საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ორგანოების და საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის და საჯარო ინფორმაცის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ფორმის დამტკიცების შესახებ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ორგანოების და საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის და საჯარო ინფორმაცის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016242
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
8
25/03/2016
ვებგვერდი, 30/03/2016
010250050.35.165.016242
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ორგანოების და საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის და საჯარო ინფორმაცის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ფორმის დამტკიცების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/03/2016 - 26/08/2016)

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ორგანოების და საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის და საჯარო ინფორმაცის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ფორმის დამტკიცების შესახებ
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2016 წლის 25 მარტი

ქ. საგარეჯო

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 851 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან  დაფინანსებული  კერძო  სამართლის  იურიდიული  პირ(ებ)ის  მიერ  საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად  გამოქვეყნების წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაცის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4
1. ეთხოვოს მუნიციპალიტეტის გამგებელს უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ღონისძიებების გეგმის შემუშავება, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

2. ეთხოვოს მუნიციპალიტეტის გამგებელს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად  გამოქვეყნებისთვის საჭირო ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.

მუხლი 5
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს დადგენილება „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ნოემბრის №45 დადგენილება.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეფრიდონ ბურდული



დანართი №1
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ  საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად  გამოქვეყნების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ  საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი” (შემდგომ  წესი) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის (შემდგომ  მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები) მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესს, ფორმას და ადგილს.

2. ამ  დადგენილების  მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაცული კოდექსის 28- ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე.

3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით, რეგულირდება ამ წესით.


მუხლი 2. აჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ფორმა და წესი
1.მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება როგორც ელექტრონული, ასევე ბეჭდური ფორმით ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.

2.პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაუშვებელია  პროაქტიულად  გამოქვეყნებულ  საჯარო  ინფორმაციის  მიღებაზე  საფასურის  ან/და ნებისმიერი სხვა შეზღუდვის დადგენა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეთხვევებისა.

3.საჯარო  ინფორმაციის  პროაქტიულად  გამოქვეყნება  მუნიციპალიტეტის  საჯარო დაწესებულებებს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით  იმავე ან/და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან.

4.საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი.


მუხლი 3. აჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ადგილი
1. მუნიციპალიტეტის  საჯარო  დაწესებულებები  უზრუნველყოფენ  საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით:

ა) ელექტრონული ფორმით  მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების ელექტრონულ რესურსზე;

ბ) ან ბეჭდური ფორმით  მუნიციპლიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში განთავსებულ საჯარო განცხადებების დაფაზე.

2. ელექტრონული ფორმით  ინფორმაცია   ქვეყნდება   მუნიციპალიტეტის   საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდებზე ან/და მათ მართვაში არსებული სხვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით (მიეთითება მუნიციპალიტეტის ელექტრონული რესურსების დასახელება ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ- ტერიტორიულ ერთეულებში ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება საჯარო განცხადებების დაფების გამოყენებით, რომელიც უნდა განთავსდეს დასახლებების უბნების მიხედვით, უბანში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე არანაკლებ ერთი საინფორმაციო განცხადების დაფის ოდენობით.

 4. მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადების დაფაზე ინფორმაციის განახლებაზე პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც ინფორმაციის განახლებას უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში   მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მეშვეობით.

5. იმ შემთხვევაში, თუ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია დიდი მოცულობისაა და მისი სრულად გამოქვეყნება ვერ ხერხდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების და იურიდიული პირ(ებ)ის შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას ან/და მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადებების დაფებზე, აუცილებელია აღნიშნულ ადგილებში მიეთითოს   დოკუმენტის  შესაბამისი რეკვიზიტები (სათაური,   მიმღები ორგანო, მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი) და ადგილი, სადაც შესაძლებელია დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და ასლის გადაღება.


მუხლი 4. აჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი

1.მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები  ვალდებულნი  არიან  უზრუნველყონ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. აღნიშნული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს მისი განახლების თარიღი.

2. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება.

 



დანართი №2
                  საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულება

 

საჯარო  ინფორმაციის  ელექტრონული  ფორმით  მოთხოვნის  სტანდარტი  განსაზღვრავს

არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს და ფორმას.


მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის გაცემა
1. საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ „საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსით“ დადგენილი წესით და ვადებში.

2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული მხარის მიერ განცხადებაში მითითებულ ელ-ფოსტაზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით.

3. თუ  დაინტერესებული  მხარის  მიერ მოთხოვნილი  ინფორმაციის  გაგზავნა მისი მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, მაშინ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იტოვებს უფლებასб მხარის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს  მისი კომპაქტურ დისკზე ჩაწერა და მხარეს გადაახდევინოს თანხა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ”  საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული ოდენობით.


მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა
1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით მიღებით დაინტერესებულმა მხარემ, ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის თანხლებით ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. აღნიშნული განცხადება  უნდა  დარეგისტრირდეს  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ სამსახურსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში   ან/და გაიგზავნოს მოთხოვნა ოფიციალურ  ელექტრონულ მისამართზე – sagarejo-gamgeoba@hotmail.com და sagarejo-sakrebulo@hotmail.com ზემოთ ჩამოთვლილ განცხადებასთან თანდართული დასკანერებული დოკუმენტების თანხლებით, თანდართულო ფორმის შესაბამისად (დანართი №3).
 
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება დაინტერესებულ  მხარეს არ ართმევს  უფლებას  მოითხოვოს  საჯარო  ინფორმაცია  მოქმედი  კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 4. საჯარო ინფორმაციისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება
1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება:

ა) ინფორმაციის  ჩაწერისას ინფორმაციის  მომთხოვნის დისკეტაზე  ან კომპაქტურ  დისკზე;

ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას;

გ)  ფიზიკური  პირებისათვის  საჯარო  დაწესებულებაში  მათზე  არსებული  პერსონალური   მონაცემების ასლის გადაღებისას.

2. საჯარო  ინფორმაციის  ასლის გადაღების  მოსაკრებლის  ოდენობა განსაზღვრულია  „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით.


მუხლი 5. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის   პროცედურები  და ვადები
1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის   ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული ელ-განცხადება რეგისტრირდება და შემდგომში შესაბამის განცხადებაზე რეაგირება დაევალება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირს (პირებს), რომელთა კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება.

2. ელექტრონულად  მოთხოვნილი  ინფორმაციის  დამუშავება/მომზადების  შემდგომ, აღნიშნული ინფორმაცია „საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს.

3. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით.

4. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი  საჯარო ინფორმაციის  გაცემისათვის  საჭირო ვადები  აითვლება  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის  მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილებაში ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან.



დანართი №3

  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე  პასუხისმგებელ

                                                                                  

                                                                           პირს/პირებს -------------------------------------------------------

                                                    

                                                                           მოქალაქე-------------------------------------------------------------

 

                                                                           მცხოვრები ----------------------------------------------------------

 

                                                                          ელ/მობ --------------------------------------------------------------

 

 

განცხადება

 

 გთხოვთ,“ საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“  მე-40 მუხლის საფუძველზე,    მოგვაწოდო

 

 ინფორმაცია ელექტრონული სახით

 

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                              

                                                                                   /მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება/

 

 ასევე გთხოვთ:

 

1.  მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ ქვემოთ მითითებული ელ. ფოსტის მისამართზე გადმოგზავნით

 

 

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურ დისკზე და თანხმობას ვაცხადებთ გადავიხადოთ თანხა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოკანონიы შესაბამისად  განსაზღვრული ოდენობით.

3. მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვიგზავნოთ წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით ან ამოგვიბეჭდოთ პრინტერზე, თანხმობას ვაცხადებთ, გადავიხადოთ თანხა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად  განსაზღვრული ოდენობით.

 

შენიშვნა: მონიშნეთ  თქვენთვის მისაღები ფორმა

 

  

დაინტერესებული პირი   /განმცხადებელი/ .......................................................

  

 

თარიღი: ----------------------წ.