დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 21 დეკემბრის №115 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 56 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 25/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.63.075.016071 |
|
„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 21 დეკემბრის №115 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 21 დეკემბრის №115 ბრძანებაში (ვებგვერდი – www.matsne.gov.ge; 23/12/2015წ., სარეგისტრაციო კოდი – 010220020.63.075.016025) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სულხან გოცაძე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სახელმწიფო საიდუმლოებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების რეჟიმის დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი (კომისიის თავმჯდომარე);“. |
2.
ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ბაჩა მგელაძე – სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) უფროსის მოადგილე (დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე); დ) კობა გოგიბერიძე – სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის IV მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი;“. |
3.
ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ლელა გოგიაშვილი – სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ოპერატიული აღრიცხვის, ინფორმაციული უზრუნველყოფისა და არქივის სამმართველოს უფროსის მოადგილე – I განყოფილების უფროსი; ზ) ბექა ზეგარდელი – სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) იურიდიული მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;“. |
4.
ბრძანების პირველი მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისიის მუშაობაში კომისიის წევრებად მონაწილეობის მიღება (მათ შორის, ხმის მიცემის უფლებით) ეთხოვოთ: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორს ბექა დოჭვირს; ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შსს – არქივის დირექტორს ომარ თუშურაშვილს; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ოპერატიული აღრიცხვის და არქივის განყოფილების უფროსს ზაზა ქორიძეს; დ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეს მანანა ზაუტაშვილს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები