,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/04/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 06/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016301
16
06/04/2016
ვებგვერდი, 08/04/2016
010260020.35.116.016301
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2016 წლის 6 აპრილი

ქ. ცაგერი

 

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 “ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის  შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 თებერვლის №6 დადგენილებაში (www. matsne.gov.geб 09/02/2016 წ.б სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016291)  შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

 

 1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

 ,,4. ცაგერის მუნიციპალიტეტის 2016  წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში მოყვანილი მუხლებით მოსარგებლე  ბენეფიციარზე (ოჯახზე) დახმარება გაიცემა ერთჯერადად საანგარიშო წლის განმავლობაში, გარდა მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა (ოპერაციის ან გამოკვლევის თანხას გამოაკლდება უკვე გაცემული თანხის ოდენობა).“;

 2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

 3. მე-8 მუხლის პირველი და მეორე  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რადაქციით:

 ,,1. სხვადასხვა სახის მძიმე ოპერაციების (ონკოლოგიური, ტრავმატოლოგიური, კარდიო-ქირურგიული, ნეოროქირურგიული, უროლოგიური, მუცლის ღრუს) თანადაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება დაზღვევით ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირადღირებულია (300 ლარზე მეტი) სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე ბენეფიციართათვის, მათი მხრიდან გადასახდელი თანხის 50 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 1000(ათასი) ლარისა.    

 2. სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევების თანადაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება  დაზღვევით ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირადღირებულია (300 ლარზე მეტი) პირის გადასახდელი თანხის 50% არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.“.

4. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „თ“ ქვეპუნქტი: 

  „თ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი.“.

5. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი  ამოღებულ იქნეს.

6. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (წარმოდგენილ იქნეს ბენეფიციარის  გარდაცვალებიდან ერთი თვის განმავლობაში).“.

7. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

 „ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი.“.

 8. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,3. საექიმო ამბულატორიებში გასვლა მოხდეს წელიწადში ერთხელ წინასწარ    შედგენილი გრაფიკით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაქარ ყურაშვილი