დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი და ამ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №668 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 457 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/11/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080060000.10.003.024284 |
457
20/11/2023
ვებგვერდი, 20/11/2023
080060000.10.003.024284
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი და ამ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №668 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი და ამ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №668 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი და ამ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №668 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2015, 080060000.10.003.019055) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სტანდარტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში ჩართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის გამომძიებლების, სოციალური მუშაკების, მედიატორების, პრობაციის ოფიცრების, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებისა და პენიტენციური დაწესებულების პერსონალის გადამზადებას, ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში ჩართული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა გადამზადებას;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები