დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6 |
დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 03/02/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 06/02/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.116.016291 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/02/2016 - 06/04/2016)
|
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი. (დანართი №1)
. |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის №10 დადგენილება (www.matsne.gov.ge,
26/01/2015, სარეგისტრაციოკოდი: 010260020.35.116.016241) |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი N1
|
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი
|
მუხლი 1.
პროგრამის სფერო და მიზანი |
1. ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს ცაგერის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების ოდენობასა და გაცემის წესს.
2. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის მიზნებია ეკონომიურად შეჭირვებულ მოქალაქეთა სოციალური დაცვა. ახალშობილთა და მრავალშვილიანი ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, ვეტერანთა, მარტოხელა დედების, მძიმე სენით დაავადებულთა ფინანსური დახმარება. უკიდურესად გაჭირვებული, უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა. |
მუხლი 2.
ბენეფიციარის (დახმარების მიმღების) მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა |
1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი (დახმარების მიმღები)წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
2. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციას. 3. მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს ამოწმებს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური). სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაცია სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადაეცემა სოციალურ საბჭოს(სოციალური დახმარების გამცემ საბჭოს,) ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად. |
მუხლი 3.
სოციალური დახმარების ქვეპროგრამები: |
ა) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება;
ბ) ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება; გ) უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური დახმარება; დ) დიალიზზე დამოკიდებულ პაციენტთა დახმარება; ე) სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსება; ვ) მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა; ზ) ორსულთა დახმარება; თ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მატერიალური დახმარება; ი) გარდაცვლილთა სარიტუალო მომსახურება; კ) ომის ვეტერანთა დახმარებები; ლ) მარტოხელა დედების ფულადი დახმარება; მ) ობოლი ბავშვების ფულადი დახმარება; ნ) ხანდაზმულთა ფულადი დახმარება; ო) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება.
|
მუხლი 4.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება |
1. ყოველდღიური ერთჯერადი კვება გაეწევა:
ა) ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომლის ოჯახი სოციალურად დაუცველია; ბ) მარჩენალდაკარგულ ბავშვებს; გ) მარტოხელა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელიც საჭიროებს მომვლელს. 2. ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების მომსახურებით დაინტერესებულმა პირმა (მოსარგებლემ) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეებზე: ა.ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი; ა.გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეებზე: ბ.ა) განცხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი; ბ.გ) მარჩენალდაკარგულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეებზე: გ.ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; გ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ.გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის (სსე აქტის ამონაწერი) ასლი,სადაც მითითებული იქნება, რომ მოსარგებლე „საჭიროებს მომვლელს“. გ.დ) ამონაწერი სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ 3. გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში-სამსახური) ამოწმებს გამგეობაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ მასალებს სამსახური დასკვნასთან ერთად გადასცემს შემდგომი განხილვისთვის გამგებლის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალური დახმარების გამცემ საბჭოს (სოციალურ საბჭოს). 4. სოციალური საბჭო მიღებულ გადაწყვეტილებას (რომელიც ფორმდება სოციალური დახმარების გამცემი საბჭოს სხდომის ოქმით) წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს. 5. სოციალური დახმარების გაცემის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ბრძანებას მოსარგებლეთა უფასო კვების ობიექტში ჩარიცხვის შესახებ. 6. ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება ხორციელდება ქ. ცაგერისა (მის.: ქ. ცაგერი კოსტავას ქ.№) და სოფ. ლაჯანის უფასო სასადილოში (ლაჯანის სკოლა-ინტერნატი) ყოველდღიურად, კვირისა და სადღესასწაულო დღეების გარდა. 7. კვება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგებელსა და კვების მომსახურების მიმწოდებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით. |
მუხლი 5.
ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება |
1. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების, რომელნიც ამ პროგრამაში მოყვანილ არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნება და დახმარების თხოვნის მომენტში სხვადასხვა მიზეზის გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს, დახმარების საკითხი განიხილება ამ წესის შესაბამისად.
2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს. 3. ოჯახმა, რომელიც დახმარების გაცემის მომენტში განიცდის ეკონომიურ სიდუხჭირეს, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე. ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთი ან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. დ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშზე; ე) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ, მაჟორიტარი დეპუტატის ხელმოწერით. |
მუხლი 6.
უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური დახმარება |
1. თანხა გაიცემა იმ უსახლკარო ოჯახებზე, რომელთაც არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი, არიან სოციალურად დაუცველი და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70000 ქულას.საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გაიცემა ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინის ქირის ყოველთვიური ფულადი კომპენსაცია არაუმეტეს 100 ლარისა.
2. ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი; დ) საცხოვრებელი ფართის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან); ე) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი მაჟორიტარი დეპუტატის ხელმოწერით; ვ) ქირავნობის ხელშეკრულება; ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. |
მუხლი 7.
დიალიზზე დამოკიდებულ პაციენტთა დახმარება |
1. ცაგერის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები, დიალიზზე დამოკიდებული პაციენტი ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით, ტრანსპორტის ხარჯებისათვის იმ ქალაქში, სადაც სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით ,,დიალიზი და თირკმლის ტრანსლაცია“.
2. პროგრამაში ჩართვის მსურველებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) გამცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა –100/ა; დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც უტარდება დიალიზი; ე) საბანკო ანგარიშის მონაცემები. |
მუხლი 8.
სამედიცინო მომსახურების დაფინანსება |
მუხლი 9.
მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა |
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი სახის დახმარება:
ტყუპი ახალშობილების შემთხვევაში გაიცემა თანხა 500 ლარის ოდენობით. 2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი, 4 შვილზე დახმარება განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარით, ხოლო მეტი შვილის შემთხვევაში 100 ლარის ზრდით. 3. თუ ბენეფიციარს დახმარების მიღების უფლება წარმოეშვა ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარებების ერთზე მეტი საფუძვლით, დახმარება მიეცემა მხოლოდ ერთი საფუძვლით. მაქსიმალური თანხის უპირატესობის პრინციპით. 4. დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე. ბ) ახალშობილის და მისი და-ძმების დაბადების მოწმობის ასლები. გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. დ) ქორწინების მოწმობის ასლი. ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი მაჟორიტარი დეპუტატის ხელმოწერით. ზ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთი. |
მუხლი 10.
ორსულთა დახმარება |
1. მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი ოჯახების ორსულთა სრულფასოვანი კვებით უზრუნველყოფის მიზნით.
2. დახმარება განისაზღვროს თვეში 100 ლარით. ამ პროგრამით სარგებლობის უფლება აქვს იმ ორსულებს, რომლებიც აღრიცხვაზე იმყოფებიან ცაგერის „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“. 3. წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) ორსულის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ორსულობის დამადასტურებელი ცნობა; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი; დ) ორსულის პირადობის მოწმობის ასლი; ე) ორსულის საბანკო ანგარიში; ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი მაჟორიტარი დეპუტატის ხელმოწერით. |
მუხლი 11.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ფინანსური დახმარება |
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0- დან 18- წლამდე ასაკის ბავშვების ფინანსური დახმარება შეადგენს 250 ლარს და გაიცემა ერთჯერადად შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენისას:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი; ე)განმცხადებლის საბანკო ანგარიში; ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი.
|
მუხლი 12.
გარდაცვლილთა სარიტუალო მომსახურეობა |
1. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:
ა) მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება 200 ლარი ბ) მარტოხელა ბენეფიციართა (რომლებსაც პირველი რიგის კანონიერი მემკვიდრე არ გააჩნიათ) სარიტუალო მომსახურება 200 ლარი გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება 250 ლარი დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება 250 ლარი ე) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავღანეთის ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება 250 ლარი 2. გამგეობაში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე. ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი. დ) იძულებით გადაადგილებული პირის ( ვეტერანის) მოწმობის ასლი. ე) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი გარდაცვლილის მარტოხელობის შესახებ მაჟორიტარი დეპუტატის ხელმოწერით. ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი. |
მუხლი 13.
ომის ვეტერანთა დახმარებები |
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი სოციალური დახმარება მიეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, 9 მაისს, 200 ლარის ოდენობით.
2. ავღანეთის ომის ვეტერანებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებს (108 პირი), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მარჩენალდაკარგულებს (4 ოჯახი), ვეტერანის დღის 17 ოქტომბრის აღსანიშნავად მიეცეს 150 ლარი. 3. ცხივნალში საომარი მოქმედებებისას გმირულად დაღუპული ზურაბ ავთოს ძე ეფაძის, ასევე აფხაზეთში დაღუპული მეომრის ვეფხია ანზორის ძე მურცხვალაძის ოჯახებს მიეცეს ერთჯერადი დახმარება 250 ლარის ოდენობით. 4. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) ვეტერანის ოჯახის წევრის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე. ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. გ) ომის მონაწილის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. ე) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი მაჟორიტარი დეპუტატის ხელმოწერით. |
მუხლი 14.
.მარტოხელა დედების დახმარება |
1.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი სოციალური დახმარება მიეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იმ მარტოხელა დედებს, რომლებსაც 18 წლამდე ასაკის შვილი თავიანთ გვარზე ჰყავთ რეგისტრირებული.
2.დახმარება განისაზღვრება 250 ლარის ოდენობით. 3.მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე. ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი. დ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი მაჟორიტარი დეპუტატის ხელმოწერით. ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისამონაწერი.
|
მუხლი 15.
დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი ფინანსური დახმარება |
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი მატერიალური დახმარება მიეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც დედ-მამით ობოლნი არიან. დახმარების თანხაა 250 ლარი.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) მეურვის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვების პირადობის მოწმობის ასლები; ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი; ვ) მეურვის საბანკო ანგარიში; ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი მაჟორიტარი დეპუტატის ხელმოწერით.
|
მუხლი 16.
ხანდაზმულთა ერთჯერადი დახმარება |
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ყველა ხანდაზმულ მოქალაქეს, რომელთა ასაკი განისაზღვრება 90 წელს ზევით.
2. დახმარების თანხა განისაზღვრება 90 წლიდან- 95 წლამდე 100 ლარის ოდენობით, 95-დან 100-წლამდე 200 ლარი, 100 წლიდან ზევით 300 ლარის ოდენობით. 3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) ხანდაზმულის ან მისი ოჯახის წევრის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი; დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი; ე) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი მაჟორიტარი დეპუტატის ხელმოწერით; ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
|
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება |
1. პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების, მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის მოეწყოს ექიმ-სპეციალისტების გასვლა საექიმო ამბულატორიებში.
2. სამედიცინო მომსახურეობა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებელსა და ექიმ- სპეციალისტებთან გაფორმებული ხელშეკრულებით. 3. საექიმო ამბულატორიებში გასვლა მოხდეს წელიწადში 2-ჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, წინასწარ შედგენილი გრაფიკით.
|
მუხლი 18.
სოციალური საბჭო |
1. შემოსულ განცხადებებს განიხილავს სოციალური დახმარების გამცემი საბჭო, რომელსაც ქმნის და მის თავმჯდომარესა და მდივანს ნიშნავს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2.სოციალური საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 7 წევრისაგან. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო შემადგენლობის1/3-ისა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა. 3.სოციალური საბჭო იკრიბება თვეში ერთჯერ და ამზადებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს. 4. სოციალური საბჭოს მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 5. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, 3-4 დღით ადრე განთავსებას ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე. 6. სოციალური საბჭო სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 7. სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მომზადება ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითი და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე. 8.სოციალური საბჭო უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური მდგომარეობის შესწავლას და წარმოადგენს წინადადებებს (რეკომენდაციებს) იმ სოციალური პროგრამების განხორციელების შესახებ, რომლებიც ამ წესში არ არის ასახული. |
მუხლი 19.
საბჭოს სხდომის ოქმები |
1.სოციალური საბჭოს ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
2.სოციალური საბჭოს მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, დასკვნის სახით, აისახება ოქმში. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში საბჭოს წევრის აზრი წერილობით დაერთვება დასკვნას. 3. საბჭოს ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე. 4.სოციალური საბჭოს სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. |
მუხლი 20.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება |
1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელიც საბჭოს დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.
2. განსაკუთრებულ (გადაუდებელ) შემთხვევაში საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ, თვეში რამდენჯერმე. |
მუხლი 21.
დახმარების გაცემა |
1. მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა, მისამართი და თანხა, იგზავნება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში.
2. თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით (დახმარების მიმღების (გარდაცვლილის ოჯახის წევრის) მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე).
|
დოკუმენტის კომენტარები