დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2 |
დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 22/01/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/01/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 30/12/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.114.016297 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/01/2016 - 01/08/2016)
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის 1-ლი და მეორე პუნქტების, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების თანახმად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი, დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 21/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.114.016243). |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი
|
წინამდებარე წესი განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში მუნიციპალიტეტი) მიერ სოციალური დახმარების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, ბენეფიციართა კატეგორიებსა და დახმარების დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს. |
თავი I
სოციალური დახმარების სახეები,ბენეფიციართა კატეგორიები და მის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია |
მუხლი 1.
ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება |
1. ახალშობილებს, რომლის ერთ-ერთი მშობელი მაინც რეგისტრირებულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში და მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 0-დან 130 000 მდე გაეწევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება.
2. დახმარების მისაღებად ახალშობილის ერთ-ერთმა მშობელმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ქორწინების მოწმობის ასლი არსებობის შემთხვევაში; დ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი; ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ; ვ) საბანკო ანგარიშის მონაცემები; 3. ახალშობილთა ოჯახებზე ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვროს 200 (ორასი) ლარის ოდენობით; 4. ახალშობილის მშობელმა დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა მიმართოს ექვსი თვის განმავლობაში. 5. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. |
მუხლი 2.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა მარჩენალდაკარგული პირების, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე პირების დაკრძალვის (სარიტუალო) ხარჯი. |
1. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება; ბ) ომის მონაწილის ბარათის ქსეროასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილებიდან, რომ გარდაცვლილი ომის მონაწილე ან ომში დაღუპულის მარჩენალდაკარგული პირი იყო პენსიონერი; გ) ომის ვეტერანის და ომში გარდაცვლილის მარჩენალდაკარგული პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ე) ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ. 2. თანხა გაიცემა 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ- ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. |
მუხლი 3.
საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისა და დაზარალებული პირების დახმარება |
1. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები, ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებული (მოწამლული) პირები და აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპული ერთი ოჯახი ერთჯერადად მიიღებენ ფულად დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამი ოჯახი და აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულთა რვა ოჯახი ერთჯერადად მიიღებენ ფულად დახმარებას თითოეული 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ზამთრის სეზონთან დაკავშირებით სათბობის შესაძენად თითოეული ოჯახი და დაზარალებული დამატებით მიიღებს 200 (ორასი) ლარს. 2. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულების (ჭრილობების შედეგად გარდაიცვალნენ 1993 წლის 30 სექტემბრის შემდეგ) ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 300(სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულ (მოწამლული) პირთათვის – 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 3. ყოველთვიური დახმარების დასანიშნად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ)გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) გარდაცვლილის პირდაპირი მემკვიდრის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა; ვ) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ. 4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. (ერთჯერადი დახმარება და სათბობის შესაძენი თანხა გაიცემა დაზუსტებული სიის მიხედვით). |
მუხლი 4.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა მარჩენალდაკარგული პირების მატერიალური დახმარება სადღესასწაულოდ (ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით), ზამთრის სეზონისათვის სათბობის შეძენაზე დახმარება; |
1. დახმარება გაიცემა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, 2016 წლის 9 მაისისთვის, დაზუსტებული სიის მიხედვით.
2. ომის თითოეულ მონაწილესა და ომში დაღუპულთა მარჩენალდაკარგული პირებზე გაიცემა 300 (სამასი) ლარი, ხოლო სათბობის შეძენაზე თითოეულზე 200(ორასი) ლარი; |
მუხლი 5.
მარტოხელა, მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება (რომელთაც არ ჰყავთ პირდაპირი მემკვიდრე დედა, მამა, მეუღლე, ბებია, ბაბუა, შვილი, გერი, შვილიშვილი) |
1. სარიტუალო მომსახურების თანხის მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) დაკრძალვის ხარჯის გამღების წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ; ე) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის შუამდგომლობა. 2. მარტოხელა მიცვალებულის სარიტუალო მომსახურების ხარჯი ანაზღაურდება 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 3. თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. |
მუხლი 6.
ხანდაზმულ (100 და ას წელს გადაცილებული) პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება |
1. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ხანდაზმული პირის ან მისი ოჯახის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება; ბ) ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილებიდან ხანდაზმული პირის პენსიონერობის შესახებ; დ) ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ. 2. თითოეულ ხანდაზმულ პირზე წლის განმავლობაში გაიცემა 300 (სამასი) ლარი. მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. |
მუხლი 7.
დევნილთა დახმარება |
1. დევნილთა დახმარების პროგრამა მოიცავს შემდეგ ქვეპროგრამებს:
ა) ზამთრისათვის საჭირო სათბობის შესაძენად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აღრიცხვაზე მყოფ დევნილთა თითოეულ ოჯახს ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე გადაერიცხება 200 (ორასი) ლარი ერთჯერადად; ბ) დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილი დევნილის ოჯახი ერთჯერადად მიიღებს 250 (ორასორმოცდაათი) ლარს; გ) სხვა გარდაუვალ აუცილებლობასთან დაკავშირებით დევნილის ოჯახი მიიღებს ერთჯერადი დახმარების სახით 100 (ასი) ლარს. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი: გ) დევნილის დამადასტურებელი საბუთის ასლი; დ) დევნილი პირის გარდაცვალების ცნობა, დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში; ე) ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოქალაქემ მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი, ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ. 4. თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. |
მუხლი 8.
მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება, (გამონაკლის შემთხვევაში საცხოვრებელი ფართით დროებით უზრუნველყოფა, ბინის შეძენა ან დაქირავება) |
1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ. 2. მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ და დაზარალებულ ოჯახთა მდგომარეობას შეისწავლის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა და კულტურის სამსახური. 3. სამსახურის მიერ სახლის დაზიანების ხარისხის მიხედვით შეირჩევა ოჯახები და სათანადო დასკვნის საფუძველზე გაიცემა შესაბამისი დახმარება. 4. დახმარება გაეწიოს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს. 5000 ლარამდე ერთჯერადად, დროებით თავშესაფრის უზრუნველყოფისათვის ბინის ქირა არაუმეტეს 100 ლარისა, გამონაკლის შემთხვევაში ბინის შეძენა არაუმეტეს 15000 ლარი. 5.დახმარება გაიცემა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. |
მუხლი 9.
მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფი ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება |
1. მძიმე ეკონომიურ პირობებში მყოფ ოჯახებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-მდე გაეწევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში (უბედური შემთხვევა, მძიმე ავადმყოფი) სარეიტინგო ქულის გარეშე.
2. განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულში წარმომადგენლის შუამდგომლობა ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ; დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ; ე) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ. 3. მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფი ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა. 4. დახმარება გაიცემა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. |
მუხლი 10.
18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვებისადმი ყოველთვიური ფულადი დახმარება |
1. დედ-მამით ობოლი ბავშვების კანონიერმა წარმომადგენელმა დახმარების დასანიშნად მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება; ბ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) კანონიერი წარმომადგენელის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის მოწმობის ასლი; ე) ცნობა კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის შესახებ. 2. ბენეფიციარები, რომლებიც სარგებლობენ მე-10 მუხლით გათვალისწინებული დახმარებით მათზე ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება, გარდა კანონიერი წარმომადგენლის შეცვლის შემთხვევისა. 3. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებლივი აქტის ბრძანების საფუძველზე. თითოეულზე 100(ასი) ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური ფულადი დახმარება |
1. მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში- გაიცემა ყოველთვიური ფულადი დახმარება,თუ მათი სარეიტინგო ქულა 30 001-ზე ნაკლებია, 65 001-დან 130 000-მდეა.
2. დახმარების დასანიშნად მშობლებმა მუნიციპალიტეტის გამგერობაში უნდა წარმოადგინონ: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; დ) ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ; ე) ცნობა ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ. 3. ფულადი დახმარება განისაზღვრება თითოეულ ბავშვზე თვეში 25 ლარის ოდენობით. 4. ყოველთვიური ფულადი დახმარება ირიცხება განმცხადებლის პირად ანგარიშზე. 5. თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. |
მუხლი 12.
ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება |
1.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან დახმარების მიმღებნი არიან ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მკურნალობასა და ცილაგამოცლილი პროდუქტებით კვებას.გამონაკლის შემთხვევაში აგრეთვე პირები, რომლებიც არიან 18 წელს ზევით ასაკის და რომელთა სარეიტინგო ქულა 65000-ს ზევითაა და არ აღემატება 120000-ს.
2.დახმარება გაიცემა მშობელთა ან კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის შესაბამისად. თანხა ხელშეკრულების საფუძველზე გადაერიცხება პროდუქტების შემომტან ორგანიზაციას, ხოლო ფულადი დახმარების შემთხვევაში კი ბენეფიციარის მშობელს /კანონიერ წარმომადგენელს პირად ანგარიშზე. 3. დახმარების მისაღებად ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების ერთ-ერთმა მშობლებმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ფორმა № IV-100/ა ; დ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი; ე) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ. 4. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ბენეფიციარის მშობლის /კანონიერი წარმომადგენლის მიმართ ამ მუხლის მესამე პუნქტის „ე“, ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება. 5.ფულადი დახმარება გაიცემა ყოველთვიურად მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტარაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, თითოეულ ბავშვზე 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 6. ბენეფიციარები, რომლებიც სარგებლობენ მე-12 მუხლით გათვალისწინებული დახმარებით, მათზე ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნა არ ვრცელდება.
|
მუხლი 13.
18 წელს ზევით ასაკის პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 65001-დან 200 000-ის ჩათვლითაა სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებაზე და მედიკამენტების შეძენაზე დახმარება |
1. 18 წელს ზევით ასაკის იმ პირებზე, რომლებიც საჭიროებენ სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას, მედიკამენტების შეძენას და რომელთა სარეიტინგო ქულა 65001-დან 200 000-ის ჩათვლითაა, გაეწევათ დახმარება.
2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა№ IV-100/ა); დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა; ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ; 3. დაფინანსდება ის თანხა რომელსაც არ აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა,ხოლო მედიკამენტების შესაძენი თანხა არაუმეტეს 150 (ასორმოცდაათი) ლარისა. 4.თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. |
მუხლი 14.
18 წელს ზევით ასაკის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირების სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებაზე და მედიკამენტების შეძენაზე დახმარება |
1. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა№ IV-100/ა); დ) შშმ პირის დამადასტურებელი საბუთი; ე) სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა; 2.იმ სტაციონარული სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით, არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა, ხოლო მედიკამენტების შესაძენი თანხა არაუმეტეს 150 (ასორმოცდაათი) ლარისა. 3.თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. |
მუხლი 15.
ონკოდაავადებულთა სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებაზე, მედიკამენტების შეძენაზე და ოპერაციის შემდგომ გამოკვლევაზე დახმარება |
1. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა№ IV-100/ა) დ) შესაბამისი სამედიცინო/სააფთიაქო დაწესებულებიდან ანგარიშ-ფაქტურა. 2. დაფინანსდება სამედიცინო მომსახურება: სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებაზე 400 (ოთხასი) ლარის, მედიკამენტების შეძენაზე 200 (ორასი), ოპერაციის შემდგომი გამოკვლევა არაუმეტეს 200 (ორასი) ლარი. 3. თანხა ჩაირიცხოს შესაბამის სამედიცინო/სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. |
მუხლი 16.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა მარჩენალდაკარგული პირების სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტების შეძენაზე დახმარება. |
1. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა№ IV-100/ა); დ) შესაბამისი სამედიცინო და სააფთიაქო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურა; ე) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის მოწმობის ასლი; 2. სტაციონარული სამედიცინო მომსახურების თანხა განისაზღვროს არაუმეტეს 400(ოთხასი), ხოლო მედიკამენტების შესაძენი თანხა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ფარგლებში. 3. თანხა ჩაირიცხოს შესაბამის სამედიცინი ან სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიადუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. |
მუხლი 17.
0-დან 18 წლამდე ასაკის პირების სტაციონარულ სამედიცინო მომსახურების დაფინანსება. |
1. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) დაბადების ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა № IV-100/ა) და ანგარიშ-ფაქტურა; 2.თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა. |
მუხლი 18.
თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება, რომლებიც გადიან დიალეზის კურსს |
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან არაფულად დახმარებას მიიღებენ თირკმლის უკმარისობით დაავადებული პირები, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დიალეზის კურსის ჩატარებას.
2. დახმარების დასანიშნად პიროვნებამ მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა დიალიზის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ; დ) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ. 3. თანხა გაიცემა ყოველთვიურად 140 (ას ორმოცი) ლარის ოდენობით მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. 4. ბენეფიციარები, რომლებიც სარგებლობენ ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარებით, მათზე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნა არ ვრცელდება |
მუხლი 19.
0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვების დახმარება. |
1. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის ერთ-ერთმა მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) შშმ სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა; ბ) შშმ პირის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი; გ) შშმ პირის მშობლის /კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი; 3. თანხა გაიცემა ყოველთვიურად მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.თითოეულზე 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით. |
მუხლი 20.
0-იდან 18 წლამდე ასაკის შშმ პირების მედიკამენტების შეძენაზე დახმარება |
1.დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა № IV-100/ა) და შესაბამისი სააფთიაქო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა; ე) შშმ პირის დამადასტურებელი საბუთი; 2. თანხა გაიცემა ერთჯერადად მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის(ბრძანების) საფუძველზე არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა. |
მუხლი 21.
ა(ა)იპ განათლების ცენტრის თანადაფინანსება |
1.ა(ა)იპ განათლების ცენტრის ბაზაზე განთავსებულია 6-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირების დღის ცენტრი.
2.მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაფინანსდება კომუნალური და კვების პროდუქტების შეძენის ხარჯი . 3.დღის ცენტრის თანადასაფინანსებლად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმეტაცია: ა) ა(ა)იპ ,,განათლების ცენტრი“-ს დირექციის მოთხოვნა დაფინანსების თაობაზე; ბ) პროგრამაში მონაწილე პირების სახელობითი სია შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი საბუთით; გ) კომუნალური და კვების პროდუქტების შეძენის ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; 4.თანხა გადაირიცხება კვარტალში ერთხელ, მომდევნო კვარტალის პირველი თვის 10 რიცხვამდე ა(ა)იპ ,,განათლების ცენტრი“-ს დირექციის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. |
მუხლი 22.
გულის თანდაყოლილი პათოლოგიით (გულის მანკით) და ეპილეფსიით დაავადებულ 0-დან 18 წლამდე ასაკის პირთა გეგმიური მუდმივი მონიტორინგისათვის ფინანსური დახმარება |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან დახმარების მიიღებენ გულის თანდაყოლილი პათოლოგიით (გულის მანკით) და ეპილეფსიით დაავადებული 0-დან 18 წლამდე ასაკის პირები, რომლებსაც ესაჭიროებათ გეგმიური მუდმივი მონიტორინგისათვის ფინანსური დახმარება.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის ერთ-ერთმა მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ფორმა № IV-100/ა დ) დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი; ე)ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ; 3.თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე , თითოეულ ბენეფიციარზე გულის მანკით დაავადებულთათვის არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა, ხოლო ეპილეფსიით დაავადებულთათვის არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა წლის განმავლობაში. |
მუხლი 23.
დამსაქმებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარება ფულადი ფორმით |
1. მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დახმარება მიეცემა, დასაქმებულს/მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის გამო;
2. სოციალური მომსახურების დასაფინანსებლად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია: ა) დაქირავებულის (საჯარო მოხელე) განცხადება; ბ) საავადმყოფო ფურცელი; 3. თანხა გადაირიცხება მუნიციპალიტეტის დაქირავებული (საჯარო მოხელე) საბანკო ანგარიშზე. |
მუხლი 24.
საინვესტიციო პროგრამების თანადაფინანსება |
1.მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ თანადაფინანსებას ექვემდებარება სოციალური პრობლემების გადაწყვეტის და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს განვითარების მიზნით იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი პროექტები.
2. პროექტის თანადასაფინანსებლად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი მოთხოვნა თანადაფინანსებაზე; ბ) თანადაფინანსების მომთხოვნის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია; გ) დასაფინანსებელი პროგრამა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა; დ) პროგრამის მონაწილე პირთა რაოდენობა და ბენეფიციართა შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში). 3.თანხა გადაირიცხება იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
|
თავი II
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება |
მუხლი 25.
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი სამსახური |
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა და კულტურის სამსახური (შემდგომში სამსახური).
2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე. |
მუხლი 26.
ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა |
1. სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს.
2.გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში რეგისტრაციისას, წერილობით განცხადებაზე ასლების სახით თანდართული ყველა დოკუმენტი ადმინისტრაციული სამსახურის პასუხისმგებელი თანამშრომლის მიერ უნდა შედარდეს დედანთან. წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგეობა.გამგეობაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციითურთ მათ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე შესაბამისი ბრძანების პროექტის მოსამზადებლად ეგზავნება სოციალურ საკითხთა და კულტურის სამსახურს. 3. გამგეობის შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების აღრიცხვას ქრონოლოგიურად, სპეციალურ, დანომრილ, ბეჭედ დასმულ და ზონარ გაყრილ ჟურნალში. |
მუხლი 27.
სამსახურის მიერ განცხადებების განხილვა |
1. მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსულ განცხადებებს განიხილავს სოციალურ საკითხთა და კულტურის სამსახური და საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სამსახურის მომზადებული ბრძანების პროექტის საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) გაიცემა სოციალური დახმარებები. |
მუხლი 28.
სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღება |
1. სამსახური სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად, ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. 3. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნა გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანების დადგენა, სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის მიერ საცხოვრებელი სახლის ან ბინის შეძენა და ა.შ. 4. ყოველთვიური ინფორმაცია დახმარების დანიშვნის ან შეწყვეტის შესახებ, დასკვნის სახით, სამსახურის უფროსის მიერ ეგზავნება მუნიციპალიტეტის გამგებელს ხელმოსაწერად კონტინგენტის მონაცვლეობის სიებთან ერთად. |
მუხლი 29.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება |
1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ, რომელიც სამსახურის ბრძანების პროექტის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
2. გამგებლის ბრძანებით განისაზღვრება ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა და ინიშნება სოციალური დახმარება. 3. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია წინამდებარე წესის მე-13, მე-14, მე-15, მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის სასწრაფო სამედიცინო და სასწრაფო სტაციონარული სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და როდესაც დაყოვნებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს სამსახურის ბრძანების პროექტის გარეშეც, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით). |
დოკუმენტის კომენტარები