„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებისშეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებისშეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4743
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 22/05/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 14/01/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.05.001.002.834
  • Word
4743
11/05/2007
სსმ, 18, 22/05/2007
040.150.000.05.001.002.834
„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებისშეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 17.01.2005, მუხ. 14) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი – მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და მიზანი

1. ეს კანონი აწესებს ვადებს და საფასურს საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობისათვის, ასევე განსაზღვრავს საფასურის განაკვეთებს, საფასურის გადახდის, გადახდისაგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებს.

2. ამ კანონის მიზანია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – ეროვნული სააგენტო) მიერ საჯარო ფუნქციის განხორციელების უზრუნველყოფა.

    მუხლი 2. საფასურის ცნება და გადამხდელი

საფასური არის საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობისათვის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე სავალდებულო გადასახდელი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით იხდის დაინტერესებული პირი.

    მუხლი 3. საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობისათვის დაწესებული ვადები და საფასური, განსაზღვრული საფასურის განაკვეთები

1. საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობისათვის ვადები და საფასური წესდება და საფასურის განაკვეთები განისაზღვრება მხოლოდ ამ კანონით.

2. დაუშვებელია ამ კანონით გაუთვალისწინებელი საფასურის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება.

3. ამ კანონით დაწესებული ვადების ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

    მუხლი 4. საფასურის გადახდა

ამ კანონის შესაბამისად, საფასური გადაიხდება:

ა) საჯარო რეესტრის წარმოებისათვის;

ბ) საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობისათვის.“.

2. მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. მე-6 – მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 6. ვადები და საფასურის განაკვეთები

1. საჯარო რეესტრის წარმოებისათვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია შემდეგი საფასურის განაკვეთები:

ა) უძრავ ნივთზე უფლების წარმოშობის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი;

ბ) უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი;

გ) მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობის წარმოშობის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში – 30 ლარი;

დ) მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებულ გირავნობაში ცვლილების რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში – 30 ლარი;

ე) იპოთეკის მოწმობის გაცემის, მასში ცვლილების ან მასზე ნებისმიერი სამართლებრივი ხასიათის შენიშვნის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი;

ვ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის წარმოშობის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში – 20 ლარი;

ზ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებულ ყადაღაში ცვლილების რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში – 20 ლარი.

2. საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობისათვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია შემდეგი საფასურის განაკვეთები:

ა) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის გაცემა – 1 სამუშაო დღის ვადაში – 15 ლარი;

ბ) მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის გაცემა – 1 სამუშაო დღის ვადაში – 15 ლარი;

გ) საკადასტრო გეგმის გაცემა – 2 სამუშაო დღის ვადაში – 5 ლარი;

დ) საკადასტრო რუკის გაცემა – 4 სამუშაო დღის ვადაში:

დ.ა) ქაღალდზე შესრულებული ვერსია – 1 გვერდი – 10 ლარი;

დ.ბ) ელექტრონული ვერსია – 10000 მ2 (1 ჰა)-ზე – 5 ლარი;

ე) ყადაღის არსებობის შესახებ ცნობის გაცემა – 1 სამუშაო დღის ვადაში – 7 ლარი;

ვ) მოთხოვნის მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, ყადაღის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის გაცემა – 4 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი;

ზ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცემა – 4 სამუშაო დღის ვადაში – 7 ლარი;

თ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან საინვენტარიზაციო გეგმის გაცემა – 4 სამუშაო დღის ვადაში – 5 ლარი;

ი) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასიათების გაცემა – 4 სამუშაო დღის ვადაში – 5 ლარი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა ამონაწერი გაიცემა რეგისტრაციის შედეგად.

    მუხლი 7. საფასურის გადახდის წესი და პირობები

1. დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კანონით დაწესებული საფასური.

2. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდება ერთეულ ნივთზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ერთეული უფლებისა და ყადაღის მიხედვით.

3. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარდა „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საფასური გადაიხდება ერთეული ნივთისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მიხედვით.

4. საფასური გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

    მუხლი 8. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება და ვადები

1. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია:

ა) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებული უფლებისა და ყადაღის შეწყვეტის რეგისტრაცია;

ბ) იპოთეკის მოწმობის გაუქმების რეგისტრაცია;

გ) უძრავ ნივთზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია;

დ) მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტში ტექნიკური ხარვეზის შესწორება;

ე) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის უფლებებისა და მათ სასარგებლოდ დადებული ყადაღის წარმოშობისა და რეგისტრირებულ უფლებაში და ყადაღაში ცვლილების რეგისტრაცია;

ვ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობისა და რეგისტრირებულ საგადასახადო გირავნობაში/იპოთეკაში ცვლილების რეგისტრაცია;

ზ) საჯარო დაწესებულება საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებულ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებისა და ინფორმაციის მიღებისათვის, ასევე ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებისათვის;

თ) საჯარო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ასლის გაცემა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაწესებულია შემდეგი ვადები:

ა) უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) უძრავ ნივთზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში;

გ) მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებული უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში;

დ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებული ყადაღის შეწყვეტის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში;

ე) იპოთეკის მოწმობის გაუქმების რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში;

ვ) მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტში ტექნიკური ხარვეზის შესწორება – 1 სამუშაო დღის ვადაში;

ზ) უძრავ ნივთზე სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის უფლების წარმოშობისა და რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში;

თ) მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის უფლების წარმოშობისა და რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში;

ი) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ დადებული ყადაღის წარმოშობისა და რეგისტრირებულ ყადაღაში ცვლილების რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში;

კ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობისა და რეგისტრირებულ საგადასახადო გირავნობაში/იპოთეკაში ცვლილების რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში;

ლ) საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობა საჯარო დაწესებულებისათვის – 4 სამუშაო დღის ვადაში;

მ) საჯარო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ასლის გაცემა – 4 სამუშაო დღის ვადაში.

    მუხლი 9. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი

1. გადახდილი საფასური ბრუნდება, თუ:

ა) დაინტერესებულ პირს არ უსარგებლია გადახდილი საფასურის შესაბამისი საჯარო რეესტრის წარმოებით ან ხელმისაწვდომობით. ამ შემთხვევაში საფასური ბრუნდება სრულად;

ბ) საფასური გადახდილია ამ კანონით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ კანონით განსაზღვრულ განაკვეთს შორის;

გ) საფასური გადახდილია ამ კანონის შესაბამისად საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებული პირის მიერ. ამ შემთხვევაში საფასური ბრუნდება სრულად.

2. საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან ერთი თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.

3. განცხადების განუხილველად დატოვების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის დროს გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

     „მუხლი 91. სადავო საკითხთა გადაწყვეტის წესი

საფასურთან დაკავშირებული დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 მაისი.

№4743–Iს