„ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/05/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.139.016220
12
20/05/2016
ვებგვერდი, 25/05/2016
190020020.35.139.016220
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №12

2016 წლის 20 მაისი

ქ. ბორჯომი

 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“  ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 დეკემბრის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/01/2016, 190020020.35.139.016207), კერძოდ –  "მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები" მეთექვსმეტე მუხლის 5.2.4. და 5.2.10. ქვეპუნქტებში და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მეთექვსმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
"მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები

1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი  და უსაფრთხოება  (პროგრამული კოდი 02 00)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ქ. ბორჯომში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. პერსონალისათვის სათანადო წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. არსებული რესურსების ფარგლებში კომუნალური პირობების გაუმჯობესება და პერსონალის სიცოცხლის დაზღვევა. შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და სარეზერვო ძალების მობილიზება.

ფუნქცი-ონალური კოდი

დასახელება

2014 წლის ფაქტი

2015 წლის ფაქტი

2016 წლის პროგნოზი

2017 წლის პროგნოზი

2018 წლის პროგნოზი

 

2019 წლის პროგნოზი

 

02  00

თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება 

636.0

555.1

101.6

110.1

110.1

110.1

1.2  ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03)

შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღრიცხვა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო  შემოწმება. ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება.

2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)

მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების მოასფალტება და განათება, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, სასმელი წყლის სისტემების და სახურავების რეაბილიტაცია, სოფლებში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის  მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.

ფუნქცი-ონალური კოდი

დასახელება

2014 წლის ფაქტი

2015 წლის ფაქტი

2016 წლის პროგნოზი

2017 წლის პროგნოზი

2018 წლის პროგნოზი

 

2019 წლის პროგნოზი

 

03 00

ინფრასტრუქტურის მშენებლობა,რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია

6.270.1

6.919.6

9.337.3

3.860.0

 

3.812.1

 

3.770.0

2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01)

პროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების,  ხიდების, ქუჩის ფეხით სავალი ნაწილების და  მოსაცდელების  რეაბილიტაცია, შიდასაქალაქო გზების მოწესრიგება.

2.1.1 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების რეაბილიტაცია   (პროგრამული კოდი 03 01 01)

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული  გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ახალი, მეორე მნიშვნელობის გზებისა და შიგა საქალაქო გზების რეაბილიტაცია, განხორციელდება ქ. ბორჯომში შიდა ქუჩების, კერძოდ: რუსთაველის, ბარათაშვილის, მესხეთის ქ. №5-ის,  რუსთაველის ჩიხის,რუსთველის ქ. №87-ში მდებარე კორპუსის ეზოს, რუსთაველის პირველი შესახვევის, ახალი ქუჩის, კოსტავას, რობაქიძის, სასაფლაოს მისასვლელი გზის,  გოგებაშვილის ჩიხის, რაზმაძის ჩიხის,  საავტომობილო გზების  რეაბილიტაცია ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე მოხდება სოფლებში: მზეთამზე, სადგერში,კორტანეთში, დვირის-საკირის გზის მონაკვეთის, დაბა წაღვერში არჯევანიძეების  უბანში, დაბა ბაკურიანში, საავტომობილო გზების რეაბილიტაცია .

2.1.2 ფეხით სავალი ნაწილის მოპირკეთება. მოსაცდელების რეაბილიტაცია  (პროგრამული კოდი 03 01 02)

ქვეპროგრამით განხორციელდება ქ.ბორჯომში ფეხით სავალი გზების მოწყობა, სოფ. ვარდგინეთში, დაბა ახალდაბაში, ქ. ბორჯომში  რობაქიძის   ქუჩებზე  მოსაცდელის მშენებლობა, რაც განაპირობებს ქალაქის იერსახის სრულყოფას, ასევე განხორციელდება იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ფეხით სავალი გზისა და ბგს „გალფიდან“ №6 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიამდე  არსებული გზის მარჯვენა და მარცხენა მხარეს მდებარე    ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაცია.

2.1.3 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხიდების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 03)

ქვეპროგრამით განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხიდების აღდგენა, კერძოდ: განხორციელდება სილამაზის ხიდისა და სოფ. ყვიბისსა და სოფ. ჭობისხევში  არსებული ხიდის რეაბილიტაცია.

2.1.4 გარე-ვიდეო სამეთვალყურეო, სიჩქარის რადარების შეძენა-დამონტაჟება და სიჩქარის ბარიერების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 01 04)

ქვეპროგრამით განხორციელდება  მოძრაობის მარეგულირებელი შუქნიშნების დამონაჟება, კერძოდ: რუსთაველის ქუჩაზე, ე.წ „ჩარხის წყლის“ ხიდთან, №6 და №3 საჯარო სკოლებთან.                                                                                                  

2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02)

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და  ექსპლოატაცია, დასუფთავების ღონისძიებები, კანალიზაციის სისტემის მოწყობა, სანიაღვრე არხების მოწყობა-მოვლა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია,    ინფრასტრუქტურული პროექტების და ამხანაგობების თანადაფინანსება.

2.2.1 წყალსადენებისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა (პროგრამის კოდი 03 02 01)

ქვეპროგრამის ფარგლებში  განხორციელდება კანალიზაციის მოწყობა  რაზმაძის ქუჩასა და გოგებაშვილის  ჩიხში,  სოფლებში: ყვიბისში ციცქიშვილებისა და ხაჩიძეების უბნის კანალიზაცია, ტბისა და ცემის სასმელი წყლის რეზერვუარის რეაბილიტაცია,ზანავსა და დაბა ახალდაბაში წყალსადენის რეაბილიტაცია, დაბა ბაკურიანში მთის ქუჩის დასახლების და იაგორას ველის მიმდებარე ტერიტორიის კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია. ასევე მოხდება სპეც. მანქანის შესყიდვა.

2.2.2 საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი   შენობების  რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03)

ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული ერთეულების შენობების რეაბილიტაცია. ასევე განხორციელდება ბორჯომში აღმაშნებლის ქ. №31-ში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია, რომელიც ემსახურება შშმ პირთა (ბავშვების) საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხს.

2.2.3  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 04)

ქვეპროგრაის ფარგლებში  განხორციელდება საცხოვრებელი სახლების ბრტყელი და ქანობიანი სახურავების შეკეთება, ლიფტების, კომუნიკაციების, სადარბაზოების, ფასადების, კიბეების, თაღების, შენობების კაპიტალური გამაგრების, აივნების, მიწისქვეშა ავტოსადგომების, საერთო სარგებლობის ჭიშკრის ან სადარბაზოს კარების, მიშენებების მდგრადობის განსაზღვრის, სადარბაზოებში მოძრაობის სენსორული სანათების დამონტაჟების, შენობების კაპიტალური გამაგრების სამუშაოები. სამუშაოების, სადარბაზოებში შესასვლელის გაღების ვიდეო/აუდიო სისტემის დამონტაჟების სამუშაოები საცხოვრებელი სახლების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინასებით. სახურავების რეაბილიტაცია   განხორციელდება  ბორჯომში, კერძოდ: ერეკლეს მეორე შესახევივი №3, თორის ქ. №10, რობაქიძის ქ. №2, 9 აპრილის ქ. №8-9, გორკის ქ. №7, ხანძთელის ქ. №1, მესხეთის ქ. №7,გურამიშვლის ქ. №4. 

2.2.4 საყრდენი კედლების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 05)

ქვეპროგრამით განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  საყდენი კედლების რეაბილიტაცია. კერძოდ: ბორჯომის მუნიციპალიტეტში  რობაქიძის, ორბელიანის, ნიკოლაძის, გურამიშვილის, ქუჩებზე და სოფ.ყვიბისსა და ჭობისხევში.   

2.2.5. დასუფთავების, ნაგავმზიდი სპეც. მანქანის და სანაგვე ურნების შესყიდვა (პროგრამული კოდი 03 02 06)

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ნაგავმზიდი სპეც. მანქანის შეძენა. ასევე მოხდება სანაგვე ურნებისა და  კონტეინერების შესყიდვა.

2.2.6. გარე განათების ბოძების მონტაჟი, სპეც. მანქანის შესყიდვა (პროგრამული კოდი 03 02 07)

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორცილედება სპეც. მანქანის შესყიდვა. ასევე მოხდება  გარე-განათების ახალ ქსელზე დაერთება.

2.2.7 სარიტუალო დარბაზების კეთილმოწყობა ჭურჭლის შეძენა, სასაფლაოების და ეკლესიების შემოღობვა (03 02 08)

აღნიშნული პროგრამით განხორციელდება სოფ. ტაძრისში მდებარე სარიტუალო სახლისათვის  საჭირო ჭურჭლით  უზრუნველყოფა .

2.2.8 სტიქიის შედეგად მიყენებული  ზიანის  აღმოფხვრის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 09)

ქვეპროგრამით განხორციელდება  სტიქიის შედეგად  მიყენებული ზიანის  აღმოფხვრა. განხორციელდება დვირი საკირის გზის რეაბილიტაცია. 

2.2.9  ბორჯომის დასუფთავება და კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 02 11)

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე საცხოვრებელი კორპუსების შიდა ბუნკერების და გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტექნიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. ასევე განხორციელდება ხეების გადაბელვა, არსებული სანიაღვრე არხების ექსპლოატაცია.

2.2.10  ბორჯომის გარე-განათება (პროგრამული კოდი 03 02 12)

დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქალაქის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-პატრონობა, განათებასთან დაკავშირებით სარემონტო, სარესტავრაციო, სარეკლამო და სხვა სამუშაოების ჩატარება. ასევე   განხორციელდება საახალწლო გარე-განათების მონტაჟი/დემონტაჟი. ასევე განხორციელდება სილამაზის ხიდის განათება.

2.2.1  ბორჯომის სოფლის წყალი (პროგრამული კოდი 03 02 13)

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია, მოსახლეობის 24-საათიანი, სუფთა წყლით უზრუნველყოფა, ასევე, საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა.                     

2.3 ქალაქის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03)

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, შადრევნების მოწყობა, მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, საგზაო ნიშნების გადასასვლელებისა და ფეხით მოსიარულეთა ტროტუარების მოწყობა, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, ქალაქის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები.

2.3.1  სანიაღვრე და სარწყავი არხების კეთილმოწყობა  (პროგრამული კოდი 03 03 01)

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება  სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია  ჯორჯაძისა და გურამიშვილის ქუჩაზე.

2.3.2  სკვერების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 02)

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სკვერების კეთილმოწყობა. კერძოდ: რუსთაველის  ქუჩიდან ფალიაშვილის ძეგლამდე მდებარე სკვერის რაბილიტაცია (მეორე ეტაპი),  ასევე   რუსთაველის ქუჩაზე(ჩარხის წყლის ხიდთან)   არსებული სკვერისა  და მ. კოსტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია. 

2.3.3 ატრაქცოინებისა და სპორტული მოედნების მოწყობა(პროგრამული კოდი 03 03 03)

ქვეპროგრამით განხორციელდება    ქალაქის ტერიტორიაზე  სპორტული მოედნებისა და სკვერებში ატრაქციონების რეაბილიტაცია და შემოღობვის სამუშაოები. კერძოდ: დაბა წაღვერში, სოფ. ვარდგინეთში, დაბა სადგერში. ბორჯომში ხანძთელისა და მესხეთის ქუჩებზე.

2.3.4. სასაფლაოების მოვლა-პატრონობა  (პროგრამული კოდი 03 03 04)

პროგრამა ითვალისწინებს  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  განთავსებული სასაფლაოს მოვლა-პატრონობას, ხეების მოჭრას  გადაბელვას და დასუფთავებას.

2.3.5 სამშენებლო სარემონტო, სახარჯთაღრიცხვო და საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა (პროგრამული კოდი 03  03 05)

ქალაქში დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველს მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესების გათვალისწინებით შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. ხოლო საჭიროების შემთვევებში აუცილებელია შესაბამისი გეოლოგიური კვლევების წარმოებაც. ასევე აუცილებელია სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების  ტექნიკური ზედამხედველობა და შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება შესრულებული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.

2.3.6   ბორჯომის გამწვანება 2012   (პროგრამული კოდი 03 03 06)

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება  არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა-პატრონობა და მათი კეთილმოწყობა, მოწესრიგდება გამწვანების ზოლები.

2.4  სოფლის  მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 03  05)

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება  სოფლებისთვის პრიორიტეტული სოციალურ-ეკონომიკური პროექტები. აღნიშნულ სამუშაოებში ჩართული იქნება სოფლის მოსახლეობა. პროგრამით გათვალიწინებული თანხა წარიმართება სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებათა დასაფინანსებლად.

2.6 ტრანსპორტის სუბსიდირება (პროგრამული კოდი 03 06)

კვლავ აქტუალური რჩება შიდა საქალაქო ტრანსპორტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. საწვავისა და მარაგ ნაწილების სულ უფრო მზარდი ფასები ასახვას პოულობს მგზავრობის საფასურზე. პროგრამის ძირითადი დანიშნულებაა შიდასაქალაქო ტრანსპორტით მოსარგებლე მოსახლეობისათვის  არსებული ტარიფის შენარჩუნება შესაბამისი ორგანიზაციის სუბსიდირების გზით.  ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირების ხარჯები.

3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00)

მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით, დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და, შესაბამისად, თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. მოხდება საპატრიარქო სკოლის დაფინანსება.

ფუნქციონალური კოდი

დასახელება

2014 წლის ფაქტი

2015 წლის ფაქტი

2016 წლის პროგნოზი

2017 წლის პროგნოზი

  2018წლის პროგნოზი

 

2019 წლის პროგნოზი

 

04  00

განათლება

1.009.0

1.256.2

1.468.6

1.290.0

      1.250.0

1.245.0

3.1 ააიპ  „ბაკურიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება“ (პროგრამული კოდი 04  01 01)

დაბა ბაკურიანში ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი, სადაც ირიცხება 104 ბავშვი, ასევე ყველა ხარჯი ფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

3.1.2 ააიპ ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება „ბორჯომის ჯანმრთელი მომავალი“(პროგრამული კოდი 04  01 02)

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 10 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 500 აღსაზრდელი.  პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა  ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს,ინვენტარისა და ავეჯის შეძენას.

3.1.3 ააიპ  ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია  (პროგრამული კოდი 04  01 03)

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბაღების რეაბილიტაცია, კერძოდ მოხდება  ბორჯომში მე-4  საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.

3.2 საჯარო სკოლების ფინანსური დახმარება ( პროგრამული კოდი 04 02)

ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება   საპატრიარქოს  სკოლის  დაფინანსება. ასევე განხორციელდება ქ. ბორჯომში №6 საჯარო სკოლის სპორტ დარბაზის რეაბილიტაცია.

4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)

ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს.

ფუნქციონალური კოდი

დასახელება

2014 წლის ფაქტი

2015 წლის ფაქტი

2016 წლის პროგნოზი

2017 წლის პროგნოზი

2018 წლის პროგნოზი

 

2019 წლის პროგნოზი

 

05 00

კულტურა, რელიგია,ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი

2.286.3

2.500.6

2.543.2

2.283.0

 2.379.4

2.429.8

4. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სპორტული სკოლების ფუნქციონირების ხელშეწყობა მომავალი სპორტული თაობის აღსაზრდელად. ასევე განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა ნიჭიერი სპორტსმენების აღზრდისა და  წახალისების მიზნით.

4.1.1 ააიპ „ბორჯომის სკოლისგარეშე სასპორტო გაერთიანება“(პროგრამული კოდი 05 01 01)

ქვეპროგრამა მოიცავს ააიპ „ბორჯომის სკოლისგარეშე სასპორტო გაერთიანების“ 470-მდე სპორტსმენის დაფინანსებას, გაერთიანება მოიცავს სპორტის 18 სახეობას და უზრუნველყოფს ამ სახეობების განვითარებას, მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმას და მათთვის საწვრთნელი პირობების შექმნას. უზრუნველყოფს სპორტსმენთა სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობას. მოხდება სასპორტო სკოლის შენობის ცენტრალური გათბობის რეაბილიტაცია.

4.1.2. სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 01 02)

ქვეპროგრამით განხორციელდება მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები,  ტურნირები კალათბურთში, ფრენბურთში სკოლის მოსწავლეთა შორის, მხიარული სტარტები  და მინიფეხბურთი მოსწავლეთა შორის, რესპუბლიკური ტურნირები ძიუდოში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, მოხდება წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება წახალისება მიღწეული შედეგებისათვის. განხორციელდება სარაგბო კლუბის დაფინანსება და ფეხბურთის ხელშეწყობის განვითარებისათვის დაფინანსდება ა(ა)იპ ფეხბურთის განვითარების ფონდი. 2016 წელს განხორციელდება შემდეგი სპორტული ღონისძიებები:

  • ვაჟთა და გოგონათა ტურნირი კალათბურთში სკოლის მოსწავლეთა შორის,
  • ტურნირი ფრენბურთში გოგონებსა და ვაჟებს შორის,
  • მინიფეხბურთი მოსწავლეებს შორის,
  • ბორჯომის მუნიციპალიტეტის მინიფეხბურთის საზაფხულო ტურნირი მოყვარულთა შორის,
  • ფრენბურთის ტურნირი(წარმოება დაწესებულებებს შორის)
  • კალათბურთის ჩემპიონატი (წარმოება დაწესებულებებს შორის),
  • ჭადრაკის ტურნირი მოსწავლეებსა და უფროსი თაობის მოჭადრაკეებს შორის,
  • ქართული ჭიდაობა (რეგიონალური).
  • მინიფეხბურთი წარმოება დაწესებულებებს შორის,
  • ვაჟთა და გოგონათა ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში სკოლის მოსწავლეებს შორის,
  • ვაჟთა და გოგონათა ტურნირი მძლეოსნურ ესტაპეტაში სკოლის მოსწავლეებს შორის,
  • ვაჟთა და გოგონათა ტურნირი მხიარულ სტარტებში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს შორის.

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, საციგაო სპორტში, ჰოკეიში  გამარჯვებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების ერთჯერადი  წახალისება.

4.1.3 საფეხბურთო კლუბი ბორჯომი 2013 (პროგრამული კოდი 05 01 03)

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბორჯომის საფეხბურთო კლუბის „ბორჯომი-2013“-ის დაფინანსება.  საფეხბურთო გუნდის არსებობა ხელს უწყობს  ქალაქში სპორტის, კერძოდ ფეხბურთის პოპულარიზაციას.

4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)

კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით, პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.

4.2.1  სამუსიკო სკოლა (ქვეპროგრამის კოდი 05 02 01)

ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება  მუსიკალური სკოლა, სადაც სწავლობს 355 მოსწავლე. ასევე ფინანსდება მუსიკალურ სკოლასთან არსებული ანსამბლი „ბორჯომი - 2012“. პროგრამის მიზანია მისცეს მოსწავლეებს დაწყებითი სამუსიკო განათლება და აზიაროს მუსიკალური ხელოვნების საფუძვლებს.

4.2.2 საბიბილიოთეკო გაერთიანება (ქვეპროგრამის კოდი 05 02 02)

ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ „ბორჯომის საბიბლიოთეკო გაერთიანება“, სადაც ხდება ბიბლიოგრაფიული და საინფორმაციო მუშაობის ხელშეწყობა, წიგნადი ფონდების შევსება, დაკომპლექტება და სრული აღრიცხვა, ყველა ასაკის მკითხველის მომსახურება საჭირო ინფორმაციით და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით.

4.2.3 კულტურისა და ხელოვნების ცენტრი (ქვეპროგრამის კოდი 05 02 03)

ქვეპროგრამა ითვალისწინებს: ააიპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაფინანსებას, როგორებიცაა: ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობა, თეატრის აღორძინება, ნიჭიერი ინდივიდუალური შემსრულებლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობის ხელშეწყობა, სამუსიკო და ქორეოგრაფიული ნიმუშების შესწავლისა და პოპულარიზაციისათვის სათანადო პირობების შექმნა.

4.2.4  თოჯინების თეატრი (პროგრამული კოდი 05 02 04)

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სსიპ „ბორჯომის თოჯინების თეატრი”, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ღონისძიებების გამართვას, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას ქალაქის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. სსიპ თოჯინების თეატრის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაფინანსებას, როგორებიცაა: მხატვრული აღზრდის პროპაგანდა, ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარება, სასცენო ხელოვნების განმტკიცება, ტრადიციების აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების, ბავშვებში ზნეობრივი და სულიერი სამყაროს გამდიდრება და პატრიოტული სულისკვეთების განმტკიცება. 2016 წელს თეატრი გეგმავს ოთხი ახალი სპექტაკლის დადგმას.

4.2.5  ეროვნული და ადგილობრივი დღესასწაულები  (პროგრამული კოდი 05 02 05)

ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და სადღესასწაულო ღონისძიებების მოწყობა:

1. ბაკურიანობა,

2. დედის დღე „მღერიან, ცეკვავენ და ხუმრობენ ქალბატონები“,

3. მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატი სკოლის მოსწავლეებს შორის (მან-სან-კანი),

4. ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის აღნიშვნა,

5. დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი,

6. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1 ივნისი,

7. თ. ამირეჯიბის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი,

8. გიორგი ათონელის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ღონისზიება,

9. შოთა რუსთაველის 850 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება,

10. ბორჯომობა – 2016,

11. აფხაზეთი საქართველოა,

12. მასწავლებლის დღე,

13. ახალი წელი,

14. სოფლის დღეები.

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა,  რომელიც მიზნად ისახავს არამატერიალური კულტურულ მემკვიდრეობად  აღიარებული უნიკალური ქართული სიმღერის  გადარჩენას, შენახვას, პოპულარიზაციას  და მომავალი თაობებისთვის გადაცემას, ასევე  დაფინანსდება ეტალონში გამარჯვებული ბავშვი ყოველთვიური სტიპენდიით.

4.2.6 ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კლუბების და  პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები  (პროგრამული კოდი 05 02 06)         

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბორჯომის ცენტრალური პარკის  ტერიტორიაზე არსებული  WC რეაბილიტაცია.

4.2.7  ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული ) პარკი (პროგრამული კოდი 05 02 07)

ქვეპროგრამით განხორციელდება  ა(ა)იპ „ბორჯომის ცენტრალური პარკის“ დაფინანსება ბორჯომის ცენტრალური პარკის მოვლა-პატრონობა და იერსახის შენარჩუნება.

4.3. ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქია (პროგრამული კოდი 05 03)

ქვეპროპროგრამის ფარგლებში განხორციელდება თვითმმართველობის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები.

4.4 საინფორმაციო მომსახურება  (პროგრამული კოდი 05 04)

პროგრამით განხორციელდება განცხადებებისა და ინფორმაციის გამოქვეყნება პრესაში,  ტელევიზიასა და ინტერნეტპორტალებში, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებას. დაფინანსდება სატელევიზიო გადაცემა „ეტალონი“.

5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.

ფუნქციონალური კოდი

დასახელება

2014 წლის ფაქტი

2015 წლის ფაქტი

2016 წლის პროგნოზი

2017 წლის პროგნოზი

 2018 წლის პროგნოზი

 

2019 წლის პროგნოზი

 

06 00

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

1.470.2

1.756.9

1.347.5

1.163.9

 

1.422.4

 

1.425.1

5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01)

პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:

  • არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხავა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება;
  • დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება;
  • მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა;
  • ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება;
  • მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობა, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა.  

5.1.1 ჯანდაცვის ცენტრი (პროგრამული კოდი 06 01 01)

ქვეპროგრამის ფარგლებში ზედამხედველობის სისტემით მიღებული მონაცემების რეგისტრაცია, შეფასება, დაზუსტება, სტატისტიკური ანგარიშგება და გადაცემა დადგენილი წესის მიხედვით, პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვა-ანგარიშგება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  გადამდებ დაავადებებზე ინფორმაციის დამუშავება და მათი პრევენცია. იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების ფაუნის გავრცელების შესწავლა, დადგენა პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა, საგანმანათლებლო სააღმზრდელო მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების ზედამხედველობა.  ქვეპროგრამის განხორციელებისას  მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდება ლექციურად, ბეჭდურად, რომელსაც მოზარდები თვითონაც განახორციელებენ, აქტიურად ჩაებმებიან უსაფრთხო ქცევების პოპულარიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებებში, სპორტულ აქტივობებში, ტრენინგებში.

2016 წელს განხორციელდება ადგილობრივი სტრატეგიული მუნიციპალური პროგრამა   სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ჰელმინთებით ინვაზირების პროფილაქტიკისა და მკურნალობის ხელშეწყობის ადგილობრივი მუნიციპალური პროგრამა.

პროგრამის ბენეფიციარი იქნება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 2-დან 6 წლის  ასაკის ჩათვლით   730-მდე  მოზარდი, რომლებსაც ანტიჰელმითური პრეპარატის  პროფილაქტიკური და სამკურნალო დოზის გაცემის წინ ასევე ჩაუტარდებათ უფასო სამედიცინო მარტივი გამოკვლევა გამჭვირვალე პოლიეთილენის მწებავი ლენტით, გამოკვლევა მოხდება ორგანიზებულად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. პროგრამის ფარგლებში ასევე  იწარმოებბს სკოლამდელი აღზრდის  დაწესებულებებში  პოლიეთილენის გამჭვირვალე მწებავი ლენტით იატაკის, კარის სახელურების, სათამაშო ინვენტარის გამოკვლევა  ენტერობიოზის კვერცხებზე.

ინვაზირების შემთხვევაში დაავადებულ ბავშვზე გაიცემა ანტიჰელმითური მედიკამენტის სამკურნალო დოზა, ხოლო ოჯახის წევრებზე და კონტაქტირებულებზე პროფილაქტიკური დოზები.

5.1.2 დერატიზაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 01 02)

ქვეეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მღრღნელების და ინფექციის გადამტანი ცხოველების ლიკვიდაცია. ნაგვის ბუნკერების, ნაგვის შემკრები კონტეინერების,  ნაგავსაყრელზე სადეზინფექციო დერატიზაციის და დეზინსექციის  სამუშაოების ჩატარება.  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს   უზრუნველყოფა.

5.1.3 ამბულატორიული და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხელშეწყობა  (პროგრამული კოდი 06 01 03)

ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება დაბა ბაკურიანში რეანომობილის ბრიგადის ბინის ქირავნობის უზრუნველყოფა.

5. 2  მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა  (პროგრამული კოდი 06 02)

პროგრამა ითვალისწინებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

5.2.1 სოციალურად დაუცველი  ფენის სტაციონალური სამედიცინო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 01)

აღნიშნული ქვეპროგრამით 100%-ით  დაფინანსდებიან ის  სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების  მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და უკანასკნელი 3 წლის მანძილზე (კანონით დადგენილი გადამოწმების ვადა)  მინიჭებული აქვთ  სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა 0-დან 100 001 ქულამდე  და საჭიროებენ  სამედიცინო დახმარებას. მაქსიმალური გასაცემი თანხა 5000 ლარი.

დაფინანსება გათვალისწინებულია საყოველთაო და ნებისმიერი სხვა დამზღვევი კომპანიის დაფინანსების ზემოთ დარჩენილ თანხაზე, ასევე იმ მომსახურებაზე, რომელიც არ ფინანსდება არცერთი სადაზღვევო კომპანიის მიერ.

ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 001-დან 160 000-მდეა, დაფინანსდებიან შემდეგი სახით:

  • 1 000  ლარამდე სამედიცინო მომსახურება  დაფინანსდება – 80%-ით.
  • 1 001  ლარიდან – 3 000 ლარამდე  დაფინანსდება 70 %-ით.
  • 3 001 ლარის ზევით 50 %-ით მაქსიმალური გასაცემი თანხა 3000 ლარი.

დაფინანსება გათვალისწინებულია საყოველთაო და ნებისმიერი სხვა დამზღვევი კომპანიის დაფინანსების ზემოთ დარჩენილ თანხაზე, ასევე იმ მომსახურებაზე, რომელიც არ ფინანსდება არცერთი სადაზღვევო კომპანიის მიერ.

ის  ბენეფიციარები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში“, მაგრამ საჭიროებენ  სამედიცინო სტაციონარულ მომსახურებას დაფინანსდებიან 50%-ით. მაქსიმალური გასაცემი თანხა  2000 ლარი.

100 ლარამდე წარმოდგენილი ანგარიშფაქტურა, ყველა შემთხვევაში დაფინანსდება სრულად.

დაფინანსება  გათვალისწინებულია  საყოველთაო და ნებისმიერი სხვა დაზღვევის ფარგლებში ზღვრული  დაფინანსების ზემოთ დარჩენილ თანხაზე  პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე, ტრანსპლანტაციის ხარჯებზე, ესთეტიკურ პლასტიკურ ქირურგიაზე, სამკურნალო მასაჟზე, ფიზიოთერაპიულ და კურორტულ მომსახურებაზე. ასევე დაფინანსება არ განხორციელდება იმ დაწესებულებათა მიმართებაში, თუ ისინი არ მონაწილეობენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში. დაფინანსების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში დევნილის დამადასტურებელი საბუთის ასლი), სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა №100 (დედანი), ანგარიშფაქტურა (დედანი), კალკულაცია (დედანი), სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო მიმართვის ასლი, სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი.

ბენეფიციარების სტაციონალური დაფინანსება მოხდება წელიწადში ერთჯერადად და ხორციელდება ბორჯომის რაიონში რეგისტრირებბულ მოქალაქეებზე. ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორებით.

5.2.2  უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 02)

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი, კერძოდ:  მოძრაობის უნარშეზღუდული, მარტოხელა, ინვალიდი, ასაკით პენსიონერების და უმუშევართა, სულ 260  ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა.

1. ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 03)

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია  მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 100 ლარის ოდენობით.

5.2.4  მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05)

ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ვეტერანებისათვის  ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა 200 ლარის ოდენობით თითოეულ ვეტერანზე.  აღნიშნული ღონისძიება არის   მატერიალური და მორალური მხარდაჭერა ვეტერანების მიმართ.  (23 ბენეფიციარი).

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ შშმ ვეტერანებს – 44 პირს, ერთჯერადად ჩაერიცხოთ თანხა – თითოეულს 100 (ასი) ლარის ოდენობით.

5.2.5   ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06)

ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარებას მიიღებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 300-მდე ბენეფიციარი, თითო 150 ლარის პირველ ბავშვის, 200 ლარის მეორე ბავშვის, 300 ლარის მესამე ბავშვის, 400 ლარის მეოთხე ბავშვის, 500 ლარს მეხუთე და ზემოთ ბავშვების შეძენაზე. დახმარების მისაღებად აუცილებელი მოთხოვნაა ახალდაბადებულების მშობლებიდან მამის რეგისტრაცია ბორჯომში, მარტოხელა დედის შემთხვევაში დედის რეგისტრაცია ბორჯომში. პროგრამის განხორციელება გავლენას იქონიებს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე (300 ბენეფიციარი).

5.2.6. 18  წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07)

ქვეპროგრამით გათვალისწინებულია დედ-მამით ობოლ ბავშვთა კვებისა და განათლების მიღებისათვის  ყოველთვიური ფულადი დახმარება 250  ლარის ოდენობით (5 ბენეფიციარი).

5.2.7  ღვაწლმოსილი ადამიანების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 10)

ქვეპროგრამით გაიცემა ყოველთვიური მატერიალური დახმარება 100 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს ღვაწლმოსილი ადამიანების სოციალური პირობების გაუმჯობესებას, მათ მატერიალურ და მორალურ მხარდაჭერას (3 ბენეფიციარი).

5.2.8. 18  წლამდე  ასაკის ოთხი და მეტშვილიანი  ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11)

ქვეპროგრამის ფარგლებში 18 წლამდე ასაკის ოთხი და მეტშვილიანი ოჯახები მიიღებენ ყოველთვიურ ფულად დახმარებას, ოთხშვილიანი ოჯახი მიიღებს ყოველთვიურად 150 ლარს, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე 50 ლარს. მუნიციპალიტეტში 53 ოთხშვილიანი, 11 ხუთშვილიანი, 3 ექვსშვილიანი,1 შვიდშვილიანი,1 რვაშვილიანი ბენეფიციარია (69 ბენეფიციარი). ასევე 150 ლარით ყოველთვიურად დაფინანსდებიან 18  წლამდე ასაკის ის სამშვილიანი ოჯახები, რომელთაც ერთ-ერთი შვილი ჰყავთ შშმ პირი (2 ბენეფიციარი).

5.2.9 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 13)

ა) ქვეპროგრამის ფარგლებში ისარგებლებენ ის სოციალურად დაუცველი პირები, რომლების რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და უკანასკნელი 3 წლის მანძილზე (კანონით დადგენილი გადამოწმების ვადა) მინიჭებული აქვთ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა 0-160 000-მდე. აღნიშნული ბენეფიციარები დაფინანსდებიან 150 ლარით სტაციონარში წოლის შემდგომ.

დაფინანსების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს: სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მსურველი პირი წარადგენს განცხადებას, რომელსაც უნდა დაერთოს: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში დევნილის დამადასტურებელი საბუთის ასლი), სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №100-დედანი, გაცემული ბოლო 1 თვის მანძილზე. ექიმის რეცეპტი-ასლი, კალკულაცია აფთიაქიდან დედანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი.

ბ) ონკოლოგიური ავადმყოფების  (1და 2 კლინიკური ჯგუფი) მედიკამენტების შესაძენი ლიმიტი განისაზღვრება 1000 ლარით სტაციონარში  წოლის მოთხოვნის გარეშე. წარმოდგენილი ფორმა №100 გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ონკოლოგიური დაწესებულების მიერ და მასში აღნიშნული უნდა იყოს ქიმიოთერაპიისათვის განსაზღვრული მედიკამენტების ჩამონათვალი ჩანაწერის ან რეცეპტის სახით. ხოლო რაიონის ონკოლოგის მიერ  წარმოდგენილი ფორმა №100-ისა და რეცეპტის საფუძველზე -150 ლარის ოდენობით (1,2 და 4კლ. ჯგუფებს).

გ) დიალიზზე მყოფი მოქალაქეების (20 ბენეფიციარი) მედიკამენთებით  უზრუნველყოფა მოხდება ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით.

დ) ასევე 50 ლარის ოდენობით ყოველთვიურად დაფინანსდებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ – შშმ სტატუსი (ინსულტი -12 პაციენტი, ეპილეფსია 18 წლამდე ასაკის 11 პაციენტი, ენცელოპატია 4 პაციენტი და პარკინსონის დაავადება კანკალა რიგიდური ფორმით – 1 პაციენტი).

დიალიზზე მყოფმა პაციენტებმა დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: წმ. პანტელეიმონ  მკურნალის სახელობის კლინიკის მკურნალი ექიმის მიერ წარმოდგენილი ფორმა №100 (დედანი ერთჯერადად), რეცეპტი-დედანი  (წარმოადგინოს ყოველთვიურად), ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და განცხადება.

ბენეფიციართა სტაციონალური დაფინასება მოხდება წელიწადში ერთჯერადად.

აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ბორჯომის რაიონში რეგისტრირებულ მოქალაქეებზე.

პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების დაფინანსება მკურნალობისათვის.

მოსალოდნელი შედეგი:  მოქალაქეების გაუმჯობესებული ჯანმრთელობა და ხშირ შემთხვევაში გადარჩენილი სიცოცხლე.

5.2.10    სოციალური დახმარებები (პროგრამული კოდი 06 02 14)

ქვეპროგრამით დაფინანსდებიან:

  • ახალდაქორწინებულთა დახმარება ერთჯერადად 150 ლარით (100 ბენეფიციარი);
  • 18 წლამდე ინვალიდი ბავშვები 100 ლარით  დაფინანსდებიან ყოველთვიურად (60 ბენეფიციარი);
  • ას წელს გადაცილებულ მოქალაქეთა დახმარება  – 100 ლარით ყოველთვიურად (2 ბენეფიციარი);
  • საახალწლოდ და აღდგომის დღესასწაულზე დახმარება 100 ლარის ოდენობით 442 ბენეფიციარზე. მრავალშვილიან დედებზე (69 ბენეფიციარი), დიდ სამამულო ომში მარჩენალდაკარგულ ოჯახებზე (100 ოჯახი), დედ-მამით ობოლ ბავშვებზე(5 ბენეფიციარი), 18 წლამდე ასაკის შშმ პირებზე(60 ბენეფიციარი), დიდი სამამულო ომის ვეტერანები(23 ბენეფიციარი), მათთან გათანაბრებული პირები (43 ბენეფიციარი)  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  ომის ინვალიდები  (29 ბენეფიციარი), ავღანეთის ომის ვეტერანები (46 ბენეფიციარი),ჩერნობილის ავარიისას დაზარალებული მოქალაქეები (6 ბენეფიციარი) 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებბური  პირები  (1ბენეფიციარი), მარტოხელა დედები( 60 ბენეფიციარი);
  • მრავალშვილიან ოჯახებზე და დედ-მამით ობოლ, ბავშვების მეურვეებზე კომუნალური გადასახადის წილობრივი დაფინანსება (76 ბენეფიციარი);
  • დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ბავშვების მეურვეებს ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 200 ლარი ჩაერიცხოთ ანგარიშზე (5 ბენეფიციარი);
  • მრავალშვილიან დედებზე „დედის დღესთან“ დაკავშირებულით 150 ლარის ღირებულების სასაჩუქრე პაკეტის შეძენა  (71 ბენეფიციარი).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ჩაჩანიძე