დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 63 |
დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 21/12/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.161.016264 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (24/12/2015 - 25/01/2016)
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 78-ე მუხლისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 10 დეკემბრის №04/2867 მომართვის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
მიღებულ იქნეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი
ა) შემოსავლების ნაწილში 11 668,6ათ. ლარის ოდენობით 1) გადასახადები 6300.0ათ. ლარის ოდენობით. ა. საშემოსავლო გადასახადი 2000,0 ათ. ლარი. ბ. ქონების გადასახადი 4300,0 ათ. ლარი. 2) გრანტები 2389,5 ათ. ლარის ოდენობით. აქედან: ა. გათვალისწინებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარება მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად 260.0 ათ. ლარი. ბ. 2129,5 ათ. ლარი გათვალისწინებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარება გათანაბრებითი ტრანსფერი. 3) სხვა შემოსავალები 2979,1 ათ. ლარის ოდენობით. |
მუხლი 3 |
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არაფინანსური აქტივების კლება 1000,0 ათ. ლარი. |
მუხლი 4 |
მიღებულ იქნეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი ხარჯების ნაწილში 12668,8 ათ. ლარის ოდენობით. |
მუხლი 5 |
დამტკიცდეს 2016 წლის საბიუჯეტო დაწესებულებათა საშტატო მუშაკთა შრომის ანაზღაურების წლიური ფონდი 3014.3 ათ. ლარი. |
მუხლი 6 |
დამტკიცდეს 2016 წლის საბიუჯეტო დაწესებულებათა შტატგარეშე (ხელშეკულებით) მომუშავეთა ანაზღაურების წლიური ფონდი 348.9ათ. ლარი. |
მუხლი 7 |
დამტკიცდეს 2016 წლის მივლინების ხარჯები 7 ათ. ლარი. |
მუხლი 8 |
დამტკიცდეს 2016 წლის საბიუჯეტო დაწესებულებათა ოფისის ხარჯები 1138.8 ათ. ლარი |
მუხლი 9 |
დამტკიცდეს 2016 წლის წარმომადგენლობითი ხარჯები 30.0ათ. ლარი. |
მუხლი 10 |
დამტკიცდეს 2016 წლის რბილი ინვენტარის და უნიფორმის შეძენის ხარჯები 10.0ათ. ლარი. |
მუხლი 11 |
დამტკიცდეს 2016 წლის ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა_შენახვის ხარჯები 504,0 ათ. ლარი. |
მუხლი 12 |
დამტკიცდეს 2016 წლის სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება მათ შორის სარეზერვო ფონდი 1148,8 ათ. ლარი. |
მუხლი 13 |
დამტკიცდეს 2016 წლის პროცენტი საშინაო ვალდებულებებზე 80 ათ. ლარი |
მუხლი 14 |
გათვალისწინებული იქნეს 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდია 4999,0ათ. ლარი. |
მუხლი 15 |
გათვალისწინებული იქნეს 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური უზრუნველყოფის წლიური ფონდი 469,0 ათ. ლარი. |
მუხლი 16 |
გათვალისწინებული იქნეს 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სხვა ხარჯების ასიგნებები 439,0ათ. ლარი. |
მუხლი 17 |
გათვალისწინებული იქნეს 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან არაფინანსური აქტივების ზრდა 247.8 ათ. ლარი. |
მუხლი 18 |
გათვალისწინებული იქნეს 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვალდებულებების კლება ვალუტა და დეპოზიტები 140,0 ათ. ლარი. |
მუხლი 19 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდირება განხორციელდეს შემდეგ ორგანიზაციებზე:
ა) კ.ს.ა.ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება – 3000,0 ათ. ლარი. მათ შორის დახურული ბაღების დარაჯების (2 დარაჯი) ხელფასის ასანაზღაურებლად – 7200 ლარი. ბ) კ.ს.ა..ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანების ცენტრი – 150,0 ათ. ლარი გ) კ.ს.ა.ა.ი.პ. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი“ – 422,0 ათ. ლარი დ) კ.ს.ა.ა.ი.პ. მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი - 113,0 ათ. ლარი ე) ა.ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება. – 110,0 ათ. ლარი ვ) ა.ა.ი.პ.,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი” 244,0 ათ. ლარი ზ) ა.ა.ი.პ „ივანე ჯავახიშვილის სახ.გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“ – 120,0 ათ.ლარი; თ) კ.ს.ა.ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მეგობრობის ცენტრი. _ 102,0 ათ. ლარი; ი) კ.ს.ა.ა.ი.პ”საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა”- 210.0 ათ. ლარი, კ)ა.ა.ი.პ “ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებისათვის”-160.0 ათ. ლარი ლ) ააიპ ,, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო გაერთიანება“ – 150,0 ათ. ლარი მ) შპს. ,,გარდაბანგანათებისა და კეთილმოწყობის სამსახური“ – 150,0 ნ) შპს. ,,საფეხბურთო კლუბი“ – 50,0 ათ. ლარი. |
მუხლი 20 |
დაევალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს უზრუნველყოს უპატრონო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ომის ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები – 5,0 ათ. ლარი |
მუხლი 21 |
განისაზღვროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით ერთჯერადი მატერიალური დახმარებები და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საოპერაციო ხარჯები, დაევალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურს ზემო აღნიშნული ღონისძიებათა დაფინანსება განახორციელოს კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად – 430,0 ათ. ლარი.
|
მუხლი 22 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
თავი I
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
|
მუხლი 3.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 11668.6 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 2389.5 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2979.1 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 12079.8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 448.5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივები 448.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 1000.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო-4007.1 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -4678.7 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 4678.7 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -671.6ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 100,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგეობის გამგებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 260,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 210,0ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 35,0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5,0ათასი ლარი; დ) გარდაბნის მუნიციპალიტეტისთვის ქლორიანი კირის შეძენა – 10,0 ათასი ლარი; 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი II გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით გარდაბნის მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად.აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. 1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა ხანძრისა და სტიქიური უბედურების შემთხვევების დროს მოსახლეობისა და მათი ქონების დასაცავად ადგილზე დროული მისვლა და კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა; საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღრიცხვა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება. ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტური მშენებლობა-რეაბილიტაცია, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტში შიდა გზების რეაბილიტაცია (მოასფალტება), სიჩქარის შემზღუდველების მოწყობა, ქალაქის და სოფლების დაზიანებული გზების ორმული შეკეთება, მუნიციპალური და რეგიონალური განვითარების ფონდის ხელშეწყობის ქალაქის და სოფლების ცენტრალური გზების თანადაფინანსება. მუნიციპალური და რეგიონალური განვითარების ფონდის ხელშეწყობით ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, დასუფთავების ღონისძიებები, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, აზომვითი ნახაზების და საკადასტრო რუკების მომზადება, მუნიციპალური და რეგიონალური განვითარების ფონდის ხელშეწყობით ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება. 2.2.1 წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში და ქალაქ გარდაბანში წყლის სისტემის რეაბილიტაცია და სატუმბო-სადგურების მოვლა-პატრონობა. 2.2.2. გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ გზებზე და შიდა კვარტალურ ეზოებში ახალი სანათი წერტილების მოწყობა. 2.2.3 დასუფთავების ღონისძიებები პროგრამა მოიცავს ქალაქი გარდაბნის და სოფლების დაგვა–დასუფთავებას და მონახვეტის გატანას, ასევე გარე ქსელის ბუნკერებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებასა და მის გატანას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 2.2.4. ბინათმშენებლობა ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია. 2.3 მუნიციპალუტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები პროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები, მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, ქალაქის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები. 2.3.1. კეთილმოწყობის ხარჯები პროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები . 2.3.2 ააიპ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო გაერთიანება” პროგრამის ფარგლებში განახორციელებს მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორიის მაშტაბით ყველა ასაკის მგზავრების სატრანსპორტო და საინფორმაციო მომსახურების გაწევას, ავტოსატრანსპორტო მომსახურების გაწევა სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, ავტოსატრანსპორტო ფასიანი მომსახურების ფორმებისა და საფასურის დაწესებას, პარკირების წესის დანერგვას, დაცვას და განვითარებას, ქუჩებში და საზოგადოებრივ სივრცეებში ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და შესაბამისი წინადადების შემუშავებას, ქვეითად მოსიარულეთა ინტერესების დაცვის ხელშეწყობას, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მოძრაობის წესების შემუშავებას, ადგილობრივი რეგულარული გადაყვანის მარშრუტის დადგენისას მარშრუტზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილების მოწესრიგება, შესაბამისი საგზაო ნიშნით და ასევე სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, შუქნიშნების, ვიდეოკამერების, და სხვა საგზაო ნიშნების განთავსებას და მოვლა-პატრონობას, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მონიშვნის ნიშნების სამუშაოების შესრულება, ელექტრონული საინფორმაციო დაფების განლაგების დაგეგმარებას, განლაგებას და მართვას. ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მოსახლეობის ავტოსატრანსპორტო მომსახურეობის გაწევასა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. 2.3.2 გამწვანებისა და გადაბელვის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული გამწვანების მოვლა–პატრონობა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. 2.4 სოფლის მხარდაჭერის პროგრამა პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფლებში ადგილობრივი გზების მოასფალტება და ორმული შეკეთება, სასმელი წყლის სისტემის, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია. სარწყავი არხების გაწმენდა-რეაბილიტაცია, რაც უწყობს ხელს სოფლების განვითარებისათვის და ხელშეწყობისთვის. 3. განათლება მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. 3.1 ააიპ „ბაგა-ბაღების გაერთიანება“ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საბავშო ბაგა-ბაღებში დაწყებით განათლებას იღებს 2800 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს. 3.2. ააიპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი“ ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორიის მასშტაბით სუბსიდირება ახალგაზრდა თაობის, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქვეპროგრამის დაფინანსებით ხელი ეწყობა ახალგაზრდა თაობაში ნიჭიერი ბავშვების წარმოჩენას. 4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია კულტურული ტრადიციების დაცვა და ღირსეული გაგრძელება. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სპორტული სკოლების ფუნქციონირების ხელშეწყობა მომავალი სპორტული თაობის აღსაზრდელად. ასევე განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა ნიჭიერი სპორტსმენების აღზრდისა და წახალისების მიზნით. გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების დაფინანსება სპორტული ცენტრის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს სპორტული შეჯიბრებების ორგანიზაბას 4.1.1 სპორტული ღონისძიებების ქვეპროგრამის მოიცავს სკოლის მოსწავლეთა ჩართულობას სპორტულს შეჯიბრებებში, რაც უდავოა რომ ასახვას ჰპოვებს შემდგომ ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. 4.1.2 სპორტული სკოლების გაერთიანება მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება სპორტსმენების სწავლების დაფინანსება. ქვეპროგრამის განხორციელებით იზრდება დაინტერესება ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესისა. აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ წარმატებული სპორტსმენები შემდგომ უზრუნველყოფენ რაიონის სახელის გატანას ქვეყნისა და ასევე მსოფლიო დონეზე. მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმას და მათთვის საწვრთნელი პირობების შექმნას. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი ახორციელებს, სახელოვნებო სკოლების, ბიბლიოთეკების, მუზეუმის და კულტურის ცენტრის დაფინანსებას, უზრუნველყოფს მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალური და ფინანსური ბაზის შექმნას. მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გრძელდება სხვადასხვა კულტურული და დასვენების ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1 კულტურული ღონისძიებები მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.2. ტელევიზიის სუბსიდირება ქვეპროგრამის განხორციელებით ხელი ეწყობა რაიონში მიმდინარე მოვლენების გაშუქებასა და პოპულარიზაციას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. 4.2.3 სახელოვნებო სკოლები ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება 3 მუსიკალური სკოლა, სადაც სწავლობს 250-მდე მოსწავლე; 4.2.4 ბიბლიოთეკები და კულტურის ცენტრები (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სუბსიდირება კულტურის , ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ცენტრის. ბიბლიოთეკების გაერთიანებაში ხორციელდება ბიბილიოგრაფიული და საინფორმაციო მუშაობის ხელშეწყობა, წიგნადი ფონდების შევსება დაკომპლექტება და სრული აღრიცხვა, ყველა ასაკის მკითხველის მომსახურება საჭირო ინფორმაციით და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით. მუზეუმი სისტემატურად მოიპოვებს, იცავს, იკვლევს, პოპულარიზაციას უწევს და გამოფენს ადამინათა და მათი საარსებო გარემოს ამსახველ ნივთიერ მასალას, შეისწავლის მათ, განათლების, საზოგადოებისათვის ცოდნის გაცემის და ესთეტიკური სიამოვნების მინიჭების მიზნით; მუზეუმი განახორციელებს სახემწიფოს ეროვნულ კურსს; აღვივებს საზოგადოების თვითშეგნებას პარტიოტული სულისკვეთებით 4.3 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მომავალი თაობის ფიზიკური გაჯანსაღების მიზნით ტურისტული ლაშქრობები. ასევე ახალგაზრდა თაობის ჩართვა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში. ახალგაზრდების ინიციატივებით სხვადასხვა პროექტების განხორციელება. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებების და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: · არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხავა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; · დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; · მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; · სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში და ამის საფუძველზე მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; · ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; · მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. 5.2 სოციალური პროგრამები პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება. 5.2.1. სოციალურად დაუცველი ფენის საოპერაციო ხარჯები მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს რაიონის მოსახლეობაზე და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ქვეროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იმ მოსახლეობის საოპერაციო ხარჯების დაფინანსება, რომლებსაც არ შესწევთ საკუთარი სახსრებით უზრუნვეყონ აღნიშნული. 5.2.2 იძულებით გადაადილებულ პირთა სამედიცინო გამოკვლევების ხარჯები ქვეპროპგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის პერიოდული სამედიცინო გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში სათანადო მედიკამენტებით დახმარება. 5.2.3 მოსწვლეებისა და პედაგოგების ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის ხარჯები მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება მოსწავლეების და პედაგოგების ტრანსპორტირება, პროგრამის ძირითადი დანიშნულებაა მოსწავლეების და პედაგოგების ტრანსპორტირების ხარჯების შეღავათი, ამასთან ზემოაღნიშნულ პროგრამას მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც გააჩნია. 5.2.4 განსაკუთრებული საჭიროების ბავშვთა და მშობელთა საკონსულტაციო ცენტრის დაფინანსება ქვეპროგრამის ფარგლებშე ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დაახლოებით 30 უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ტრანსპორტირება სოფლებიდან ცენტრში და შემდგომ უკან, სპეციალური პროგრამის საშუალებით ხორციელდება უნარშეზღუდული ბავშვებისათვის გაკვეთილების ჩატარება. ქვეპროგრამას გააჩნია ძალიან დიდი სოციალური დატვირთვა. 5.2.5 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის და ვეტერანთა მატერიალური დახმარება ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ერთჯერადი მატერიალური დახმარებები. 5.2.6 უპატრონო მიცვალებულთა, დევნილთა და ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უპატრონო მიცვალებულების, დევნილებისა და ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები თავი III მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|
დოკუმენტის კომენტარები