,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/06/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/06/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 06/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016305
20
01/06/2016
ვებგვერდი, 07/06/2016
010260020.35.116.016305
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2016 წლის 1 ივნისი

ქ. ცაგერი

 

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის  შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,, ცაგერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 თებერვლის №6 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge 09/02/2016წ. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016291)   შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1.  მე-8 მუხლის  მე-4 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ღვიძლის ციროზი დეკომპენსირებული, ასციტი.”

2.   მე-8 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

,,41. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, მაგრამ არაუმეტეს 100-დან 250 ლარამდე, ამ მუხლის მე-4 პუნქტის აღნიშნულ დაავადებათა ფარგლებში. „დ“, „ნ“, „ჟ“, „რ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ დაავადებათა შემთხვევაში თუ სამედიცინო ფორმა 100/ა შევსებულია სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში, მაშინ გასაცემი თანხა განისაზღვროს 250 ლარით. სხვა შემთხვევაში (ფორმა 100/ა შევსებულია ოჯახის ექიმის მიერ)  - საბჭოს გადაწყვეტილებით.“

3.  მე-8 მუხლის  მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე)ანგარიშ-ფაქტურა სამკურნალო დაწესებულებიდან ჩატარებული მკურნალობის შესახებ, პაციენტის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი  წარმოდგენილი უნდა იქნას სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ - 60 კალენდარული დღის განმავლობაში.“

4.  მე-10 მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,2. დახმარება განისაზღვროს თვეში 100 ლარის პროდუქტით. ამ პროგრამით სარგებლობის უფლება აქვს იმ 12 კვირის ორსულებს, რომლებიც აღრიცხვაზე იმყოფებიან ცაგერის „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“.

5.   მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:         

„გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი. (სარეიტინგო ქულა - 30 000-დან ქვემოთ).“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაქარ ყურაშვილი