დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 804 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 23/10/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 25/04/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016488 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/10/2015 - 16/12/2015)
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
|
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
განისაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში (შემდგომში - სასაზღვრო პოლიცია) თანამდებობრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთები თანდართული დანართების შესაბამისად (დანართი №1-42; №44-54).
|
მუხლი 2 |
განისაზღვროს:
ა) სამინისტროს მოსამსახურეთა (გარდა სასაზღვრო პოლიციისა) წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთები თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №43); ბ) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთები, თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №55). |
მუხლი 3 |
განისაზღვროს:
ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული პოლიციის ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების (გარდა სასაზღვრო პოლიციისა) გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური დანამატის ნორმები (დანართი №56); ბ) უცხო სახელმწიფოსა და საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცრის გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურების, სამედიცინო დაზღვევისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური დანამატის ნორმები (დანართი №57); გ) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სხვა დანამატები (დანართი №58). |
მუხლი 4 |
სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ყოველთვიური ფულადი სარგო განისაზღვროს 8 (რვა) ლარის ოდენობით, ხოლო სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა – 23 (ოცდასამი) ლარის ოდენობით.
|
მუხლი 5 |
სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს ყოველთვიურად დაუწესდეთ ფულად სარგოზე შემდეგი ოდენობის დანამატი:
ა) 25 ლარი – სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის II სამმართველოს III განყოფილების III ქვეგანყოფილების სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს; ბ) 9 ლარი – სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს, გარდა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის II სამმართველოს III განყოფილების III ქვეგანყოფილების სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებისა. |
მუხლი 6 |
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში მივლენილ სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოს გაცემის წესი და ოდენობა განისაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით.
|
მუხლი 7 |
1. დაუწესდეს სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეს (გარდა სასაზღვრო პოლიციისა) სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ფულად სარგოზე (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით:
ა) 1-დან 2 წლამდე – 5%; ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%; გ) 5-დან 10 წლამდე – 15%; დ) 10 წელი და მეტი – 20%. 2. დაუწესდეს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ფულად სარგოზე (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით: ა) 1-დან 2 წლამდე – 5%; ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%; გ) 5-დან 10 წლამდე – 15%; დ) 10-დან 15 წლამდე – 20%; ე) 15 წელი და მეტი – 25%. 3. საჯარო მოხელესა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამოქალაქო პირს, რომელსაც უკავია შტატით გათვალისწინებული თანამდებობა და არ გააჩნია წოდება, სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭების შემთხვევაში, ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატის დაანგარიშებისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში მინისტრის თანხმობით, ნამსახურობაში ჩაეთვლება სამინისტროს სისტემაში წოდების გარეშე მუშაობის პერიოდი. 4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების, სასაზღვრო პოლიციის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობის დანამატისთვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვალოს სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით ნამსახურები პერიოდი სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით სწავლის პერიოდის ჩათვლით. |
მუხლი 8 |
1. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია, ცნობა ან წელთა ნამსახურობის შესახებ ამონაწერი წარუდგინოს სამინისტროს შესაბამის საფინანსო სამსახურს.
2. სამინისტროს შესაბამისმა საფინანსო სამსახურებმა ნამსახურები წლების დანამატის დარიცხვა განახორციელონ შესაბამისი ცნობის (ამონაწერი) წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. |
მუხლი 9 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის №42 ბრძანება. |
მუხლი 10 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი
|
დანართი №1
ადმინისტრაცია (დეპარტამენტი)
დანართი №2 იურიდიული დეპარტამენტი
დანართი №3 საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
დანართი №4 ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის დეპარტამენტი
დანართი №5 შიდა აუდიტის დეპარტამენტი
დანართი №6 გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი)
დანართი №7
ეკონომიკური დეპარტამენტი
დანართი №8 ლოჯისტიკის დეპარტამენტი
დანართი №9 ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი (III სამმართველოს გარდა)
დანართი №10 ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის III სამმართველო
დანართი №11 საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი (რეგიონალური დანაყოფების გარდა)
დანართი №12 საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის რეგიონალური დანაყოფები
დანართი №13 საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი (საინფორმაციო ცენტრის (მთავარი სამმართველოს) უფროსის მოადგილეების, სტატისტიკის, პროგრამული უზრუნველყოფისა და მონაცემთა მართვის სამმართველოს პროგრამული უზრუნველყოფისა და ოპერატიული ინფორმაციის მართვის განყოფილებისა და ოპერატიული საქმიანობის ანალიზის სამმართველოს გარდა)
დანართი №14 საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის (მთავარი სამმართველოს) უფროსის მოადგილეები და სტატისტიკის, პროგრამული უზრუნველყოფისა და მონაცემთა მართვის სამმართველოს პროგრამული უზრუნველყოფისა და ოპერატიული ინფორმაციის მართვის განყოფილება
დანართი №15 საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ოპერატიული საქმიანობის ანალიზის სამმართველო
დანართი №16 ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი (საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) და სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს გარდა)
დანართი №17 ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრი (მთავარი სამმართველო)
დანართი №18 ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ღონისძიებების სამმართველო (უზრუნველყოფის განყოფილებისა და სამორიგეო ქვეგანყოფილების გარდა)
დანართი №19 ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს უზრუნველყოფის განყოფილება და სამორიგეო ქვეგანყოფილება
დანართი №20 საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსა და ადგილობრივი (რეგიონული) დანაყოფების გარდა)
დანართი №21 საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველო
დანართი №22
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადგილობრივი (რეგიონალური) დანაყოფები
დანართი №23 საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო (დეპარტამენტი)
დანართი №24 სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის, საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს, შეიარაღების სამმართველოს, პირადი დაცვის სპეციალური სამმართველოს, სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტისა და სამობილიზაციო სამმართველოს გარდა)
დანართი №25 სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი (შტაბის, საშტაბო სამსახურებში შემავალი განყოფილებებისა და სამედიცინო სამსახურის გარდა)
დანართი №26 სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შტაბი, საშტაბო სამსახურებში შემავალი განყოფილებები და სამედიცინო სამსახური
დანართი №27 სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი (განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს გარდა)
დანართი №28 სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო
დანართი №29
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველო (საბრძოლო მომზადების და დაგეგმარების განყოფილების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ქვეგანყოფილების გარდა)
დანართი №30 სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს საბრძოლო მომზადების და დაგეგმარების განყოფილების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება
დანართი №31 სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის შეიარაღების სამმართველო
დანართი №32
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის პირადი დაცვის სპეციალური სამმართველო
დანართი №33 სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტი
დანართი №34 სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სამობილიზაციო სამმართველო
დანართი №35 რეფორმებისა და განვითარების სააგენტო (დეპარტამენტი)
დანართი №36 საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
დანართი №37 ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტი
დანართი №38 მიგრაციის დეპარტამენტი
დანართი №39 ტერიტორიული ორგანოები (ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ტერიტორიული ორგანოების ადმინისტრაციის (სამმართველოს) უფროსის, საერთო განყოფილების, კანცელარიის, ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების, საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილებისა და კინოლოგიის ჯგუფის გარდა)
დანართი №40 ტერიტორიული ორგანოების (ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გარდა) ტერიტორიული ორგანოების ადმინისტრაციის (სამმართველოს) უფროსი, საერთო განყოფილება, კანცელარია, ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება, საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება და კინოლოგიის ჯგუფი
დანართი №41 ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტი (ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) (ოპერატიული აღრიცხვის განყოფილების გარდა), ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს, საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოსა და რაიონული სამმართველოების საერთო განყოფილებებისა და საქმისწარმოების უზრუნველყოფის ჯგუფების (კანცელარია) გარდა)
დანართი №42 ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაცია (სამმართველო) (ოპერატიული აღრიცხვის განყოფილების გარდა), ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო, საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო და რაიონული სამმართველოების საერთო განყოფილებები და საქმისწარმოების უზრუნველყოფის ჯგუფები (კანცელარია)
დანართი №43 სამინისტროს მოსამსახურეთა (გარდა სასაზღვრო პოლიციისა) წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთები
დანართი №44 სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობა, ადმინისტრაცია (მთავარი სამმართველო), საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო, სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველო
დანართი №45 სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო (გარდა აღმოსავლეთის და დასავლეთის რეგიონული ოპერატიული სამმართველოებისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის, ანალიზის და კოორდინაციის სამმართველოს რეგიონული სამსახურის რეგიონული ჯგუფებისა)
დანართი №46 სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთის და დასავლეთის რეგიონული ოპერატიული სამმართველოები და საინფორმაციო უზრუნველყოფის, ანალიზის და კოორდინაციის სამმართველოს რეგიონული სამსახურის რეგიონული ჯგუფები
დანართი №47
სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი (სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რეგიონული ქვედანაყოფების (სამმართველოების) გარდა)
დანართი №48
სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რეგიონული ქვედანაყოფები (სამმართველოები) (მობილური ოცეულების (ჯგუფი), სასაზღვრო სექტორების, დროებითი პოსტების, საქმისწარმოების ჯგუფების (განყოფილება), საკადრო უზრუნველყოფის ჯგუფების (განყოფილება), უზრუნველყოფის ჯგუფების (განყოფილება), საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილებებისა და დაცვის ქვეგანყოფილებების გარდა)
დანართი №49 სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რეგიონული ქვედანაყოფების (სამმართველოები) მობილური ოცეულები (ჯგუფი), სასაზღვრო სექტორები და დროებითი პოსტები
დანართი №50 სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რეგიონალური ქვედანაყოფების (სამმართველოების) საქმისწარმოების ჯგუფები (განყოფილება), საკადრო უზრუნველყოფის ჯგუფები (განყოფილება), უზრუნველყოფის ჯგუფები (განყოფილება) (სექტორის უზრუნველყოფის ჯგუფების გარდა), საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილებები და დაცვის ქვეგანყოფილებები
დანართი №51
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი (სანაპირო დაცვის პოლიტიკის უზრუნველყოფის სამმართველოს, ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს და საკადრო უზრუნველყოფის განყოფილების აბორდაჟის ინსტრუქტორთა ჯგუფის გარდა)
დანართი №52 სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სანაპირო დაცვის პოლიტიკის უზრუნველყოფის სამმართველო, ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველო და საკადრო უზრუნველყოფის განყოფილების აბორდაჟის ინსტრუქტორთა ჯგუფი
დანართი №53
სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველო
დანართი №54 სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველო
დანართი №55 სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთები
დანართი №56 საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული პოლიციის ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების (გარდა სასაზღვრო პოლიციისა) გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური დანამატის ნორმები
შენიშვნა: ამ დანართით განსაზღვრული გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების დანამატი ანაზღაურდება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში იმ საბანკო დაწესებულების ანგარიშზე, რომლის მონაცემებიც იქნება მიწოდებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის. 1. სამედიცინო დაზღვევის ხარჯები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის მიერ სამედიცინო დაზღვევის ანაზღაურებისათვის სავალდებულოა სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების დამადასტურებელი ორიგინალი და ქართულ ენაზე თარგმნილი, ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების წარმოდგენა, დაზღვევის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ორიგინალი საბუთის (ქვითარი ან/და საბანკო ამონაწერი) წარმოდგენა ყოველკვარტალურად. ზემოაღნიშნული ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს ამ დანართით გათვალისწინებული ოდენობისა. 2. განთავსების ხარჯები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში განთავსების ხარჯის ანაზღაურებისათვის სავალდებულოა ბინის ქირავნობის დამადასტურებელი ორიგინალი და ქართულ ენაზე თარგმნილი, ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების წარმოდგენა და ბინის ქირის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ორიგინალი საბუთის (ქვითარი ან/და საბანკო ამონაწერი) წარმოდგენა ყოველკვარტალურად. ზემოაღნიშნული ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს ამ დანართით გათვალისწინებული ოდენობისა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის ვადამდე გამოწვევის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვადამდე გამოწვევასთან ერთად ხდება მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება/დათხოვნა პირადი განცხადების, დისციპლინური გადაცდომის ან შეუსაბამობის გამო) ბინის ქირავნობის ვადამდე შეწყვეტის გამო ანაზღაურებული ან ასანაზღაურებელი ჯარიმის/საურავის (სხვა სახის პასუხისმგებლობის ზომა) ოდენობა და ამ თანხების გადახდის წინაპირობები. 3. შენახვის ხარჯები შენახვის ხარჯების ნორმა მოიცავს ოფისის მოწყობისათვის საჭირო ინვენტარისა და სხვადასხვა მოწყობილობის (საკომუნიკაციო) ექსპლუატაციის ხარჯებს. 4. მოკლევადიანი მივლინება მოკლევადიანი სამსახურებრივი მივლინება ადგილსამყოფელი ქვეყნის ფარგლებში და მის გარეთ წინასწარ უნდა ეცნობოს კოორდინატორ სტრუქტურულ ერთეულს. შესაბამისი ბრძანების გამოცემის შემთხვევაში პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცერს აუნაზღაურდება მგზავრობისა („ეკონომ“ კლასის სამგზავრო ბილეთი ან საწვავის ხარჯი) და განთავსების ხარჯები. მგზავრობის ხარჯი ანაზღაურდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის მიხედვით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, ხოლო განთავსების ხარჯი ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 5. კუთვნილი შვებულება წელიწადში ერთხელ კუთვნილი შვებულების მგზავრობის ხარჯებს („ეკონომ“ კლასის სამგზავრო ბილეთი ან საწვავის ხარჯი წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად) პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცერსა და მათი ოჯახის წევრებს სამინისტრო აუნაზღაურებს მხოლოდ საქართველოს მიმართულებით და უკან, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში. 6. დამატებითი ხარჯი 1. დასაბუთებული მოთხოვნებისა და კოორდინატორი სტრუქტურული ერთეულის შუამდგომლობით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე: ა) ხორციელდება საოფისე ინვენტარის, მოწყობილობებისა და სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად, ასევე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების დასაზღვევად და საბურავების შესაძენად დამატებითი თანხების გამოყოფა; ბ) აგრეთვე საჭიროების დასაბუთების შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფინანსება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადასახდელების დადასტურება ხორციელდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენით. 7. როტაციის წესით სამუშაო მივლინებისას პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე უნაზღაურდება პირველადი მოწყობის ხარჯები, რომელიც მოიცავს: ა) ბინის დაქირავებამდე გასაწევ ხარჯებს (სასტუმრო და სხვა ხარჯები, არა უმეტეს 10 დღისა) - ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) ბინის დაქირავებასთან დაკავშირებულ ხარჯებს: 1. მაკლერის და სხვა შესაბამისი ხარჯები, რომელიც ანაზღაურდება გადახდის დამადასტურებელი ორიგინალი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში; 2. ბინის ქირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ბინის დეპოზიტის თანხა, რომლის გადახდისა და დამქირავებლისთვის უკან დაბრუნების წინაპირობები გათვალისწინებულია წარმოდგენილი ბინის ქირავნობის ხელშეკრულებით; გ) სამუშაო პირობების შექმნის მიზნით, როტაციასთან დაკავშირებული პირველადი მოწყობის ხარჯები (საოფისე ინვენტარისა და სხვა შესაბამისი ხარჯი), ანაზღაურდება სამინისტროს მიერ წინასწარ, რომლის ანგარიშგებას შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის პოლიციის ატაშე ან/და მეკავშირე ოფიცერი ახორციელებს საჭირო შესყიდული საქონლის შეძენის დამადასტურებელი ორიგინალი დოკუმენტაციის წარმოდგენით. 8. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებულ პოლიციის ატაშეებსა და მეკავშირე ოფიცრებს, ასევე მათი ოჯახის თითოეულ წევრს აუნაზღაურდება: ა) როტაციის წესით, როგორც სამუშაო მივლინების, აგრეთვე სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის (მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების გამო მივლინების შეწყვეტისას) ან სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვევის შემთხვევაში საქართველოსა და მივლინების ადგილს შორის მგზავრობის ხარჯები („ეკონომ“ კლასის სამგზავრო ბილეთი ან საწვავის ხარჯი წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, ასევე სამსახურებრივ ავტომანქანასთან დაკავშირებული ფასიანი გზებისა და პარკინგის ხარჯები); ბ) ბარგის გადაზიდვის ხარჯები – ერთ პირზე არა უმეტეს 80 კგ-ის ოდენობით, საერთო ღირებულებით არა უმეტეს „ეკონომ“ კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-ისა, ხოლო ოჯახზე – არა უმეტეს 240 კგ-ისა, საერთო ღირებულებით არაუმეტეს „ეკონომ“ კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 200%-ისა. დანართი №57 უცხო სახელმწიფოსა და საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცრის გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურების, სამედიცინო დაზღვევისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური დანამატის ნორმები
შენიშვნა: 1. მივლინებაში მყოფი პირი ვალდებულია, შენახვის ხარჯების ასანაზღაურებლად წარმოადგინოს ბინის დაქირავების ხელშეკრულება. 2.ამ პუნქტით დადგენილი ნორმის ფარგლებში სამედიცინო დაზღვევის თანხის ანაზღაურება ხდება სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტის შესაბამისად, ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მიხედვით. 3. მივლინებული მეკავშირე ოფიცრის როტაციასთან დაკავშირებული პირველადი მოწყობის ერთჯერადი ხარჯების ანაზღაურება ხდება წინასწარ, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მიერ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს 3850 (სამი ათას რვაას ორმოცდაათი) ფუნტს. 4. გრძელვადიან მივლინებაში მყოფი მეკავშირე ოფიცრის მოკლევადიანი მივლინებისას ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობისა და განთავსების ხარჯები. 5. მივლინებულ მეკავშირე ოფიცერსა და მისი ოჯახის თითოეულ წევრს აუნაზღაურდება: ა) მივლინებისა და კუთვნილი შვებულების შემთხვევაში – საქართველოში/საქართველოდან მგზავრობის ეკონომკლასის ბილეთების ღირებულება; ბ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების, აგრეთვე მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის (მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნის გამო მივლინების შეწყვეტისას) ან მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვევის შემთხვევაში, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხარჯები, ხოლო პირადი ტვირთის გადაზიდვის ხარჯები - არა უმეტეს 200 (ორასი) ფუნტის ოდენობით. 6. როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის (მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნის გამო მივლინების შეწყვეტისას) ან მივლინების ვადის გასვლის გამო მეკავშირე ოფიცრის გამოწვევა სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტის შესაბამისად შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლების თარიღიდან არა უმეტეს 20 კალენდარული დღის ვადაში. 7. შენიშვნის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეკავშირე ოფიცერს მიეცემა ამ პუნქტით განსაზღვრული გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯები სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში. 8. თუ მეკავშირე ოფიცრის მივლინების შეწყვეტა ხდება დისციპლინური გადაცდომის ან პირადი განცხადების საფუძველზე, იგი ვალდებულია დააბრუნოს წინასწარ გაცემული ბოლო თვის შენახვის ხარჯები მივლინების შეწყვეტის შემდეგ დარჩენილი დღეების გათვალისწინებით. დანართი №58
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სხვა დანამატები 1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს, რომლებიც ქვედანაყოფებთან ერთად გასული არიან მუდმივი დისლოკაციის (დაბანაკების) პუნქტის გარეთ სასწავლო-საწვრთნელ ცენტრებში, ბანაკებში, პოლიგონებზე, სათადარიგო აეროდრომებზე, მანევრებსა და წვრთნებზე ამოცანათა დამუშავებისათვის, ახალი სპეციალური ტექნიკის შესწავლისა და ათვისებისათვის (მეცადინეობაზე გასვლის დღიდან მეცადინეობის დამთავრების დღის ჩათვლით) ყოველდღიური ანაზღაურების სახით ეძლევათ დანამატი თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ოდენობით. 2. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორს (მრჩეველი) დაუწესდეს თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიური დანამატი 820 ლარის ოდენობით. 3. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტებს (ექიმი-თერაპევტი) და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რეგიონალური ქვედანაყოფების (სამმართველოები) წამყვან სპეციალისტებს (ექიმი, ექიმი-თერაპევტი და ექიმი-სტომატოლოგი) დაუწესდეთ თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიური დანამატი 215 ლარის ოდენობით. 4. სასაზღვრო პოლიციის მფრინავებსა და მფრინავთა შემადგენლობას თანამდებობრივ სარგოზე ეძლევათ დანამატი შემდეგი ოდენობით:
5. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს: საავიაციო და რადიო-ელექტრონული მოწყობილობების შემოწმების და შეკეთების განყოფილებისა და საფრენი აპარატების ტექნიკური ექსპლუატაციის განყოფილების თანამშრომლებს დაუწესდეთ თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიური დანამატი შემდეგი ოდენობით:
6.სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს სასაზღვრო პოლიციის უფროსის გადაწყვეტილებით ეძლევა შემდეგი დანამატი: ა) სამაშველო-სამძებრო ოპერაციებში მონაწილეობისას ზღვაში ყოფნის ყოველი ერთი საათისათვის – 2 ლარი; ბ) ზღვაში სასაზღვრო პოლიციური ოპერაციის ჩატარებისას ზღვაში ყოფნის ყოველი ერთი საათისათვის – 1 ლარი; გ) საქართველოს საზღვაო სივრცეში პატრულირებისას ზღვაში ყოფნის ყოველი ერთი საათისათვის – 2 ლარი; დ) პატრულირების შეზღუდული მზადყოფნის რეჟიმში ბაზაში დგომის ყოველი ერთი საათისათვის – 0.50 ლარი; ე) ზღვაში ყოფნის ყველა სხვა შემთხვევაში (წვრთნები, მანევრები და სხვ.) ყოველი ერთი საათისათვის – 0.50 ლარი. 7. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს ყოველი ერთი საათის განმავლობაში წყალქვეშ შესრულებული სამუშაოსათვის ეძლევა დანამატი შემდეგი ოდენობით: ა) 10 მეტრ სიღრმემდე – 50 ლარი; ბ) 10 მეტრზე და უფრო ღრმად – 100 ლარი.
|
დოკუმენტის კომენტარები