„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 115
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 21/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 010220020.63.075.016025
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
115
21/12/2015
ვებგვერდი, 23/12/2015
010220020.63.075.016025
„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/12/2015 - 30/12/2015)

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №115

2015 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს  „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობა:

ა) სულხან გოცაძე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სახელმწიფო საიდუმლოებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების რეჟიმის დაცვის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს უფროსი (კომისიის თავმჯდომარე);

ბ) გიორგი ლომინაძე – სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ანალიზისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს პირველი სამსახურის უფროსი;

გ) თენგიზ ტყებუჩავა – სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;

დ) კობა გოგიბერიძე – სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მეხუთე მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს უფროსი;

ე) არჩილ ჯანვერდაშვილი – სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დისციპლინური დევნის, ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების მთავარი სამმართველოს ინსპექტირების და ფინანსური  დარღვევების შემოწმების  სამმართველოს უფროსი;

ვ) ლელა გოგიაშვილი – სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ოპერატიული აღრიცხვისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე – პირველი განყოფილების უფროსი;

ზ) ბექა ზეგარდელი – სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) იურიდიული სამმართველოს უფროსი;

თ) ზურაბ კვირიკაშვილი სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველოს (ცენტრალური კანცელარია) უფროსი (კომისიის სხდომის მდივანი).

2. კომისიის მუშაობაში კომისიის წევრებად მონაწილეობის მიღება (მათ შორის, ხმის მიცემის უფლებით) ეთხოვოთ:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორს ზვიად ოქროპირიძეს;

ბ) სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შსს არქივის დირექტორს ომარ თუშურაშვილს;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ოპერატიული აღრიცხვისა და ოპერატიული არქივის სამმართველოს უფროსს სულხან მელაშვილს.

მუხლი 2
კომისიის შემადგენლობაში ასევე შედიან საქართველოს პარლამენტის ფრაქციების მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წარმოდგენილი წევრები, რომლებიც სარგებლობენ ხმის უფლებით და იმავდროულად ითვლებიან კომისიის წევრებად.
მუხლი 3
დამტკიცდეს კომისიის საქმიანობის წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 4
      ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური