დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5648 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 18/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 48, 27/12/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/01/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.150.000.05.001.003.105 |
საქართველოს კანონი
„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 17.01.2005, მუხ. 14) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“–„ლ“ ქვეპუნქტები:
„თ) უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების წარმოშობის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი;
ი) უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ მიბმულ ვალდებულებაში ცვლილების რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი;
კ) უძრავ ნივთზე უფლების შეზღუდვის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი;
ლ) უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლების შეზღუდვაში ცვლილების რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი.“;
ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობისათვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია შემდეგი საფასურის განაკვეთები:
ა) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 15 ლარი;
ბ) მოძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 15 ლარი;
გ) საკადასტრო გეგმის მომზადება – 2 სამუშაო დღის ვადაში – 5 ლარი;
დ) საკადასტრო რუკის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში:
დ.ა) ქაღალდზე შესრულებული ვერსია – 1 გვერდი – 10 ლარი;
დ.ბ) ელექტრონული ვერსია – 10000 მ2 (1 ჰა)-ზე – 5 ლარი;
ე) ყადაღის არსებობის შესახებ ცნობის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 7 ლარი;
ვ) მოთხოვნის მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, ყადაღის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი;
ზ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 7 ლარი;
თ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან საინვენტარიზაციო გეგმის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 5 ლარი;
ი) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასიათების მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 5 ლარი;
კ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული დოკუმენტის ასლის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 1 გვერდი – 0,50 თეთრი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა ამონაწერი მზადდება რეგისტრაციის შედეგად, ხოლო „გ“ ქვეპუნქტი – როცა საკადასტრო გეგმა მზადდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლებადაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შედეგად.“.
2. მე-7 მუხლის მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდება ერთეულ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ერთეული უფლების მიხედვით, ხოლო „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – ერთეულ უძრავ ნივთზე ერთეული ვალდებულებისა და ერთეული შეზღუდვის მიხედვით.
3. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდება ერთეული ნივთისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მიხედვით.
4. საფასური გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით (მათ შორის, ონლაინ გადახდით).“.
3. მე-8 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებული უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების და ყადაღის შეწყვეტის რეგისტრაცია;“;
ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება;“;
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლების, უფლების შეზღუდვის და უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში;“;
ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება – 1 სამუშაო დღის ვადაში;“.
4. მე-9 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძველია ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე მოთხოვნის იდენტური რეგისტრირებული მონაცემის არსებობა. ამ შემთხვევაში საფასური ბრუნდება სრულად.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სარეგისტრაციო წარმოების და საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შეწყვეტის ან უარის თქმის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2007 წლის 18 დეკემბერი.
№5648–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები