„სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 557
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.020266
557
15/12/2017
ვებგვერდი, 21/12/2017
430210000.10.003.020266
„სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №557

2017 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 25/04/2016; 430210000.10.003.019266) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, საქართველოში საერთაშორისო განათლების ხარისხის, საერთაშორისო აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარებისა და ქვეყნის  საერთაშორისო საგანმანთლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:“.

2. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

მუხლი 31

„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების“ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილების საფუძველზე დაფინანსებულ პირებს უფლება აქვთ, მოითხოვონ სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით საზღვარგარეთ დარჩენის უფლება შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით. უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ცენტრის შესაბამისი პროგრამის კომისია. აღნიშნული მიზნით,  დაფინანსებულმა პირმა უნდა წარადგინოს დასაბუთებული განცხადება და დასაქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი. აღნიშნული განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის“:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ცენტრის მიერ გრანტის გაცემის წესსა და ზოგად პირობებს.“;

ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღებას;“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გარდა, პროგრამა ასევე ხელს უწყობს ქვეყნის აკადემიური სივრცისთვის საჭირო საქართველოს მოქალაქის ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი აკადემიური, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის მომზადებისა და საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიზნით სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამების განხორციელებას.“;

გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. პროგრამის განმახორციელებელი

1. პროგრამა ხორციელდება ცენტრის მიერ.

2. სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამებს, შესაბამისი პროგრამის  კომისიის შემადგენლობასა და უფლებამოსილებებს ამტკიცებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

) მე-4 მუხლის:

დ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ პროგრამის  საფუძველზე დამტკიცებული სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი გრანტი გაიცემა ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ პირებზე;“;

დ.ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე) მე-5 მუხლის:

ე.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გრანტის მიმღებს სწავლის დასრულებიდან არაუმეტეს ერთი წლის ვადით შეიძლება მიეცეს საზღვარგარეთ დარჩენის უფლება შესაბამისი პროგრამის კომისიის გადაწყვეტილებით, მხოლოდ დაფინანსებული მიმართულებით საზღვარგარეთ დასაქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. აღნიშნული განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად. ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი პერიოდის ამოწურვისთანავე.“;

ე.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. გრანტის მიმღებს შეიძლება მიეცეს შემდეგ აკადემიურ საფეხურზე სწავლის უფლება შესაბამისი პროგრამის კომისიის გადაწყვეტილებით. აღნიშნული განიხილება დასაქმების შესახებ ვალდებულების შესრულების გადავადებად. ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი აკადემიური პროგრამის დასრულებისთანავე.“;

ე.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გრანტის მიმღებს შესაბამისი სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე არ აქვს უფლება, მოითხოვოს გრანტი იმავე ან სხვა სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამის ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამა ითვალისწინებს გამონაკლისს აღნიშნულთან დაკავშირებით.“;

ე.დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი