საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ

  • Word
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 987
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 17/01/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 14/01/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.05.001.001.722
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
987
29/12/2004
სსმ, 4, 17/01/2005
040.150.000.05.001.001.722
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (18/12/2007 - 05/12/2008)

საქართველოს კანონი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და მიზანი

1. ეს კანონი აწესებს ვადებს და საფასურს საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობისათვის, ასევე განსაზღვრავს საფასურის განაკვეთებს, საფასურის გადახდის, გადახდისაგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებს.

2. ამ კანონის მიზანია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – ეროვნული სააგენტო) მიერ საჯარო ფუნქციის განხორციელების უზრუნველყოფა.

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4743-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.157

    მუხლი 2. საფასურის ცნება და გადამხდელი

საფასური არის საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობისათვის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე სავალდებულო გადასახდელი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით იხდის დაინტერესებული პირი.

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4743-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.157

    მუხლი 3. საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობისათვის დაწესებული ვადები და საფასური, განსაზღვრული საფასურის განაკვეთები

1. საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობისათვის ვადები და საფასური წესდება და საფასურის განაკვეთები განისაზღვრება მხოლოდ ამ კანონით.

2. დაუშვებელია ამ კანონით გაუთვალისწინებელი საფასურის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება.

3. ამ კანონით დაწესებული ვადების ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4743-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.157

    მუხლი 4. საფასურის გადახდა

ამ კანონის შესაბამისად, საფასური გადაიხდება:

ა) საჯარო რეესტრის წარმოებისათვის;

ბ) საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობისათვის.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4311-სსმI,№2,04.01.2007წ.,მუხ.36

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4743-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.157

    მუხლი 5. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4743-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.157

    მუხლი 6. ვადები და საფასურის განაკვეთები

1. საჯარო რეესტრის წარმოებისათვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია შემდეგი საფასურის განაკვეთები:

ა) უძრავ ნივთზე უფლების წარმოშობის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი;

ბ) უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი;

გ) მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობის წარმოშობის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში – 30 ლარი;

დ) მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებულ გირავნობაში ცვლილების რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში – 30 ლარი;

ე) იპოთეკის მოწმობის გაცემის, მასში ცვლილების ან მასზე ნებისმიერი სამართლებრივი ხასიათის შენიშვნის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი;

ვ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის წარმოშობის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში – 20 ლარი;

ზ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებულ ყადაღაში ცვლილების რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში – 20 ლარი;

თ) უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების წარ­მოშობის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი;

ი) უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ მიბმულ ვალ­დებულებაში ცვლილების რეგისტრაცია – 4 სამუ­შაო დღის ვადაში – 50 ლარი;

კ) უძრავ ნივთზე უფლების შეზღუდვის რეგის­ტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი;

ლ) უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლების შეზღუდვაში ცვლილების რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი.

2. საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობისათვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია შემდეგი საფასურის განაკვეთები:

ა) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწე­რის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 15 ლა­რი;

ბ) მოძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 15 ლარი;

გ) საკადასტრო გეგმის მომზადება – 2 სამუშაო დღის ვადაში – 5 ლარი;

დ) საკადასტრო რუკის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში:

დ.ა) ქაღალდზე შესრულებული ვერსია – 1 გვერდი – 10 ლარი;

დ.ბ) ელექტრონული ვერსია – 10000 მ2 (1 ჰა)-ზე – 5 ლარი;

ე) ყადაღის არსებობის შესახებ ცნობის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 7 ლარი;

ვ) მოთხოვნის მომენტისათვის ნივთსა და არამატე­რიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, ყადაღის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი;

ზ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმა­ციის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 7 ლა­რი;

თ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან საინვენ­ტა­რიზაციო გეგმის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 5 ლარი;

ი) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასიათების მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 5 ლარი;

კ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული დოკუმენტის ასლის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 1 გვერდი – 0,50 თეთრი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა ამონაწერი მზადდება რეგისტრაციის შედეგად, ხოლო „გ“ ქვეპუნქტი – როცა საკადასტრო გეგმა მზადდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლება­დაურეგის­ტრირებელ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლე­ბის რეგისტრაციის შედეგად.

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4743-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.157

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5648-სსმI,№48,27.12.2007წ.,მუხ.428

    მუხლი 7. საფასურის გადახდის წესი და პირობები

1. დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კანონით დაწესებული საფასური.

2. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდება ერთეულ ნივთსა და არამატე­რიალურ ქონებრივ სიკეთეზე ერთეული უფლების მიხედვით, ხოლო „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალის­წინებულ შემთხვევებში – ერთეულ უძრავ ნივთზე ერთეული ვალდებულებისა და ერთეული შეზღუდვის მიხედვით.

3. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდება ერთეული ნივთისა და არამატე­რია­­ლური ქონებრივი სიკეთის მიხედვით.

4. საფასური გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშ­სწორებით (მათ შორის, ონლაინ გადახდით).

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4743-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.157

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5648-სსმI,№48,27.12.2007წ.,მუხ.428

     მუხლი 8. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება და ვადები

1. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია:

ა) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებული უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების და ყადაღის შეწყვეტის რეგისტრაცია;

ბ) იპოთეკის მოწმობის გაუქმების რეგისტრაცია;

გ) უძრავ ნივთზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია;

დ) რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება;

ე) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის უფლებებისა და მათ სასარგებლოდ დადებული ყადაღის წარმოშობისა და რეგისტრირებულ უფლებაში და ყადაღაში ცვლილების რეგისტრაცია;

ვ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობისა და რეგისტრირებულ საგადასახადო გირავნობაში/იპოთეკაში ცვლილების რეგისტრაცია;

ზ) საჯარო დაწესებულება საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებულ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებისა და ინფორმაციის მიღებისათვის, ასევე ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებისათვის;

თ) საჯარო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ასლის გაცემა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაწესებულია შემდეგი ვადები:

ა) უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლების, უფლების შეზღუდვის და უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) უძრავ ნივთზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში;

გ) მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებული უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში;

დ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებული ყადაღის შეწყვეტის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში;

ე) იპოთეკის მოწმობის გაუქმების რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში;

ვ) რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვე­ზის შესწორება – 1 სამუშაო დღის ვადაში;

ზ) უძრავ ნივთზე სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის უფლების წარმოშობისა და რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში;

თ) მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის უფლების წარმოშობისა და რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში;

ი) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ დადებული ყადაღის წარმოშობისა და რეგისტრირებულ ყადაღაში ცვლილების რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში;

კ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობისა და რეგისტრირებულ საგადასახადო გირავნობაში/იპოთეკაში ცვლილების რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში;

ლ) საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობა საჯარო დაწესებულებისათვის – 4 სამუშაო დღის ვადაში;

მ) საჯარო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ასლის გაცემა – 4 სამუშაო დღის ვადაში.

საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3650-სსმI,№44,27.11.2006წ.,მუხ.298

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4743-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.157

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5648-სსმI,№48,27.12.2007წ.,მუხ.428

     მუხლი 9. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი

1. გადახდილი საფასური ბრუნდება, თუ:

ა) დაინტერესებულ პირს არ უსარგებლია გადახდილი საფასურის შესაბამისი საჯარო რეესტრის წარმოებით ან ხელმისაწვდომობით. ამ შემთხვევაში საფასური ბრუნდება სრულად;

ბ) საფასური გადახდილია ამ კანონით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ კანონით განსაზღვრულ განაკვეთს შორის;

გ) საფასური გადახდილია ამ კანონის შესაბამისად საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებული პირის მიერ. ამ შემთხვევაში საფასური ბრუნდება სრულად;

   დ) სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძველია ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე მოთხოვნის იდენტური რეგისტრირებული მონაცემის არსებობა. ამ შემთხვევაში საფასური ბრუნდება სრულად.

2. საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან ერთი თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.

    3. სარეგისტრაციო წარმოების და საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შეწყვეტის ან უარის თქმის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება.

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4743-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.157

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5648-სსმI,№48,27.12.2007წ.,მუხ.428

    მუხლი 91. სადავო საკითხთა გადაწყვეტის წესი

საფასურთან დაკავშირებული დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4743-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.157

    მუხლი 10. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 29 დეკემბერი.

№987-რს

 

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3650-სსმI,№44,27.11.2006წ.,მუხ.298

2.  საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4311-სსმI,№2,04.01.2007წ.,მუხ.36

3.  საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4743-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.157

4.  საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5648-სსმI,№48,27.12.2007წ.,მუხ.428