დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 13 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო |
მიღების თარიღი | 14/11/1990 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 11, 30/11/1990 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 24/05/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.020.000.05.001.000.044 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (14/11/1997 - 21/05/2004)
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის (ძირითადი კანონის) 182-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი და მუსიკალური რედაქცია (თან ერთვის).
2. (ამოღებულია).
საქართველოს 1997 წლის 14 ნოემბრის ორგანული კანონი №10 93 -პარლამენტის უწყებანი, №46, 03.12.1997წ., გვ.2 7
3. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი და მუსიკის ნოტები გამოქვეყნდეს.
4. (ამოღებულია).
საქართველოს 1997 წლის 14 ნოემბრის ორგანული კანონი №10 93 -პარლამენტის უწყებანი, №46, 03.12.1997წ., გვ.2 7
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია
თბილისი, 1990 წლის 14 ნოემბერი.
№ 13-I ს.
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1997 წლის 14 ნოემბრის ორგანული კანონი №1093-პარლამენტის უწყებანი, №46, 03.12.1997წ., გვ.27
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი „დიდება“
ტექსტი და მუსიკა კ. ფოცხვერაშვილისა
დიდება ზეცით კურთხეულს,
დიდება ქვეყნად სამოთხეს,
ტურფა ივერსა,
დიდება ძმობას, ერთობას,
დიდება თავისუფლებას,
დიდება სამარადისო
ქართველ მხნე ერსა!
დიდება ჩვენსა სამშობლოს
დიდება ჩვენი სიცოცხლის
მიზანს დიადსა;
ვაშა ტრფობასა, სიყვარულს,
ვაშა შვებასა, სიხარულს,
სალამი ჭეშმარიტების
შუქ განთიადსა!
დიდება
ქართული ეროვნული ჰიმნი
სიტყვები და მუსიკა კოტე ფოცხვერაშვილის
მედიდურად გუნდი ან ფორტეპიანო
დოკუმენტის კომენტარები