დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 21 დეკემბრის №115 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 25/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.63.075.016153 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 21 დეკემბრის №115 ბრძანებაში (ვებგვერდი – www.matsne.gov.ge; 23/12/2015წ., სარეგისტრაციო კოდი – 010220020.63.075.016025) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობა: ა) სულხან გოცაძე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი (კომისიის თავმჯდომარე); ბ) ლევან სადუნაშვილი – სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) I მთავარი სამმართველოს უფროსი; გ) ბექა ზეგარდელი – სამსახურის იურიდიული მთავარი სამმართველოს უფროსი; დ) ხვიჩა ბეგიაშვილი – სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის IV მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; ე) შოთა ბილანიშვილი – სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე - ანალიტიკური სამმართველოს უფროსი; ვ) მერაბ ჯახაია – სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს უფროსი; ზ) არჩილ ჯანვერდაშვილი – სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დისციპლინური დევნის, ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების მთავარი სამმართველოს ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების სამმართველოს უფროსი; თ) ლელა გოგიაშვილი – სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ოპერატიული აღრიცხვის, ინფორმაციული უზრუნველყოფისა და არქივის სამმართველოს უფროსი; ი) ზურაბ კვირიკაშვილი – სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველოს (ცენტრალური კანცელარია) უფროსი (კომისიის სხდომის მდივანი).“. |
2.
ბრძანების პირველი მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისიის მუშაობაში კომისიის წევრებად მონაწილეობის მიღება (მათ შორის, ხმის მიცემის უფლებით) ეთხოვოთ: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორს ლანა ცანავას; ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორს ვალერიან დათულიშვილს; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ოპერატიული აღრიცხვის და არქივის განყოფილების უფროსს გიორგი ოჩხიკიძეს; დ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის ადმინისტრაციული დირექტორატის უფროსის მოადგილეს ზვიად ოქროპირიძეს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები