„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/08/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016252
18
26/08/2016
ვებგვერდი, 29/08/2016
010250050.35.165.016252
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2016 წლის 26 აგვისტო

ქ. საგარეჯო

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტის №8 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 30/03/2016, 010250050.35.165.016242) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:  

1. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტის 8 დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის  ორგანოების, დაწესებულებების,  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის  და  საჯარო ინფორმაცის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ფორმის დამტკიცების შესახებ“

2.    „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტის 8 დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  ორგანოების, დაწესებულებების,  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის და  საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესი“

3. ამ დადგენილების დანართი 1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი  და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესი“ განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის (შემდგომ მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები) მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესს, ფორმას და ადგილს.“

4.    ამ დადგენილების დანართი 1-ის პირველი მუხლის მესამე პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით, რეგულირდება ამ წესით.“

5.  ამ დადგენილების დანართი 1-ის მეორე  მუხლის პირველი  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია  ქვეყნდება როგორც ელექტრონული, ასევე ბეჭდური ფორმით ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.“ .

6.    ამ დადგენილების დანართი 1-ის მესამე  მუხლის პირველი  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის  საჯარო  დაწესებულებები  უზრუნველყოფენ  საჯარო ინფორმაციის  გამოქვეყნებას ამ მუხლის მე-2  – მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით:

ა) ელექტრონული ფორმით მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების ელექტრონულ რესურსზე;

ბ) ან ბეჭდური ფორმით მუნიციპლიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში განთავსებულ საჯარო განცხადებების დაფაზე.“ .

7.    ამ დადგენილების დანართი N1-ის მესამე  მუხლის მეხუთე  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ შემთხვევაში, თუ გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია დიდი მოცულობისაა და მისი სრულად გამოქვეყნება ვერ ხერხდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების და იურიდიული პირ(ებ)ის შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას ან/და მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადებების დაფებზე, აუცილებელია აღნიშნულ   ადგილებში   მიეთითოს   დოკუმენტის   შესაბამისი   რეკვიზიტები   (სათაური,   მიმღები ორგანო, მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი) და ადგილი, სადაც შესაძლებელია დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და ასლის გადაღება.“.

8. ამ დადგენილების დანართი 1-ის მეოთხე  მუხლის პირველი  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები  ვალდებულნი  არიან  უზრუნველყონ გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება.  აღნიშნული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს მისი განახლების თარიღი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეფრიდონ ბურდული