ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 30/12/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 05/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.114.016326
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
31
28/12/2016
ვებგვერდი, 30/12/2016
010250000.35.114.016326
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/12/2016 - 31/03/2017)

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №31

2016 წლის 28 დეკემბერი

დაბა ჩოხატაური

 

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების,  61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების თანახმად, ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპლიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 იანვრის  №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 28/01/2016; სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.114.016297).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე



დანართი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი

წინამდებარე წესი განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში მუნიციპალიტეტი) მიერ სოციალური დახმარების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, ბენეფიციართა კატეგორიებსა და დახმარების დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო  პრინციპებს.

 


თავი I
სოციალური  დახმარების  სახეები, ბენეფიციართა  კატეგორიები  და  მის  მისაღებად   საჭირო   დოკუმენტაცია

მუხლი 1. ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი  ფულადი  დახმარება
1.  ახალშობილებს,  რომლის ერთ-ერთი მშობელი მაინც რეგისტრირებულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში და მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 მდე გაეწევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება.

2. დახმარების მისაღებად ახალშობილის ერთ-ერთმა მშობელმა  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ქორწინების მოწმობის ასლი არსებობის შემთხვევაში;

 დ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი;

ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ;

ვ) საბანკო ანგარიშის მონაცემები;

3. ახალშობილთა  ოჯახებზე ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვროს 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

4. ახალშობილის მშობელმა დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა მიმართოს  ექვსი თვის განმავლობაში.

5. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.


მუხლი 2. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და მარჩენალდაკარგული პირების, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე პირების დაკრძალვის (სარიტუალო) ხარჯი
1. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) ომის მონაწილის ბარათის ქსეროასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილებიდან, რომ გარდაცვლილი ომის მონაწილე ან მარჩენალდაკარგული პირი იყო პენსიონერი;

გ) ომის ვეტერანის და ომში გარდაცვლილის მარჩენალდაკარგული პირის  გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ე) ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ.

2. თანხა გაიცემა 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ- ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.


მუხლი 3. საქართველოს თავისუფლებისა  და ტერიტორიული მთლიანობისათვის  ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისა  და  დაზარალებული პირების დახმარება
1.  საქართველოს  თავისუფლებისა  და  ტერიტორიული  მთლიანობისათვის  ბრძოლაში  დაღუპულთა ოჯახები,  ქ.  თბილისში  1989  წლის  9  აპრილს  საქართველოს  დამოუკიდებლობის  მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად  დაზარალებული  (მოწამლული)  პირები  და აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპული ერთი ოჯახი ერთჯერადად მიიღებენ ფულად დახმარებას 500 (ხუთასი)  ლარის ოდენობით.

აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამი ოჯახი და აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულთა რვა ოჯახი ერთჯერადად მიიღებენ ფულად დახმარებას თითოეული  500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

ზამთრის სეზონთან დაკავშირებით სათბობის შესაძენად თითოეული ოჯახი და დაზარალებული პირები დამატებით მიიღებს 200 (ორასი) ლარს.

2.   საქართველოს       თავისუფლებისა  და ტერიტორიული 0მთლიანობისათვის   დაღუპულების (ჭრილობების შედეგად   გარდაიცვალნენ  1993  წლის  30  სექტემბრის  შემდეგ) ყოველთვიური   ფულადი დახმარება   განისაზღვროს   300 (სამასი)    ლარის              ოდენობით, ხოლო ქ.თბილისში 1989      წლის    9 აპრილს საქართველოს   დამოუკიდებლობის   მოთხოვნით   გამართული   მშვიდობიანი   აქციის   დარბევის შედეგად  დაზარალებულ  (მოწამლული) პირთათვის – 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. ყოველთვიური დახმარების დასანიშნად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა  იქნეს შემდეგი  დოკუმენტაცია:

ა)  წერილობითი  განცხადება;

ბ)  განმცხადებლის  პირადობის მოწმობის  ასლი;

გ) გარდაცვალების   მოწმობის ასლი;

დ)    გარდაცვლილის     პირდაპირი    მემკვიდრის     დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;

ვ) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ.

4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. (ერთჯერადი დახმარება და სათბობის შესაძენი თანხა გაიცემა დაზუსტებული სიის მიხედვით).


მუხლი 4. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და მარჩენალდაკარგული პირების მატერიალური დახმარება სადღესასწაულოდ (ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით), ზამთრის სეზონისათვის სათბობის შეძენაზე დახმარება
1.   დახმარება  გაიცემა  ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის  გამგებლის  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, 2017  წლის 9 მაისისთვის, დაზუსტებული სიის მიხედვით.

2. ომის  თითოეულ მონაწილესა და მარჩენალდაკარგულ პირებზე  გაიცემა 300 (სამასი) ლარი, ხოლო სათბობის შეძენაზე თითოეულზე 200(ორასი) ლარი;


მუხლი 5. მარტოხელა, მიცვალებულთა   სარიტუალო  მომსახურება  (რომელთაც   არ  ჰყავთ  პირდაპირი მემკვიდრე  დედა, მამა, მეუღლე, ბებია, ბაბუა, შვილი, გერი, შვილიშვილი)
  1. სარიტუალო მომსახურების თანხის მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) დაკრძალვის ხარჯის გამღების წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ;

ე) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის შუამდგომლობა.

  1. მარტოხელა მიცვალებულის სარიტუალო მომსახურების ხარჯი ანაზღაურდება 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3.  თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.


მუხლი 6. ხანდაზმულ  (100  წლისა  და ას წელს გადაცილებული) პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ხანდაზმული პირის ან მისი ოჯახის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება;

ბ) ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობის  ასლი;

გ)   ცნობა   სოციალური   მომსახურების   სააგენტოს   ჩოხატაურის   განყოფილებიდან   ხანდაზმული   პირის პენსიონერობის შესახებ;

დ) ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ.

2.  თითოეულ  ხანდაზმულ  პირზე  წლის   განმავლობაში  გაიცემა  300   (სამასი)  ლარი.  მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.


მუხლი 7. დევნილთა  დახმარება
1. დევნილთა დახმარების პროგრამა მოიცავს შემდეგ ქვეპროგრამებს:

ა) ზამთრისათვის საჭირო სათბობის შესაძენად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში  აღრიცხვაზე  მყოფ დევნილთა თითოეულ ოჯახს ბანკში  პირად ანგარიშზე გადაერიცხება 200 (ორასი) ლარი ერთჯერადად;

ბ)  დევნილის  გარდაცვალების  შემთხვევაში  გარდაცვლილი  დევნილის  ოჯახი  ერთჯერადად  მიიღებს  250 (ორასორმოცდაათი) ლარს;

გ) სხვა გარდაუვალ აუცილებლობასთან დაკავშირებით დევნილის ოჯახი მიიღებს ერთჯერადი დახმარების სახით 100 (ასი) ლარს.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი:

გ) დევნილის დამადასტურებელი საბუთის ასლი;

დ) დევნილი პირის გარდაცვალების ცნობა, დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში;

ე) ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოქალაქემ მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი, ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ.

4. თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.


მუხლი 8. მძიმე  საცხოვრებელ   პირობებში,   უბედური   შემთხვევისა   და   სტიქიური  მოვლენების  შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადიდახმარება, (გამონაკლისშემთხვევაში საცხოვრებელი ფართით   დროებით უზრუნველყოფა, დაქირავება)
1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ.

2. მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა  და  სტიქიური  მოვლენების  შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ და დაზარალებულ ოჯახთა მდგომარეობას შეისწავლის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  გამგეობის  სოციალურ საკითხთა და კულტურის სამსახური.

3.    სამსახურის მიერ სახლის დაზიანების ხარისხის მიხედვით შეირჩევა ოჯახები და სათანადო დასკვნის საფუძველზე გაიცემა შესაბამისი დახმარება.

4. დახმარება გაეწიოს სტიქიური მოვლენების და უბედური შემთხვევების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს 5000  ლარამდე ერთჯერადად, დროებით თავშესაფრის უზრუნველყოფისათვის ბინის ქირა არაუმეტეს 110 ლარისა.

5. დახმარება   გაიცემა   ჩოხატაურის   მუნიციპალიტეტის   გამგებლის   ინდივიდუალური   ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.


მუხლი 9. 18  წლამდე  ასაკის  დედ-მამით  ობოლი  ბავშვებისადმი ყოველთვიური ფულადი დახმარება
1.  დედ-მამით  ობოლი ბავშვების კანონიერმა წარმომადგენელმა დახმარების დასანიშნად მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) კანონიერი წარმომადგენელის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის მოწმობის ასლი;

ე) ცნობა კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის შესახებ.

2. ბენეფიციარები, რომლებიც სარგებლობენ მე-9 მუხლით გათვალისწინებული დახმარებით მათზე ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება, გარდა კანონიერი წარმომადგენლის შეცვლის შემთხვევისა.

3. დახმარება გაიცემა   მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებლივი აქტის ბრძანების საფუძველზე. თითოეულზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.


მუხლი 10. მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური ფულადი დახმარება
1. მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში - გაიცემა ყოველთვიური ფულადი დახმარება, თუ მათი სარეიტინგო ქულა 30 001-ზე ნაკლებია, 65 001-დან 150 000- მდეა.

2. დახმარების დასანიშნად მშობლებმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინონ:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

დ) ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ;

ე) ცნობა ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ.

3. ფულადი დახმარება განისაზღვრება თითოეულ ბავშვზე თვეში 25 ლარის ოდენობით.

4. ყოველთვიური ფულადი დახმარება ირიცხება განმცხადებლის პირად ანგარიშზე.

5.  თანხა    გაიცემა  მუნიციპალიტეტის  გამგებლის  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.


მუხლი 11. ფენილკეტონურიით დაავადებულ ბენეფიციართა დახმარება
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან დახმარების მიმღებნი არიან ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვები, რომლებიც  საჭიროებენ   ხანგრძლივი   პერიოდის   განმავლობაში   მკურნალობას და ცილაგამოცლილი პროდუქტებით კვებას.  აგრეთვე პირები,  რომელთა ასაკი აღემატება 18 წელს.

2. დახმარება გაიცემა მშობელთა ან კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის შესაბამისად. თანხა ხელშეკრულების საფუძველზე გადაერიცხება პროდუქტების შემომტან ორგანიზაციას, ხოლო ფულადი დახმარების შემთხვევაში კი ბენეფიციარის მშობელს /კანონიერ წარმომადგენელს /პირად ანგარიშზე.

3. დახმარების მისაღებად ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების  ერთ-ერთმა  მშობლებმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) ფორმა № IV-100/ა ;

დ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;

ე) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ.

4. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ბენეფიციარის მშობლის /კანონიერი წარმომადგენლის/ მიმართ ამ მუხლის მესამე პუნქტის „ე“, ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება.

5.ფულადი დახმარება გაიცემა ყოველთვიურად მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტარაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, თითოეულ ბავშვზე 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

6. ბენეფიციარები, რომლებიც სარგებლობენ მე-11 მუხლით გათვალისწინებული დახმარებით, მათზე ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნა არ ვრცელდება.


მუხლი 12. 18  წელს  ზევით  ასაკის  პირებს,   რომელთა   სარეიტინგო   ქულა   65001-დან   200   000-ის ჩათვლითაა სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებაზე და მედიკამენტების შეძენაზე დახმარება
1. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა№ IV-100/ა);

დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული  ანგარიშ-ფაქტურა;

ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ;

2. დაფინანსდება ის თანხა რომელსაც არ აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა, ხოლო მედიკამენტების შესაძენი თანხა არაუმეტეს 150 (ასორმოცდაათი) ლარისა.

3. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.


მუხლი 13. 18 წელს ზევით ასაკის შშმ პირების სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებაზე  და  მედიკამენტების  შეძენაზე დახმარება
1. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა№ IV-100/ა);

დ) შშმ პირის დამადასტურებელი საბუთი;

ე) სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა;

2. იმ სტაციონარული სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით, არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა, ხოლო მედიკამენტების შესაძენი თანხა არაუმეტეს 150 (ასორმოცდაათი) ლარისა.

3.თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე


მუხლი 14. ონკოდაავადებულთა სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებაზე, მედიკამენტების  შეძენაზე  და ოპერაციის შემდგომ გამოკვლევაზე დახმარება
1.  დახმარების  მისაღებად  განმცხადებელმა  მუნიციპალიტეტის  გამგეობაში  უნდა  წარმოადგინოს  შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა№ IV-100/ა)

დ) შესაბამისი სამედიცინო/სააფთიაქო დაწესებულებიდან ანგარიშ-ფაქტურა.

2. დაფინანსდება სამედიცინო მომსახურება: სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებაზე  400  (ოთხასი) ლარის, მედიკამენტების შეძენაზე 300 (სამასი), ოპერაციის შემდგომი გამოკვლევა არაუმეტეს 200 (ორასი) ლარი.

3. თანხა ჩაირიცხოს შესაბამის სამედიცინო/სააფთიაქო დაწესებულების  საბანკო  ანგარიშზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.


მუხლი 15. მეორე   მსოფლიო   ომის   ვეტერანებისა   და   მარჩენალდაკარგული  პირების სტაციონარულ სამედიცინო   მომსახურებასა და მედიკამენტების შეძენაზე დახმარება
1.  დახმარების  მისაღებად  განმცხადებელმა  მუნიციპალიტეტის  გამგეობაში  უნდა  წარმოადგინოს  შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა№ IV-100/ა);

დ) შესაბამისი სამედიცინო და სააფთიაქო  დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურა;

ე)  მეორე     მსოფლიო ომის ვეტერანის  მოწმობის ასლი;

2.     სტაციონარული     სამედიცინო    მომსახურების   თანხა   განისაზღვროს   არაუმეტეს   400 (ოთხასი),   ხოლო მედიკამენტების   შესაძენითანხა 150  (ასორმოცდაათი)   ლარის ფარგლებში.

3.    თანხა ჩაირიცხოს შესაბამის სამედიცინო ან სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე მუნიციპალიტეტის გამგებლისინდივიადუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.


მუხლი 16. 0-დან  18  წლამდე ასაკის პირების  სტაციონარულ -სამედიცინო   მომსახურების  დაფინანსება.
1.  დახმარების  მისაღებად  განმცხადებელმა  მუნიციპალიტეტის  გამგეობაში  უნდა  წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ)  დაბადების ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა № IV-100/ა) და ანგარიშ-ფაქტურა;

2.თანხა  ჩაირიცხოს შესაბამის სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე მუნიციპალიტეტის  გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.


მუხლი 17. თირკმლის უკმარისობით  დაავადებულ  პირთა დახმარება,  რომლებიც  გადიან დიალეზის კურსს
1.  ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის  2017  წლის  ბიუჯეტიდან     დახმარებას   მიიღებენ თირკმლის უკმარისობით დაავადებული პირები, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დიალეზის კურსის ჩატარებას.

2. დახმარების დასანიშნად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა დიალიზის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ;

დ) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ.

3.   თანხა   გაიცემა   ყოველთვიურად  140  (ასორმოცი)  ლარის  ოდენობით  მუნიციპალიტეტის   გამგებლის ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-  სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

4.   ბენეფიციარები,   რომლებიც   სარგებლობენ   ამ   მუხლით   გათვალისწინებული   დახმარებით,   მათზე   ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნა არ ვრცელდება


მუხლი 18. 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირების  დახმარება
1. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის ერთ-ერთმა მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა/ მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) შშმ სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა;

ბ) შშმ პირის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;

გ) შშმ პირის მშობლის /კანონიერი წარმომადგენლის/ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი;

2.  თანხა   გაიცემა  ყოველთვიურად  მუნიციპალიტეტის  გამგებლის  ინდივიდუალური   ადმინისტრაციულ- სამართლებრივი  აქტის (ბრძანების) საფუძველზე.თითოეულზე 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით.


მუხლი 19. 0-იდან  18 წლამდე  ასაკის     შშმ    პირების  მედიკამენტების  შეძენაზე  დახმარება
1. დახმარების   მისაღებად   განმცხადებელმა   მუნიციპალიტეტის   გამგეობაში   უნდა   წარადგინოს:

ა)  წერილობითი  განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;

დ)  ცნობა  სამედიცინო  დაწესებულებიდან  (ფორმა  №  IV-100/ა)  და  შესაბამისი  სააფთიაქო   დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა;

ე)  შშმ პირის დამადასტურებელი საბუთი;

2.   თანხა ერთჯერადად ჩაირიცხება  მუნიციპალიტეტის   გამგებლის   ინდივიდუალური   ადმინისტრაციულ- სამართლებრივი  აქტის (ბრძანების)  საფუძველზე არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა.


მუხლი 20. ა(ა)იპ განათლების ცენტრის ბაზაზე განთავსებულ 6-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირების ,,დღის ცენტრი’’-ს თანადაფინანსება
1. მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ  ფინანსდება კომუნალური ხარჯი.

2. დღის ცენტრის თანადასაფინანსებლად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმეტაცია:

ა) ა(ა)იპ ,,განათლების ცენტრი“-ს დირექციის მოთხოვნა დაფინანსების თაობაზე;

ბ) პროგრამაში მონაწილე პირების სახელობითი სია შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი საბუთით;

გ) კომუნალური  ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

3. თანხა  გადაირიცხება  კვარტალში  ერთხელ,  მომდევნო  კვარტალის  პირველი  თვის  10  რიცხვამდე   ა(ა)იპ,,განათლების  ცენტრი“-ს დირექციის მიერ   წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.


მუხლი 21. გულის თანდაყოლილი პათოლოგიით (გულის მანკით) და ეპილეფსიით დაავადებულ 0-დან 18 წლამდე ასაკის პირთა   გეგმიური მუდმივი მონიტორინგისათვის ფინანსური დახმარება
1. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის ერთ-ერთმამშობელმაანკანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა № IV-100/ა) და ანგარიშ-ფაქტურა

დ) დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;

2. თანხა ჩაირიცხება შესაბამის სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, წლის განმავლობაში თითოეულ ბენეფიციარზე გულის მანკით დაავადებულთათვის არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა, ხოლო ეპილეფსიით დაავადებულთათვის არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა.


მუხლი 22. დამსაქმებლის   მიერ გაწეული სოციალური დახმარება ფულადი ფორმით
1. მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერდახმარება მიეცემა, დასაქმებულს/მოსამსახურეს/ დროებითი შრომისუუნარობის გამო წარმოდგენილი საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე.

2. თანხა გადაირიცხება მუნიციპალიტეტის დაქირავებული (საჯარო მოხელე) საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 23. ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა დახამრება
1. უზრუნველყოფილი იქნება ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ის სამედიცინო მომსახურება, რომელიც 2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება

2.  დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) დახმარების მიმღების დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა N IV-100/ა);

ე) სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშფაქტურა;

ვ) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ;

3. თანხა ჩაირიცხება მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.


მუხლი 24. საინვესტიციო პროგრამების თანადაფინანსება
1. მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ თანადაფინანსებას ექვემდებარება სოციალური პრობლემების გადაწყვეტის და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს განვითარების  მიზნით  იურიდიული  პირების მიერ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი წარმოდგენილი პროექტები.

2.  პროექტის  თანადასაფინანსებლად  მუნიციპალიტეტის  გამგეობაში  წარმოდგენილი  უნდა  იქნეს  შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი მოთხოვნა თანადაფინანსებაზე;

ბ) თანადაფინანსების მომთხოვნის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია;

გ) დასაფინანსებელი პროგრამა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა;

დ)  პროგრამის  მონაწილე  პირთა  რაოდენობა   და  ბენეფიციართა  შესაბამისი სტატუსის  დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში).

3. თანხა ჩაირიცხება იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.


მუხლი 25. С ჰეპატიტით დაავადებული პირების მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების თანადაფინანსება
1. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიცპალიტეის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წრილობითი განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის დამადასტურებლი ასლი;

გ) ცნობა სამადიცინო დაწესებულებიდან ფორმა № IV-100/ა და ანგარიშ-ფაქტურა;

2. თანხა ჩაირიცხოს შესაბამისი სამადიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, არამუმეტეს 200 ლარისა.


მუხლი 26. განსაკუთრებით მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირთა  პატრონაჟისა და გეგმიური მუდმივი  მონიტორინგისათვის თანადაფინანსება
1. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან ბენეფიციარის ერთ-ერთმა მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სამადიცინო დაწესებულებიდან ფორმა № IV-100/ა

დ) დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;

ე)ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ;

2. თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, თითოეულ  ბენეფიციარზე ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით.


თავი II
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება

მუხლი 27. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი სამსახური
1. ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის  მოსახლეობის  სოციალური  დაცვის  ღონისძიებათა  მუნიციპალური პროგრამით  გათვალისწინებული  სოციალური  დახმარების  დანიშვნისა  და  გაცემის  ორგანიზებას უზრუნველყოფს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა და კულტურის სამსახური (შემდგომში სამსახური).

 2. სამსახური  პასუხისმგებელია  ასევე  მუნიციპალური  დახმარების  მიმღებთა  (ბენეფიციართა)  სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.


მუხლი 28. ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
1. სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს.

2. გამგეობის  ადმინისტრაციულ  სამსახურში  რეგისტრაციისას, წერილობით  განცხადებაზე  ასლების  სახით თანდართული  ყველა  დოკუმენტი  ადმინისტრაციული  სამსახურის  პასუხისმგებელი  თანამშრომლის  მიერ უნდა  შედარდეს  დედანთან.  წარმოდგენილი  პირველადი  დოკუმენტაციის  სისწორეზე  პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგეობა.გამგეობაში  შემოსული  ყველა  განცხადება  თანდართული დოკუმენტაციითურთ  მათ  შესასწავლად  და  სოციალური  დახმარების  გაცემის  საკითხზე  შესაბამისი ბრძანების პროექტის მოსამზადებლად ეგზავნება სოციალურ საკითხთა და კულტურის სამსახურს.


მუხლი 29. სამსახურის მიერ განცხადებების განხილვა
1. მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსულ განცხადებებს განიხილავს სოციალურ საკითხთა და კულტურისსამსახური და საკითხის  დადებითად  გადაწყვეტის  შემთხვევაში  სამსახურის  მომზადებული ბრძანებისპროექტის  საფუძველზე  მუნიციპალიტეტის  გამგებლის  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) გაიცემა სოციალური დახმარებები.

მუხლი 30. სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. სამსახური  სოციალური  დახმარების  გაცემის  საკითხის  განხილვისას  ხელმძღვანელობს  საქართველოსზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  მე-6  თავით  გათვალისწინებული  მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

2. სოციალური  დახმარების  გაცემის  საკითხის  გადაწყვეტა  ხდება  მკაცრად,  ინდივიდუალურად,  ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.

3.  სამსახური  უზრუნველყოფს  ყოველთვიური  დახმარების  მიმღებთა  ოჯახებში  მომხდარი  ცვლილებების სისტემატურ  შემოწმებას,  რის  საფუძველზეც  შეაქვს  შესაბამისი  შესწორებები  (დახმარების  დანიშვნა გაუქმება,  შეწყვეტა,  აღდგენა)  ბენეფიციართა  საქმეში.  ცვლილებებში  იგულისხმება  ბენეფიციართა  ახალი ოჯახების  გამოვლენა  ან  გაუქმება,  ოჯახის  წევრთა  მატება-კლება,  ბავშვების  სრულწლოვანების დადგენა,  სტიქიური  მოვლენების  შედეგად  უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის მიერ საცხოვრებელი სახლის ან ბინის შეძენა და ა.შ.

4.  ყოველთვიური  ინფორმაცია  დახმარების  დანიშვნის  ან  შეწყვეტის  შესახებ,  დასკვნის  სახით, სამსახურის  უფროსის  მიერ  ეგზავნება  მუნიციპალიტეტის  გამგებელს  ხელმოსაწერად  კონტინგენტის მონაცვლეობის სიებთან ერთად.


მუხლი 31. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 
1. სოციალური  დახმარების  გაცემის  შესახებ  საბოლოო  გადაწყვეტილების  მიღება  ხდება ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის  გამგებლის  მიერ,  რომელიც  სამსახურის  ბრძანების  პროექტის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).

2.  გამგებლის  ბრძანებით  განისაზღვრება  ბენეფიციართა  პერსონალური  შემადგენლობა  და  ინიშნება სოციალური დახმარება.

3. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია წინამდებარე წესის მე-13, მე-14, მე-15, მე-16 და მე-17 მუხლებით  გათვალისწინებულ  ბენეფიციართათვის  სასწრაფო  სამედიცინო  და  სასწრაფო სტაციონარული სამედიცინო  მომსახურების  თანადაფინანსება  და  როდესაც  დაყოვნებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს,  დახმარება  შეიძლება  გაიცეს  სამსახურის  ბრძანების  პროექტის გარეშეც,  ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).


მუხლი 32. ანგარიშის წარდგენა
1. ინფორმაცია განხილული განცხადებების, გაცემული დახმარებების შესახებ კვარტალში ერთხელ, მომდევნო კვარტლის პირველი თვის 10 რიცხვამდე წარედგინოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს.