„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 21 დეკემბრის №115 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 122
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 30/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2015
ძალაში შესვლის თარიღი 31/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 010220020.63.075.016031
122
30/12/2015
ვებგვერდი, 30/12/2015
010220020.63.075.016031
„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 21 დეკემბრის №115 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №122

2015 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 21 დეკემბრის №115 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 21 დეკემბრის №115 ბრძანებაში (ვებგვერდი, https://matsne.gov.ge, 23.12.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010220020.63.075.016025) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გიორგი ლილუაშვილი – სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ანალიზისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;

გ) გიორგი კევლიშვილი – სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) პირველი მთავარი სამმართველოს უფროსი;“.

2. ბრძანების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

ამ ბრძანების ამოქმედებამდე, ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესით განსაზღვრულმა კომისიის სამდივნომ უზრუნველყოს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი  ტექნიკური, საორგანიზაციო და ინფორმაციის მიმოცვლისათვის გათვალისწინებული შესაბამისი პირობების შექმნა.“.

3. ბრძანების მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:

„მუხლი 5

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მაისიდან.“.

4. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. კომისიის საქმიანობისათვის საჭირო შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებისა და  სხვა ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფის მიზნით, სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში იქმნება კომისიასთან არსებული სამდივნო, რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 31 დეკემბრიდან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური