლებამოსილია, განსაკუთრებული მიღწევებისათვის გრანტის მიმღებზე ერთჯერადად დააწესოს/გასცეს ჯილდოები და სტიპენდიები.“; გ) მე-4 მუხლის: გ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გრანტის მიმღები, რომელმაც გრანტი მოიპოვა საზღვარგარეთ, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პროგრამაზე სწავლისა და შესაბამისი აკადემიური ხარისხის მოპოვების მიზნით, უნდა დაბრუნდეს საქართველოში სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დაყოვნდეს და დასაქმდეს არანაკლებ 3 წლით, სწავლის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში, საქართველოში, შესაბამის სფეროში.“; გ.ბ) 21 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 და 23 პუნქტები : „22. გრანტის მიმღებმა ცენტრს უნდა წარუდგინოს საქართველოში დაბრუნების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი. 23. გრანტის მიმღებმა ცენტრს უნდა წარუდგინოს საქართველოში დასაქმების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი.“; გ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გრანტის მიმღებს, რომელმაც მოიპოვა გრანტი საზღვარგარეთ, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პროგრამაზე სწავლისა და შესაბამისი აკადემიური ხარისხის მოპოვების მიზნით, უფლება აქვს, მიმართოს საკონკურსო კომისიას თხოვნით, რათა სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით მიეცეს საზღვარგარეთ დარჩენის უფლება შესაბამის სფეროში/შესაბამისი მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით. სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით საზღვარგარეთ დარჩენის უფლება გრანტის მიმღებს ენიჭება შესაბამისი პროგრამის კომისიის გადაწყვეტილებით, მხოლოდ დაფინანსებული მიმართულებით საზღვარგარეთ დასაქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. აღნიშნული უფლების მინიჭება განიხილება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების გადავადებად და ამ ვალდებულებების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე.“; დ) მე-6 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი: „ მუხლი 7. გარდამავალი დებულებები 1. „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილება ძალაშია აღნიშნული დადგენილების დანართ 1-ითა და დანართ 2-ით დამტკიცებული პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით, მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე. 2. „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების“ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილების საფუძველზე დაფინანსებულ პირებს უფლება აქვთ, მოითხოვონ სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით საზღვარგარეთ დარჩენის უფლება შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით. უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ცენტრის შესაბამისი პროგრამის კომისია. აღნიშნული მიზნით, დაფინანსებულმა პირმა უნდა წარადგინოს დასაბუთებული განცხადება და დასაქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი. აღნიშნული განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე. 3. გრანტის მიმღებს, რომელსაც დარღვეული აქვს პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული, საქართველოში დაბრუნების ერთთვიანი ვადა, მიეცეს გაფრთხილება და განესაზღვროს ვადა 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით, რათა დაბრუნდეს საქართველოში და შეასრულოს პროგრამით, სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამითა და გრანტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. აღნიშნული ვადის გასვლის შემთხვევაში ცენტრმა განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები