„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის და საჯარო ინფორმაცის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ფორმის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016342
45
30/07/2018
ვებგვერდი, 07/08/2018
010250050.35.165.016342
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის და საჯარო ინფორმაცის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ფორმის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №45

2018 წლის 30 ივლისი

ქ. საგარეჯო

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ფორმის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის  ორგანოების, დაწესებულებების,  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის  და  საჯარო ინფორმაცის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ფორმის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტის №8 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/03/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.165.016242) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ეთხოვოს მუნიციპალიტეტის მერს უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ღონისძიებების გეგმის შემუშავება, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

2. ეთხოვოს მუნიციპალიტეტის მერს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების,   მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის  მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად  გამოქვეყნებისთვის საჭირო ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.“

2. დადგენილების დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„4. მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადების დაფაზე ინფორმაციის განახლებაზე პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც ინფორმაციის განახლებას უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში  მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მეშვეობით.“.

3. დადგენილების დანართი №2-ის   მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის  ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული ელ-განცხადება რეგისტრირდება და შემდგომში შესაბამის განცხადებაზე რეაგირება დაევალება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირს (პირებს), რომელთა კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება“.

4. დადგენილების დანართი №2-ის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„4. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი  საჯარო ინფორმაციის  გაცემისათვის  საჭირო ვადები  აითვლება  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის  ადმინისტრაციული და შესყიდვების  სამსახურის  მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილებაში ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელილელა მარიდაშვილი