საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ

  • Word
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
მიღების თარიღი 14/11/1990
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 11, 30/11/1990
ძალის დაკარგვის თარიღი 24/05/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.020.000.05.001.000.044
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
13
14/11/1990
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 11, 30/11/1990
010.020.000.05.001.000.044
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (30/11/1990 - 14/11/1997)

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის შესახებ

საქართველოს კონსტიტუციის (ძირითადი კანონის) 182-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი და მუსიკალური რედაქცია (თან ერთვის).

2. ამ კანონით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის შესრულება მთელს რესპუბლიკაში შემოღებულ იქნეს 1990 წლის 15 ნოემბრიდან.

3. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი და მუსიკის ნოტები გამოქვეყნდეს.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის შესახებ საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1978 წლის 14 აპრილის ბრძანებულება (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1978 წ., 4. მუხ. 69).

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე                            ზ. გამსახურდია

თბილისი, 1990 წლის 14 ნოემბერი.

13-I ს.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნი „დიდება“

ტექსტი და მუსიკა კ. ფოცხვერაშვილისა

 

დიდება ზეცით კურთხეულს,

დიდება ქვეყნად სამოთხეს,

ტურფა ივერსა,

დიდება ძმობას, ერთობას,

დიდება თავისუფლებას,

დიდება სამარადისო

ქართველ მხნე ერსა!

დიდება ჩვენსა სამშობლოს

დიდება ჩვენი სიცოცხლის

მიზანს დიადსა;

ვაშა ტრფობასა, სიყვარულს,

ვაშა შვებასა, სიხარულს,

სალამი ჭეშმარიტების

შუქ განთიადსა!

დიდება

ქართული ეროვნული ჰიმნი

სიტყვები და მუსიკა კოტე ფოცხვერაშვილის

მედიდურად გუნდი ან ფორტეპიანო