დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 23 |
დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 01/08/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 30/12/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.114.016318 |
|
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
ცვლილება შევიდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ’’ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 იანვრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/01/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.114.016297)
.
1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი: „201 ) ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა დახმარება 1. უზრუნველყოფილი იქნება ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ის სამედიცინო მომსახურება, რომელიც 2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით არ ფინანსდება. 2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) დახმარების მიმღების დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა № IV-100/ა); ე) სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშფაქტურა; ვ) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ.". 3. თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები