არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი და ამ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი და ამ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 668
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 080060000.10.003.019055
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
668
30/12/2015
ვებგვერდი, 31/12/2015
080060000.10.003.019055
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი და ამ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2015 - 27/05/2016)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №668

2015 წლის 30 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი და ამ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი და ამ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციის თანდართული სტანდარტი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი




არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი და

ამ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციის სტანდარტი


მუხლი 1

1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაციის პროცესში ტრენერად მონაწილე ყველა პირი ვალდებულია, გავლილი ჰქონდეს ტრენინგები შემდეგ სფეროებში:

 

მოდული

მიმართულება

1

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

სამართალი

2

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტები

სამართალი

3

ანტისოციალური ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტები

ფსიქოლოგია

4

ძალადობა ბავშვზე და მისი გავლენა ბავშვის განვითარებაზე

ფსიქოლოგია

5

დაზარალებული და მოწმე ბავშვის დაკითხვა/გამოკითხვა (პროტოკოლი)

უნარების გაუმჯობესება

6

 ტრენერთა ტრენინგი

მეთოდოლოგია.

2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მონაწილე ყველა პირი ვალდებულია, გავლილი ჰქონდეს ტრენინგები შემდეგ სფეროებში:

მოდული

მიმართულება

1

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

სამართალი

2

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტები

სამართალი

3

ანტისოციალური ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტები

ფსიქოლოგია

4

ძალადობა ბავშვზე და მისი გავლენა ბავშვის განვითარებაზე

ფსიქოლოგია

5

დაზარალებული და მოწმე ბავშვის დაკითხვა/გამოკითხვა (პროტოკოლი)

უნარების გაუმჯობესება

მუხლი 2

1. მოდულის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მიზანია, მსმენელებს გააცნოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში დანერგილი სიახლეები, განსაკუთრებული მიდგომები და სტანდარტები.

2. მოდულის – „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტების“ მიზანია, მსმენელებს გააცნოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არსებული მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტები და ნორმები.

3. მოდულის – „ანტისოციალური ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტების“  მიზანია, მსმენელებს გააცნოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფსიქოლოგიური ასპექტები, ბავშვის განვითარების, ასაკობრივი თავისებურებებისა და ტრავმული გამოცდილების გავლენა ანტისოციალური და კრიმინალური ქცევის ჩამოყალიბებაზე.

4. მოდულის – „ძალადობა ბავშვზე და მისი გავლენა ბავშვის განვითარებაზე“  მიზანია, მსმენელებს გააცნოს ძალადობის ძირითადი ფორმები და  ძალადობაგანცდილი ბავშვის ფიზიკური და ქცევითი ინდიკატორები, აგრეთვე, ძალადობით გამოწვეული სტრესისა და ტრავმის გავლენა ბავშვის განვითარებაზე.

5. მოდულის – „დაზარალებული და მოწმე ბავშვის დაკითხვა/გამოკითხვა (პროტოკოლი)“ მიზანია, მსმენელებს გააცნოს დაზარალებული/მოწმე ბავშვის დაკითხვის/გამოკითხვის სტრუქტურირებული მეთოდი/NICHD პროტოკოლი და მისი გამოყენების პრინციპები. 

6. მოდულის – „ტრენერთა ტრენინგის“ მიზანია, მსმენელებს გააცნოს ზრდასრულთა სწავლების ძირითადი პრინციპები, ტრენინგის ჩატარების სხვადასხვა მეთოდები და მსოფლიოში არსებული სტანდარტები. ტრენინგის გავლის შემდეგ, მონაწილეებს შეეძლებათ, გამოიყენონ სწავლების პროცესის დაგეგმვისთვის, აუდიტორიის მართვისა და მოდერაციისთვის საჭირო თანამედროვე  მიდგომები.

მუხლი 3

1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მონაწილე პირების სპეციალიზაციის ეტაპებია ტრენერთა გადამზადება და შესაბამის უწყებებში თანამშრომლების სპეციალიზაცია.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, სისხლის სამართლის სიტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი  საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) მხარდაჭერით, უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ტრენერების გადამზადების ადმინისტრირებასა და კოორდინაციას.

3. კანონმდებლობით გათვალისწინებული უწყებები უზრუნველყოფენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი შესაბამისი უწყებების თანამშრომელთა სპეციალიზაციის ადმინისტრირებასა და კოორდინაციას:

ა) საქართველოს პროკურატურის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრი (სამმართველო) უზრუნველყოფს არასრულწლოვნების მართლმსაჯულებაში ჩართული პროკურატურის სისტემის გამომძიებლებისა და პროკურორების გადამზადებას;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია უზრუნველყოფს არასრულწლოვნების მართლმსაჯულებაში ჩართული გამომძიებლებისა და პოლიციელების გადამზადებას;

გ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი -  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს არასრულწლოვნების მართლმსაჯულებაში ჩართული სოციალური მუშაკების, მედიატორების, პრობაციის ოფიცრების, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების და პატიმრობის დაწესებულების პერსონალის გადამზადებას.

მუხლი 4

პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ანგარიში უნდა მომზადდეს თითოეული სატრენინგო ჯგუფის ბოლოს. პროგრამის შეფასება განხორციელდება შემდეგ კომპონენტებზე დაყრდნობით:

ა) ტრენინგის მონაწილეთა უკუკავშირის ანალიზი;

ბ) პროგრამის მონაწილეთა დასწრების შეფასება;

გ) პროგრამის განხორციელების პარტნიორთა დაკვირვებების შედეგები.