დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 36 |
დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 18/12/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.139.016207 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/12/2015 - 15/01/2016)
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართელოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი, თანახმად დანართისა.
|
მუხლი 2 |
ამოქმედებისთანავე ძალდაკარგულად გამოცხადდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №53 დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 01.01.2015 წ., 190020020.35.139.016169)
. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. |
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
2016 წელი |
თავი I
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
ბორჯომის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ბორჯომის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: |
|
მუხლი 2.
ბორჯომის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ბორჯომის ბიუჯეტის შემოსულობები 12.000.0 ათ, ლარით, გადასახდელები 12.000.0 ათ.ლარით და ნაშთის ცვლილება 0,0 ათ.ლარით თანდართული რედაქციით:
|
|
მუხლი 3.
ბორჯომის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 11.970.0 ათასი ლარის ოდენობით: |
|
მუხლი 4.
ბორჯომის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 4.100.0ათასი ლარის ოდენობით: |
|
მუხლი 5.
ბორჯომის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 190.0 ათასი ლარის ოდენობით: |
|
მუხლი 6.
ბორჯომის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 7.680.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
|
მუხლი 7.
ბორჯომის ბიუჯეტის ხარჯები |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 9.615.0 თასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: |
|
მუხლი 8.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
ა) განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2.260.3 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ბ) განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2.290.3 ლარის ოდენობით, გ) განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების კლება 30.0 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: |
|
მუხლი 9.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2.290.3 ლარით ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
|
მუხლი 10.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 94.7 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1.
განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
2.
განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -94.7 ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 160.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1.
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 190.0 ათასი ლარი, მიიმართოს: |
ა)
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 83.4 ათასი ლარი; |
ბ)
სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 101.6 ათასი ლარი; |
გ)
„სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5.0 ათასი ლარი; |
2.
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების 890.0 ათასი ლარის განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ქ. ბორჯომში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები.პერსონალისათვის სათანადო წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. არსებული რესურსების ფარგლებში კომუნალური პირობების გაუმჯობესება და პერსონალის სიცოცხლის დაზღვევა. შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და სარეზერვო ძალების მობილიზება.
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების მოასფალტება და განათება, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, სასმელი წყლის სისტემების და სახურავების რეაბილიტაცია, სოფლებში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების, ხიდების, ქუჩის ფეხით სავალი ნაწილების და მოსაცდელების რეაბილიტაცია, შიდასაქალაქო გზების მოწესრიგება. 2.1.1 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ახალი, მეორე მნიშვნელობის გზებისა და შიგა საქალაქო გზების რეაბილიტაცია, განხორციელდება ქ. ბორჯომში შიდა ქუჩების კერძოდ რუსთაველის, რუსთაველის ჩიხის, რუსთაველის პირველი შესახვევის, ახალი ქუჩის, კოსტავას, რობაქიძის, სასაფლაოს მისასვლელი გზის, გოგებაშვილის ჩიხის, საავტომობილო გზების რეაბილიტაცია ქალაქის ტერიტორიაზე. 2.1.2. ფეხით სავალი ნაწილის მოპირკეთება. მოსაცდელების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 02) ქვეპროგრამით განხორციელდება სოფ. ვარდგინეთში, დაბა ახალდაბაში, ქ. ბორჯომში თორის და რობაქიძის ქუჩებზე მოსაცდელების მშენებლობა რაც განაპირობებს ქალაქის იერსახის სრულყოფას. 2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, დასუფთავების ღონისძიებები, კანალიზაციის სისტემის მოწყობა, სანიაღვრე არხების მოწყობა-მოვლა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურული პროექტების და ამხანაგობების თანადაფინანსება. 2.2.1. წყალსადენებისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა (პროგრამის კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია, მოსახლეობის 24 საათიანი, სუფთა წყლით უზრუნველყოფა, ასევე საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა. განხორციელდება კანალიზაციის მოწყობა რაზმაძის ქუჩასა და გოგებაშვილის ჩიხში, სოფლებში: ყვიბისში ციცქიშვილებისა და ხაჩიძეების უბნის კანალიზაცია, ტბისა და ცემის სასმელი წყლის რეზერვუარის რეაბილიტაცია,ზანავის წყალსადენის რეაბილიტაცია. ასევე მოხდება სპეც მანქანის შესყიდვა. 2.2.3 საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული ერთეულების შენობების რეაბილიტაცია. 2.2.4 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრაის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი სახლების ბრტყელი და ქანობიანი სახურავების შეკეთება, ლიფტების, კომუნიკაციების, სადარბაზოების, ფასადების, კიბეების, თაღების, შენობების კაპიტალური გამაგრების, აივნების, მიწისქვეშა ავტოსადგომების, საერთო სარგებლობის ჭიშკრის ან სადარბაზოს კარების, მიშენებების მდგრადობის განსაზღვრის, სადარბაზოებში მოძრაობის სენსორული სანათების დამონტაჟების, შენობების კაპიტალური გამაგრების სამუშაოები. სამუშაოების, სადარბაზოებში შესასვლელის გაღების ვიდეო/აუდიო სისტემის დამონტაჟების სამუშაოები საცხოვრებელი სახლების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინასებით. სახურავების რეაბილიტაცია განხორციელდება ბორჯომში, კერძოდ: ერეკლეს მეორე შესახევივი №3, თორისქ. №10, რობაქიძის ქ.№2, 9 აპრილის ქ. №8-9, გორკის ქ. №7, ხანძთელის ქ. №1, მესხეთის ქ. №7,გურამიშვლის ქ.№4. 2.2.5 საყრდენი კედლების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამით განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყდენი კედლების რეაბილიტაცია. კერძოდ: ბორჯომის მუნიციპალიტეტში რობაქიძის, ორბელიანის, ნიკოლაძის, გურამიშვილის, ქუჩებზე და სოფ.ყვიბისსა და ჭობისხევში. 2.2.6 ნარჩენების შეგროვება, გატანა კეთილმოწყობის ობიექტების დასუფთავება, ნაგავმზიდი სპეც. მანქანის და სანაგვეურნების შესყიდვა (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე საცხოვრებელი კორპუსების შიდა ბუნკერების და გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტენიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. ასევე განხორციელდება ხეების გადაბელვა, არსებული სანიაღვრე არხების ექსპლოატაცია , შეძენილი იქნება სანაგვე ურნები და კონტეინერები. 2.2.7. გარე განათების მოვლა პატრონობა, გარე განათების ბოძების მონტაჟი, დეკორატიული განათებების მოწყობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 07) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქალაქის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-პატრონობა, განათებასთან დაკავშირებით სარემონტო,სარესტავრაციო, სარეკლამო და სხვა სამუშაოების ჩატარებბა. ასევე განხორციელდება საახალწლო გარე -განათების დემონტაჟი. 2.3 ქალაქის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, შადრევნების მოწყობა, მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, საგზაო ნიშნების გადასასვლელებისა და ფეხით მოსიარულეთა ტროტუარების მოწყობა, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, ქალაქის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები. 2.3.1 სანიაღვრე და სარწყავი არხების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია ჯორჯაძისა და გურამიშვილის ქუჩაზე. 2.3.2 სკვერების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა–პატრონობა და მათი კეთილმოწყობა, მოწესრიგდება გამწვანების ზოლები. განხორციელდება სკვერების კეთილმოწყობა რუსთაველის ქუჩიდან ფალიაშვილის ძეგლამდე ( მეორე ეტაპი). 2.3.3 ატრაქცოინებისა და სპორტული მოედნების მოწყობა(პროგრამული კოდი 03 03 03) ქვეპროგრამით განხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე სპორტული მოედნებისა და სკვერებში ატრაქციონების რეაბილიტაცია და შემოღობვის სამუშაოები. კერძოდ: დაბა წაღვერში, სოფ, ვარდგინეთში, დაბა, სადგერში. ბორჯომში ხანძთელისა და მესხეთის ქუჩებზე. 2.3.4 სამშენებლო სარემონტო, სახარჯთაღრიცხვო და საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა (პროგრამული კოდი 03 03 05) ქალაქში დაგეგმილი სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველს მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესების გათვალისწინებით შესაბამისი საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. ხოლო საჭიროების შემთვევებში აუცილებელია შესაბამისი გეოლოგიური კვლევების წარმოებაც. ასევე აუცილებელია სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება შესრულებული სამუშაოების საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 2.5 სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 05) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფლებისთვის პრიორიტეტული სოციალ-ეკონომიკური პროექტები. აღნიშნულ სამუშაოებში ჩართული იქნება სოფლის მოსახლეობა. პროგრამით გათვალიწინებული თანხა წარიმართება სოფლის პირველი რიგის სოციალ-ეკონომიკური საჭიროებათა დასაფინანსებლად. 2.6 ტრანსპორტის სუბსიდირება (პროგრამული კოდი 03 06) კვლავ აქტუალური რჩება შიდა საქალაქო ტრანსპორტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. საწვავისა და მარაგ ნაწილების სულ უფრო მზარდი ფასები ასახვას პოულობს მგზავრობის საფასურზე. პროგრამის ძირითადი დანიშნულებაა შიდასაქალაქო ტრანსპორტით მოსარგებლე მოსახლეობისათვის არსებული ტარიფის შენარჩუნება შესაბამისი ორგანიზაციის სუბსიდირების გზით. ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირების ხარჯები . 3.განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა.
3.1. ააიპ „ბორჯომის ჯანმრთელი მომავალი“ (პროგრამული კოდი 04 01) ბორჯომის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 10 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 500 აღსაზრდელი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს,ინვენტარისა და ავეჯის შეძენას. დაბა ბაკურიანში ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი, სადაც ირიცხება 104 ბავშვი, ასევე ყველა ხარჯი ფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. განხორციელდება ბორჯომში მე–4 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. 4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს.
4. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სპორტული სკოლების ფუნქციონირების ხელშეწყობა მომავალი სპორტული თაობის აღსაზრდელად. ასევე განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა ნიჭიერი სპორტსმენების აღზრდისა და წახალისების მიზნით. 4.1.1 ააიპ „ბორჯომის სკოლისგარეშე სასპორტო გაერთიანება“(პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამა მოიცავს ააიპ „ბორჯომის სკოლისგარეშე სასპორტო გაერთიანების“ 470–მდე სპორტსმენის დაფინანსებას, გაერთიანება მოიცავს სპორტის 18 სახეობას და უზრუნველყოფს ამ სახეობების განვითარებას, მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმას და მათთვის საწვრთნელი პირობების შექმნას. უზრუნველყოფს სპორტსმენთა სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობას.მოხდება სასპორტო სკოლის შენობის ცენტრალური გათბობის რეაბილიტაცია. 4.1.2. სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამით განხორციელდება მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, ტურნირები კალათბურთში , ფრენბურთში სკოლის მოსწავლეთა შორის, მხიარული სტარტები და მინი–ფეხბურთი მოსწავლეთა შორის, რესპუბლიკური ტურნირები ძიუდოში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, მოხდება წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება წახალისება მიღწეული შედეგებისათვის. 2016 წელს განხორციელდება შემდეგი სპორტული ღონისძიებები:
განხორციელდება ბორჯომის საფეხბურთო კლუბის “ ბორჯომი-2013“-ის დაფინანსება. საფეხბურთო გუნდის არსებობა ხელს უწყობს ქალაქში სპორტის, კერძოდ ფეხბურთის პოპულარიზაციას. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1 სამუსიკო სკოლა (ქვეპროგრამის კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუსიკალური სკოლა, სადაც სწავლობს 355 მოსწავლე. ასევე ფინანსდება მუსიკალურ სკოლასთან არსებული ანსამბლი „ბორჯომი - 2012“. პროგრამის მიზანია მისცეს მოსწავლეებს დაწყებითი სამუსიკო განათლება და აზიაროს მუსიკალური ხელოვნების საფუძვლებს. 4.2.2 საბიბილიოთეკო გაერთიანება (ქვეპროგრამის კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ „ბორჯომის საბიბლიოთეკო გაერთიანება“, სადაც ხდება ბიბლიოგრაფიული და საინფორმაციო მუშაობის ხელშეწყობა, წიგნადი ფონდების შევსება, დაკომპლექტება და სრული აღრიცხვა, ყველა ასაკის მკითხველის მომსახურება საჭირო ინფორმაციით და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით. 4.2.3 კულტურისა და ხელოვნების ცენტრი (ქვეპროგრამის კოდი 05 02 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს: ააიპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაფინანსებას, როგორებიცაა: ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობა, თეატრის აღორძინება, ნიჭიერი ინდივიდუალური შემსრულებლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობის ხელშეწყობა, სამუსიკო და ქორეოგრაფიული ნიმუშების შესწავლისა და პოპულარიზაციისათვის სათანადო პირობების შექმნა. 4.2.4. თოჯინების თეატრი (პროგრამული კოდი 05 02 04) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სსიპ “ბორჯომის თოჯინების თეატრი” რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ღონისძიებების გამართვას, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას ქალაქის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. სსიპ თოჯინების თეატრის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაფინანსებას, როგორებიცაა: მხატვრული აღზრდის პროპაგანდა, ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარება, სასცენო ხელოვნების განმტკიცება, ტრადიციების აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების, ბავშვებში ზნეობრივი და სულიერი სამყაროს გამდიდრება და პატრიოტული სულისკვეთების განმტკიცება. 2016 წელს თეატრი გეგმავს ოთხი ახალი სპექტაკლის დადგმას. 4.2.5 კულტურული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და სადღესასწაულო ღონისძიებების მოწყობა:
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა, რომელიც მიზნად ისახავს არამატერიალური კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებული უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენას, შენახვას, პოპულარიზაციას და მომავალი თაობებისთვის გადაცემას, ასევე დაფინანსდება ეტალონში გამარჯვებული ბავშვი ყოველთვიური სტიპენდიით. 4.2.6 ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკის მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 05 02 06) ქვეპროგრამით განხორციელდება ა(ა)ი.პ. „ბორჯომის ცენტრალური პარკის“ დაფინანსება ბორჯომის ცენტრალური პარკის მოვლა-პატრონობა და იერსახის შენარჩუნება. 4.3. ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქია (პროგრამული კოდი 05 03) ქვეპროპროგრამის ფარგლებში განხორციელდება თვითმმართველობის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია–მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. 4.4 საინფორმაციო მომსახურება (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამით განხორციელდება განცხადებებისა და ინფორმაციის გამოქვეყნება პრესაში, ტელევიზიასა და ინტერნეტპორტალებში, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებას. დაფინანსდება სატელევიზიო გადაცემა „ეტალონი“. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
5.1.1 ჯანდაცვის ცენტრი (პროგრამული კოდი 06 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ზედამხედველობის სისტემით მიღებული მონაცემების რეგისტრაცია, შეფასება, დაზუსტება, სტატისტიკური ანგარიშგება და გადაცემა დადგენილი წესის მიხედვით, პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვა-ანგარიშგება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამდებ დაავადებებზე ინფორმაციის დამუშავება და მათი პრევენცია. იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების ფაუნის გავრცელების შესწავლა, დადგენა პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა, საგანმანათლებლო სააღმზრდელო მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ზედამხედველობა. ქვეპროგრამის განხორციელებისას მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდება ლექციურად, ბეჭდურად, რომელსაც მოზარდები თვითონაც განახორციელებენ, აქტიურად ჩაებმებიან უსაფრთხო ქცევების პოპულარიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებებში, სპორტულ აქტივობებში, ტრენინგებში. 2016 წელს განხორციელდება ადგილობრივი სტრატეგიული მუნიციპალური პროგრამა - სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ჰელმინთებით ინვაზირების პროფილაქტიკისა და მკურნალობის ხელშეწყობის ადგილობრივი მუნიციპალური პროგრამა. პროგრამის ბენეფიციარი იქნება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 2-დან 6 წლის ასაკის ჩათვლით 730-მდე მოზარდი, რომლებსაც ანტიჰელმითური პრეპარატის პროფილაქტიკური და სამკურნალო დოზის გაცემის წინ ასევე ჩაუტარდებათ უფასო სამედიცინო მარტივი გამოკვლევა გამჭვირვალე პოლიეთილენის მწებავი ლენტით, გამოკვლევა მოხდება ორგანიზებულად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. პროგრამის ფარგლებში ასევე იწარმოებბს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პოლიეთილენის გამჭვირვალე მწებავი ლენტით იატაკის, კარის სახელურების, სათამაშო ინვენტარის გამოკვლევა ენტერობიოზის კვერცხებზე. ინვაზირების შემთხვევაში დაავადებულ ბავშვზე გაიცემა ანტიჰელმითური მედიკამენტის სამკურნალო დოზა, ხოლო ოჯახის წევრებზე და კონტაქტირებულებზე პროფილაქტიკური დოზები. 5.1.2 დერატიზაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 01 02) ქვეეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მღრღნელების და ინფექციის გადამტანი ცხოველების ლიკვიდაცია. ნაგვის ბუნკერების, ნაგვის შემკრები კონტეინერების, ნაგავსაყრელზე სადეზინფექციო დერატიზაციის და დეზინსექციის სამუშაოების ჩატარება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. 5. 2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 სოციალურად დაუცველი ფენის სტაციონალური სამედიცინო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 01) აღნიშნული ქვეპროგრამით 100%-ით დაფინანსდებიან ის სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და უკანასკნელი 3 წლის მანძილზე (კანონით დადგენილი გადამოწმების ვადა) მინიჭებული აქვთ სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა 0-დან 100 001 ქულამდე და საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას. მაქსიმალური გასაცემი თანხა 5000 ლარი. დაფინანსება გათვალისწინებულია საყოველთაო და ნებისმიერი სხვა დამზღვევი კომპანიის დაფინანსების ზემოთ დარჩენილ თანხაზე, ასევე იმ მომმსახურეობაზე, რომელიც არ ფინანსდება არცერთი სადაზღვეო კომპანიის მიერ. ბენეფიციარები რომელთა სარეიტინგო ქულა 100 001-დან 160 000-მდეა, დაფინანსდებიან შემდეგი სახით:
დაფინანსება გათვალისწინებულია საყოველთაო და ნებისმიერი სხვა დამზღვევი კომპანიის დაფინანსების ზემოთ დარჩენილ თანხაზე, ასევე იმ მომმსახურეობაზე, რომელიც არ ფინანსდება არცერთი სადაზღვეო კომპანიის მიერ. ის ბენეფიციარები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული „ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში“, მაგრამ საჭიროებენ სამედიცინო სტაციონარულ მომსახურებას დაფინანსდებიან 50%-ით. მაქსიმალური გასაცემი თანხა 2000 ლარი. 100 ლარამდე წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა, ყველა შემთხვევაში დაფინანსდება სრულად. დაფინანსება გათვალისწინებულია საყოველთაო და ნებისმიერი სხვა დაზღვევის ფარგლებში ზღვრული დაფინანსების ზემოთ დარჩენილ თანხაზე პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე, ტრანსპლანტაციის ხარჯებზე, ესთეთიკურ პლასტიკურ ქირურგიაზე, სამკურნალო მასაჟზე, ფიზიოთერაპიულ და კურორტულ მომსახურეობაზე. ასევე დაფინანსება არ განხორციელდება იმ დაწესებულებათა მიმართებაში თუ ისინი არ მონაწილეოიბენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში. დაფინანსების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში დევნილი დამადასტურებელი საბუთის ასლი), სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა №100 (დედანი) , ანგარიშ-ფაქტურა (დედანი), კალკულაცია (დედანი), სოციალური მომსახურეობის სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო მიმართვის ასლი, სადაზღვეო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი. ბენეფიციარების სტაციონალური დაფინანსება მოხდება წელიწადში ერთჯერადად და ხორციელდება ბორჯომის რაიონში რეგისტრირებბულ მოქალაქეებზე. ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუზველზე უნაღდო ანგარიშწორებით. 5.2.2 უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი, კერძოდ მოძრაობის უნარშეზღუდული, მარტოხელა, ინვალიდი, ასაკით პენსიონერების და უმუშევართა, სულ 260 ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა. 5.2.3. ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 100 ლარის ოდენობით. 5.2.4. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ერთჯერადი დახმარება. (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ვეტერანებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა 200 ლარის ოდენობით თითოეულ ვეტერანზე. აღნიშნული ღონისძიება არის მატერიალური და მორალური მხარდაჭერა ვეტერანების მიმართ. (23 ბენეფიციარი). 5.2.5. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარებას მიიღებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 300-მდე ბენეფიციარი, თითო 150 ლარის პირველ ბავშვის, 200 ლარის მეორე ბავშვის, 300 ლარის მესამე ბავშვის, 400 ლარის მეოთხე ბავშვის, 500 ლარს მეხუთე და ზემოთ ბავშვების შეძენაზე. დახმარების მისაღებად აუცილებელი მოთხოვნაა ახალდაბადებულების მშობლებიდან მამის რეგისტრაცია ბორჯომში, მარტოხელა დედის შემთხვევაში დედის რეგისტრაცია ბორჯომში. პროგრამის განხორციელება გავლენას იქონიებს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. (300 ბენეფიციარი) 5.2.6. 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია დედ-მამით ობოლ ბავშვთა კვებისა და განათლების მიღებისათვის ყოველთვიური ფულადი დახმარება 250 ლარის ოდენობით (5 ბენეფიციარი). 5.2.7. ღვაწლმოსილი ადამიანების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 12) ქვეპროგრამით გაიცემა ყოველთვიური მატერიალური დახმარება 100 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს ღვაწლმოსილი ადამიანების სოციალური პირობების გაუმჯობესებას, მათ მატერიალურ და მორალურ მხარდაჭერას (3 ბენეფიციარი). 5.2.8. 18 წლამდე ასაკის ოთხი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამის ფარგლებში 18 წლამდე ასაკის ოთხი და მეტშვილიანი ოჯახები მიიღებენ ყოველთვიურ ფულად დახმარებას, ოთხშვილიანი ოჯახი მიიღებს ყოველთვიურად 150 ლარს, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე 50 ლარს. მუნიციპალიტეტში 53 ოთხშვილიანი, 11 ხუთშვილიანი, 3 ექვსშვილიანი,1 შვიდშვილიანი,1 რვაშვილიანი ბენეფიციარია (69 ბენეფიციარი). ასევე 150 ლარით ყოველთვიურად დაფინანსდებიან 18 წლამდე ასაკის ის სამშვილიანი ოჯახები, რომელთაც ერთ-ერთი შვილი ყავთ შშმ პირი (2 ბენეფიციარი). 5.2.9. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 15) ა) ქვეპროგრამის ფარგლებში ისარგებლებენ ის სოციალურად დაუცველი პირები, რომლების რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და უკანასკნელი 3 წლის მანძილზე (კანონით დადგენილი გადამოწმების ვადა) მინიჭებული აქვთ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა 0-160 000-მდე. აღნიშნული ბენეფიციარები დაფინანსდებიან 150 ლარით სტაციონარში წოლის შემდგომ. დაფინანსების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს: სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსების მსურველი პირი წარადგენს განცხადებას, რომელსაც უნდა დაერთოას: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში დევნილის დამადასტურებელი საბუთის ასლი), სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობბა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №100-დედანი, გაცემული ბოლო 1 თვის მანძილზე. ექიმის რეცეპტი-ასლი, კალკულაცია აფთიაქიდან – დედანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი. ბ) ონკოლოგიური ავადმყოფების (1 და 2 კლინიკური ჯგუფი) მედიკამენტების შესაძენი ლიმიტი განისაზღვრება 1000 ლარით სტაციონარში წოლის მოთხოვნის გარეშე. წარმოდგენილი ფორმა №100 გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ონკოლოგიური დაწესებულების მიერ და მასში აღნიშნული უნდა იყოს ქიმიოთერაპიისათვის განსაზღვრული მედიკამენტების ჩამონათვალი ჩანაწერის ან რეცეპტის სახით. ხოლო რაიონის ონკოლოგის მიერ წარმოდგენილი ფორმა №100-ისა და რეცეპტის საფუძველზე -150 ლარის ოდენობით (1,2 და 4კლ. ჯგუფებს). გ)დიალეზზე მყოფი მოქალაქეების (20 ბენეფიციარი) მედიკამენთებით უზრუნველყოფა მოხდება ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით. დ) ასევე 50 ლარის ოდენობით ყოველთვიურად დაფინანსდებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ -შშმ სტატუსი (ინსულტი -12 პაციენტი, ეპილეფსია 18 წლამდე ასაკის 11 პაციენტი, ენცელოპატია 4 პაციენტი და პარკინსონის დაავადება კანკალა რიგიდური ფორმით -1 პაციენტი). დიალიზზე მყოფმა პაციენტებმა დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის კლინიკის მკურნალი ექიმის მიერ წარმოდგენილი ფორმა №100 (დედანი ერთჯერადად), რეცეპტი-დედანი (წარმოადგინოს ყოველთვიურად), ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და განცხადება. ბენეფიციართა სტაციონალური დაფინასება მოხდება წელიწადში ერთჯერადად. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ბორჯომის რაიონში რეგისტრირებულ მოქალაქეებზე. პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების დაფინანსება მკურნალობისათვის. მოსალოდნელი შედეგი: მოქალაქეების გაუმჯობესებული ჯანმრთელობა და ხშირ შემთხვევაში გადარჩენილი სიცოცხლე. 5.2.10. სოციალური დახმარებები (პროგრამული კოდი 06 02 16) ქვეპროგრამით დაფინანსდებიან :
|
მუხლი 17.
ბორჯომის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: |
|
მუხლი 18.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
|
დოკუმენტის კომენტარები