საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
მიღების თარიღი 14/11/1990
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 11, 30/11/1990
ძალის დაკარგვის თარიღი 24/05/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.020.000.05.001.000.044
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
13
14/11/1990
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 11, 30/11/1990
010.020.000.05.001.000.044
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ

საქართველოს კონსტიტუციის (ძირითადი კანონის) 182-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი და მუსიკალური რედაქცია (თან ერთვის).

2. (ამოღებულია).

საქართველოს 1997 წლის 14 ნოემბრის ორგანული კანონი №10 93 -პარლამენტის უწყებანი, №46, 03.12.1997წ., გვ.2 7

3. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი და მუსიკის ნოტები გამოქვეყნდეს.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 1997 წლის 14 ნოემბრის ორგანული კანონი №10 93 -პარლამენტის უწყებანი, №46, 03.12.1997წ., გვ.2 7

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე                            ზ. გამსახურდია

თბილისი, 1990 წლის 14 ნოემბერი.

13-I ს.

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1997 წლის 14 ნოემბრის ორგანული კანონი №10 93 -პარლამენტის უწყებანი, №46, 03.12.1997წ., გვ.2 7

2. ძალადაკარგულია - საქართველოს 200 4 წლის 2 1 მაისის ორგანული კანონი 72 - სსმ I, № 11 , 24 . 05 .2004 ., მუხ . 41

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი „დიდება“

ტექსტი და მუსიკა კ. ფოცხვერაშვილისა

 

დიდება ზეცით კურთხეულს,

დიდება ქვეყნად სამოთხეს,

ტურფა ივერსა,

დიდება ძმობას, ერთობას,

დიდება თავისუფლებას,

დიდება სამარადისო

ქართველ მხნე ერსა!

დიდება ჩვენსა სამშობლოს

დიდება ჩვენი სიცოცხლის

მიზანს დიადსა;

ვაშა ტრფობასა, სიყვარულს,

ვაშა შვებასა, სიხარულს,

სალამი ჭეშმარიტების

შუქ განთიადსა!

დიდება

ქართული ეროვნული ჰიმნი

სიტყვები და მუსიკა კოტე ფოცხვერაშვილის

მედიდურად გუნდი ან ფორტეპიანო