„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი და ამ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №668 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 231
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 080060000.10.003.021943
231
10/04/2020
ვებგვერდი, 10/04/2020
080060000.10.003.021943
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი და ამ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №668 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №231

2020 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი და ამ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №668 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი და ამ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №668 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2015, 080060000.10.003.019055) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სტანდარტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის:

1. „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში ჩართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის გამომძიებლების, სოციალური მუშაკების, მედიატორების, პრობაციის ოფიცრების, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების და პენიტენციური დაწესებულების პერსონალის გადამზადებას, ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში ჩართული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებელთა გადამზადებას;“.

2. „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია