ცაგერის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

ცაგერის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/02/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 18/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016321
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2
01/02/2017
ვებგვერდი, 06/02/2017
010260020.35.116.016321
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/02/2017 - 17/03/2017)

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2017 წლის 1 თებერვალი

ქ. ცაგერი

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების თანდართული წესი (დანართი №1).
მუხლი 2
ძალადაკარგულად  გამოცხადდეს „ცაგერის მუნიციპალიტეტის 2016  წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 თებერვლის №6 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 09/02/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016291).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაქარ ყურაშვილი



                                                                                                                                                                                                                                                                                                         
დანართი №1

ცაგერის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი

მუხლი 1. პროგრამის სფერო და მიზანი
1. ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა (შემდგომში პროგრამა) განსაზღვრავს  ცაგერის მუნიციპალიტეტის (შემდგომში მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების ოდენობასა და გაცემის წესს.

2. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის მიზნებია ეკონომიურად შეჭირვებულ მოქალაქეთა სოციალური დაცვა. მრავალშვილიანი ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, ვეტერანთა, მარტოხელა დედების, მძიმე სენით დაავადებულთა ფინანსური დახმარება. უკიდურესად გაჭირვებული, უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა.


მუხლი 2. ბენეფიციარის (დახმარების მიმღების) მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი (დახმარების მიმღები) წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელს.

2. მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციას.

3. განცხადებებს ამოწმებს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური). სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაცია სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან (დასკვნა მზადდება ჯანდაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის მიერ) ერთად გადაეცემა სოციალური დახმარების გამცემ   საბჭოს, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.

4. ცაგერის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში მოყვანილი მუხლებით მოსარგებლე ბენეფიციარზე (ოჯახზე) დახმარება გაიცემა ერთჯერადად საანგარიშო წლის განმავლობაში, გარდა მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა.


მუხლი 3. სოციალური დახმარების ქვეპროგრამები
სოციალური დახმარების ქვეპროგრამებია:

ა) უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება (გარდა შაბათ-კვირისა);

ბ) ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება;

გ) უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური დახმარება;

დ) დიალიზზე დამოკიდებული პაციენტთა დახმარება;

ე) სამედიცინო მომსახურების დაფინანსება;

ვ) მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა;

ზ) ორსულთა დახმარება;

თ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მატერიალური დახმარება;

ი) გარდაცვლილთა სარიტუალო მომსახურება;

კ) ომის  ვეტერანთა  დახმარებები;

ლ) მარტოხელა დედების ფულადი დახმარება;

მ) ობოლი ბავშვების ფულადი დახმარება;

ნ) ხანდაზმულთა ფულადი დახმარება;

ო) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება;

პ) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ შშმ პირთა ბიზნეს იდეის დაფინანსება;

ჟ) უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობისათვის საშობაო, სააღდგომო საჩუქრებით დახმარება.


მუხლი 4. უკიდურესად შეჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება
1. ყოველდღიური ერთჯერადი კვება გაეწევა:

ა) ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომლის ოჯახი სოციალურად დაუცველია;

ბ) მარჩენალდაკარგულ ბავშვებს;

გ) მარტოხელა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელიც საჭიროებს მომვლელს;

დ) ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომლის ოჯახიც უკიდურესად შეჭირვებულია.

2. ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების მომსახურებით დაინტერესებულმა პირმა (მოსარგებლემ) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეებზე;

ა.ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

ა.დ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეებზე:

ბ.ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ.გ) მარჩენალდაკარგულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.დ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეებზე:

გ.ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

გ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ.გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის (სსე აქტის ამონაწერი) ასლი, სადაც მითითებული იქნება, რომ მოსარგებლე „საჭიროებს მომვლელს“;

გ.დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან  სარეიტინგო ქულის შესახებ;

გ.ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეებზე:

დ.ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

დ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ.გ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის   მოხსენებითი ბარათი ოჯახის უკიდურესად შეჭირვების შესახებ;

დ.დ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.

3. გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში სამსახური) ამოწმებს გამგეობაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და ადგენს ბენეფიციართა სარეზერვო სიას.

4.  ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება ხორციელდება ქ. ცაგერისა (მის: ქ. ცაგერი, კოსტავას ქ. № და  სოფ. ლაჯანის უფასო სასადილოში (ლაჯანის სკოლა-ინტერნატი) ყოველდღიურად, კვირისა და სადღესასწაულო დღეების გარდა.

5. კვება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგებელსა და კვების მომსახურების მიმწოდებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.


მუხლი 5. ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება
1. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების, რომელნიც ამ პროგრამაში მოყვანილ არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნება და დახმარების თხოვნის მომენტში სხვადასხვა მიზეზის გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს, დახმარების საკითხი განიხილება ამ წესის შესაბამისად.

2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს.

3. ოჯახს, რომლის წევრებიც პენსიონერები არიან, იღებენ სოციალურ დახმარებას, ამასთანავე ამ ოჯახში არ ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვები, ამ მუხლით დახმარება არ მიეცემა.

4. ოჯახმა, რომელიც დახმარების გაცემის მომენტში განიცდის ეკონომიურ სიდუხჭირეს, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი;

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ე) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი  ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ ;

ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის ასლი.


მუხლი 6. უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური დახმარება
1. თანხა გაიცემა იმ უსახლკარო ოჯახებზე, რომელთაც არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი. ამ ბენეფიციარისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გაიცემა ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინის ქირის ყოველთვიური ფულადი კომპენსაცია არაუმეტეს 100 ლარისა.

2. უსახლკარო ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი;

დ) საცხოვრებელი ფართის არ ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);

ე) ქირავნობის ხელშეკრულების ასლი;

ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი სოციალურად დაუცველი ოჯახის უსახლკარობის შესახებ;

ზ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის ასლი.


მუხლი 7. დიალიზზე დამოკიდებული პაციენტთა დახმარება
1. ცაგერის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები, დიალიზზე დამოკიდებული პაციენტი  ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ტრანსპორტის ხარჯებისათვის იმ ქალაქში, სადაც სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსების  პროგრამით „დიალიზი და თირკმლის  ტრანსლაცია“.

2. პროგრამაში ჩართვის  მსურველებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:      

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; 

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა – 100/ა იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც უტარდება დიალიზი;

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის ასლი.


მუხლი 8. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება
1. სხვადასხვა სახის მძიმე ოპერაციების (ონკოლოგიური, ტრავმატოლოგიური, კარდიო-ქირურგიული, ნეიროქირურგიული, უროლოგიური, მუცლის ღრუს) თანადაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება დაზღვევით ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირად ღირებულია (400 ლარზე მეტი) სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე ბენეფიციართათვის, მათი მხრიდან გადასახდელი თანხის 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.

2. სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევების თანადაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება დაზღვევით ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირადღირებულია (300 ლარზე მეტი) პირის გადასახდელი თანხის 50% არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა, ხოლო ოჯახებს, რომელთა მატერიალური შემოსავალი ფიქსირდება თვეში 700 ლარი და მეტი, ამ მუხლის პირველი და მეორე ქვეპუნქტებით დახმარება არ გაეწევა.

3. თუ ბენეფიციარს დახმარების მიღების უფლება წარმოეშვა ამ დებულებით განსაზღვრული მუხლი 8-ის პირველი და მეორე პუნქტებით, ფულადი დახმარება გაიცემა იმ პუნქტით, რომელიც თანხობრივად მეტია.

4. სხვა მძიმე დაავადებები:

ა) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;

ბ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები პარკინსონით დაავადებული პაციენტები;

გ) თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებული პაციენტი, მძიმე ფორმის. იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი, (დისცირკულატორული ენცეფალოპათია მე-2, მე-3 ხარისხი). ახალი შემთხვევა 1 წლამდე;

დ) შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1– 2, მძიმე მიმდინარეობით, გართულებული მხედველობის, გულის, თირკმლის, ტვინის სისხლძარღვების ანგიოპათიით;

ე) სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები. სუნთქვის უკმარისობა 2  ხარისხით;

ვ) გულის იშემიური დაავადებები. შუნტირებისა და სტენტირების შემდგომი პერიოდი (ახალი შემთხვევა 1 წლამდე, გულის ქრონიკული  უკმარისობა მე-2, მე-3 ხარისხი.);

ზ) ტოქსიკური ჩიყვი მძიმე მიმდინარეობით (ფორმა – 100 შევსებული ენდოკრინოლოგის ან ენდოკრინოლოგის კონსულტაციაზე დაყრდნობით.);

თ) რევმატიზმი მძიმე მიმდინარეობით,  ხშირი გამწვავებებით გართულებული გულის მანკით გულის უკმარისობა მე-2 ხ,  თავის ტვინის რევმატიზმი მძიმე მიმდინარეობით;

ი) კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება მძიმე ფორმით (გართულებული სისხლდენით და პერფორაციით);

კ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ცერემბრალური დამბლით  და სხვა პარალიზებული სინდრომებით დაავადებული პაციენტები;

ლ) შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, სახსრების ფუნქციის მნიშვნელოვანი მოშლით;

მ) სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, ხშირი გამწვავებებით;

ნ) ონკოლოგიური დაავადებები მე-2, მე-3 ,მე-4 კლინიკური ჯგუფი, ქიმიო-თერაპიისა და სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი (ფორმა – 100 (ონკო-ცენტრიდან). შევსებული ონკოლოგის ან ონკოლოგის კონსულტაციაზე დაყრდნობით) დაავადების გამოვლენიდან 5 წლის განმავლობაში ან რეციდივის არსებობისას;

ო) სხვადასხვა სახის უბედური შემთხვევების დროს მიღებული დაზიანებების მკურნალობა (ტრავმები, მოწამვლები, გარეშე ფაქტორებით გამოწვეული დაზიანებები 1 წლამდე);

პ)  კანის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, ხშირი გამწვავებებით;

ჟ) ღვიძლის ციროზი დეკომპენსირებული, ასციტი;

რ) ქრონიკული, არტერიული და ვენური სისხლის მიმოქცევის უკმარისობა მე-3, მე-4 სტადია. მძიმე მიმდინარეობით (ფორმა 100 შევსებული უნდა იყოს ანგიოლოგის მიერ ან ანგიოლოგის კონსულტაციაზე დაყრდნობით);

ს) თანდაყოლილი ანომალიები, დეფორმაციები და ქრომოსომული დაავადებები;

ტ) თირკმლის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით. მე-3-მე-4 სტ;

უ) უსინათლო ინვალიდები.

5. ოჯახს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, მაგრამ არაუმეტეს 100-დან 250 ლარამდე, ამ მუხლის მე-4 პუნქტის აღნიშნულ დაავადებათა ფარგლებში. „დ“, „ნ“, „ჟ“, „რ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ დაავადებათა შემთხვევაში, თუ სამედიცინო ფორმა 100/ა შევსებულია სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში, მაშინ გასაცემი თანხა განისაზღვროს 250 ლარით. სხვა შემთხვევაში (ფორმა 100/ა შევსებულია ოჯახის ექიმის მიერ) საბჭოს გადაწყვეტილებით.

6. დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დახმარების მიმღების (ავადმყოფი ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი. არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების ან პირადობის  მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №100/ა, გაცემიდან 3 თვის განმავლობაში;

ე) ანგარიშფაქტურა სამკურნალო დაწესებულებიდან ჩატარებული მკურნალობის შესახებ, პაციენტის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ 60 კალენდარული დღის განმავლობაში;

ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი;

ზ) განმცხადებლის  საბანკო ანგარიში;

თ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელის მოხსენებითი ბარათი  ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ;

ი) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის  სტატუსის ასლი.


მუხლი 9. მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი სახის ერთჯერადი დახმარება:

ა)ტყუპი ახალშობილების შეძენის შემთხვევაში გაიცემა თანხა 500 ლარის ოდენობით;

ბ) სამი ტყუპის შემთხვევაში 1000 ლარი.

2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი 18 წლამდე  ასაკის შვილი, 4 შვილზე დახმარება განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარით, ხოლო მეტი შვილის შემთხვევაში 100 ლარის ზრდით.

3. თუ ბენეფიციარს დახმარების მიღების უფლება წარმოეშვა ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარებების ერთზე მეტი საფუძვლით, დახმარება მიეცემა მხოლოდ ერთი საფუძვლით. მაქსიმალური თანხის უპირატესობის პრინციპით.

4. დახმარების მიმღებმა პირმა მშობელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ახალშობილის და მისი და-ძმების დაბადების მოწმობის ასლები;

გ)  განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ქორწინების მოწმობის ასლი;

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი ოჯახის მრავალშვილიანობის შესახებ; მარტოხელა დედის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ;

ზ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის  სტატუსის ასლი;

თ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი.

 


მუხლი 10. ორსულთა დახმარება
1. მუნიციპალიტეტში პირადობის მოწმობით რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი სოციალურად დაუცველ ორსულთა სრულფასოვანი კვებით უზრუნველყოფა.

2. დახმარება განისაზღვროს თვეში 100 ლარის პროდუქტით. ამ პროგრამით სარგებლობის უფლება აქვს იმ 12 კვირის და 12 კვირის ზემოთ ორსულებს, რომლებიც აღრიცხვაზე იმყოფებიან ცაგერის „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“.

3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) ორსულის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ორსულობის დამადასტურებელი ცნობა;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი. (სარეიტინგო ქულა 40 000-დან ქვემოთ);

დ) ორსულის პირადობის მოწმობის ასლი;

ე) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ;

ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის  სტატუსის ასლი.


მუხლი 11. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ფინანსური დახმარება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0-დან 18- წლამდე ასაკის ბავშვების ფინანსური დახმარება შეადგენს 250 ლარს და გაიცემა ერთჯერადად შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენისას:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის  სტატუსის ასლი;

ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი.


მუხლი 12. გარდაცვლილთა სარიტუალო მომსახურება
1.  ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:

ა) მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება 200 ლარი;

ბ) მარტოხელა ბენეფიციართა (რომლებსაც პირველი რიგის კანონიერი მემკვიდრე არ გააჩნიათ) სარიტუალო მომსახურება 200 ლარი;

გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება 200 ლარი;

დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება 200 ლარი;

ე) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავღანეთის ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება 200 ლარი.

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია:

ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (წარმოდგენილ იქნეს ბენეფიციარის გარდაცვალებიდან ერთი თვის განმავლობაში);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) იძულებით გადაადგილებული პირის (ვეტერანის) მოწმობის ასლი;

ე) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი;

ვ)  განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი;

თ) გარდაცვლილის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის  სტატუსის ასლი. 


მუხლი 13. ომის ვეტერანთა დახმარებები
1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფულადი დახმარება მიეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტში პირადობის მოწმობის მიხედვით  რეგისტრირებულ:

ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს 9 მაისს თითოეულს 200 ლარის ოდენობით;

ბ) ავღანეთის ომის ვეტერანებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მარჩენალდაკარგულებს, ვეტერანის დღის 17 ოქტომბრის  აღსანიშნავად, თითოეულს 150 ლარის ოდენობით;

გ) ცხინვალისა და აფხაზეთის ომის დროს უგზოუკვლოდ დაკარგული ომის მონაწილეების ოჯახებს გაეწევათ დახმარება 250 ლარის ოდენობით.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) ვეტერანის (ოჯახის სრულწლოვანი  წევრის) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ომის მონაწილის (მარჩენალდაკარგულის) დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე) ცნობა შეიარაღებულ ძალებში ვეტერანის სამხედრო სამსახურის შესახებ ან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის  სტატუსის ასლი;

ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი.


მუხლი 14.  მარტოხელა დედების დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი დახმარება მიეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იმ მარტოხელა დედებს, რომლებსაც 18 წლამდე ასაკის შვილი თავიანთ გვარზე ჰყავთ რეგისტრირებული.

2. დახმარება განისაზღვრება 250 ლარის ოდენობით.

3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შვილის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი დედის მარტოხელობის შესახებ;

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის  სტატუსის ასლი;

ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი.


მუხლი 15. დედ-მამით ობოლი 18-წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი ფინანსური დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი მატერიალური დახმარება მიეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც დედ-მამით ობოლნი არიან.

2. დახმარება განისაზღვრება 250 ლარის ოდენობით.

3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) მეურვის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვების პირადობის მოწმობის ასლები;
დ) დედ-მამის გარდაცვალების მოწმობის ასლები;

ე) მეურვის საბანკო ანგარიში;

ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი ბავშვების დედ-მამით ობლობის შესახებ;

ზ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის  სტატუსის ასლი;

თ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი.


მუხლი 16. ხანდაზმულთა ერთჯერადი დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ყველა ხანდაზმულ მოქალაქეს, რომელთა ასაკი განისაზღვრება 90 წელს ზევით.

2. დახმარების თანხა განისაზღვრება 90 წლიდან 95 წლამდე 100 ლარის ოდენობით,  95-დან 100-წლამდე 200 ლარი,  100 წლიდან  ზევით 300 ლარის ოდენობით.

3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) ხანდაზმულის ან მისი ოჯახის წევრის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ე)  მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის  სტატუსის ასლი;

ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი.

 


მუხლი 17. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება
1. პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის მოეწყოს ექიმ-სპეციალისტების გასვლა საექიმო ამბულატორიებში.

2. სამედიცინო მომსახურება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებელსა და იურიდიულ პირს შორის, რომელიც უზრუნველყოფს იმ ექიმი-სპეციალისტების გადაყვანას სოფლებში, რომელიც იქნება შესწავლილი სოციალური სამსახურის მიერ.

3. საექიმო ამბულატორიებში გასვლა მოხდეს წელიწადში ერთხელ, წინასწარ შედგენილი გრაფიკით.


მუხლი 18. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ შშმ პირთა ბიზნესიდეის დაფინანსება
1. შშმ პირებს (14-დან 45-წლამდე),რომლებიც არინ დაჯილდოებული განსაკუთრებული ნიჭით (ქსოვა, ჭრა-კერვა, ქარგვა, ხატვა, ფოტოხელოვნება, ხეზე კვეთა, ელ. შედუღება და ა. შ.) ბიზნესიდეის (პროექტის) წარმოდგენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილი შშმ პირთა საბჭო განიხილავს და ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით გამარჯვებული დაფინანსდება მაქსიმუმ ათასი ლარით.

2. წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) შშმ პირის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) შშმ პირის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შშმ პირის დამადასტურებელი დოკუმენტი (სტატუსი სოც. მომსახურების სააგენტოდან);

დ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის  წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი ოჯახის მდგომარეობის შესახებ და შშმ პირის ნიჭიერების მიმართულებაზე;

ე) შშმ პირის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი;

ვ) ხელსაქმისა თუ სხვა შემოქმედებითი ნამუშევრის წარმოდგენა (არსებობის შემთხვევაში).

3. დოკუმენტების შეგროვების შემდეგ შშმ პირს გადაეცემა საბჭოს მიერ შემუშავებული ბიზნესგეგმის შესავსები ანკეტა, რომლის შევსების შემდეგ შშმ პირმა დახურული პაკეტით უნდა წარმოადგინოს ბიზნესგეგმა შშმ პირთა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარესთან, რის შემდეგაც  თავმჯდომარე წარუდგენს ამ საბჭოს წარმოდგენილ გეგმას განსახილველად.

4. საბჭოს გადაწყვეტილებით გამარჯვებულის ანგარიშზე გადარიცხვა მოხდება კერძო თუ იურიდიული ხელშეკრულების საფუძველზე. სხვა შემთხვევაში შშმ პირის კერძო ანგარიშზე.

5. დაუშვებელია დაფინანსებულმა შშმ პირმა მინიმუმ 2 წლის განმავლობაში მოახდინოს საოჯახო მეურნეობის თუ ბიზნესის გასხვისება.


მუხლი 19. სოციალურად დაუცველი და უკიდურესად შეჭირვებულ მოსახლეობაზე საშობაო და სააღდგომო საჩუქრები
ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი და უკიდურესად შეჭირვებული მოსახლეობისათვის (უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარები) ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიცეს საშობაო და სააღდგომო საჩუქრები.

მუხლი 20. სოციალური საბჭო
1. შემოსულ განცხადებებს განიხილავს სოციალური დახმარების გამცემი საბჭო, რომელსაც ქმნის და მის თავმჯდომარესა და მდივანს ნიშნავს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

2. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 7 წევრისაგან. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო შემადგენლობის 1/3-ისა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება.

3. საბჭო იკრიბება თვეში ერთხელ (გადაუდებელ შემთხვევაში 2-3-ჯერ) და ამზადებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

4. საბჭოს  მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

5. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, 3-4 დღით ადრე განთავსებას ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე.

6. საბჭო  სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

7. სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მომზადება ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითი და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე.

8. საბჭო უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური მდგომარეობის შესწავლას და წარმოადგენს წინადადებებს (რეკომენდაციებს) იმ სოციალური პროგრამების განხორციელების შესახებ, რომლებიც ამ წესში არ არის ასახული.


მუხლი 21. საბჭოს სხდომის ოქმები
1. საბჭოს ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.

2. საბჭოს მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, დასკვნის სახით, აისახება ოქმში. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში საბჭოს წევრის აზრი წერილობით დაერთვება დასკვნას.

3. საბჭოს ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე.

4. საბჭოს სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.


მუხლი 22. დახმარების გაცემა
1.სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელიც საბჭოს დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.

2. მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა, მისამართი და თანხა, იგზავნება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში.

3. თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით (დახმარების მიმღების (გარდაცვლილის ოჯახის წევრის) მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე).

4. მე-6, მე- 7, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16 მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებზე დახმარება გაიცეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათით.