„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი და ამ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №668 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 229
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 080060000.10.003.019294
229
27/05/2016
ვებგვერდი, 31/05/2016
080060000.10.003.019294
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი და ამ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №668 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №229

2016 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი და ამ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №668 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი და ამ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №668 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2015, 080060000.10.003.019055) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სტანდარტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის:

1.  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ჩართული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის გამომძიებლების, სოციალური მუშაკების, პრობაციის ოფიცრების, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების და პენიტენციური დაწესებულების პერსონალის გადამზადებას;“.

 2.  „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:

„დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში ჩართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიატორების და სოციალური მუშაკების გადამზადებას;

ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს უწყებათაშორისი ტრენინგების/სამუშაო შეხვედრების ჩატარებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი