დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 ოქტომბრის №804 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 145 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016520 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 ოქტომბრის №804 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 ოქტომბრის №804 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 23/10/2015, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016488) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლით დამტკიცებული დანართი №57 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №57
|
სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცრის გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური დანამატის ნორმები
|
შენიშვნა: გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ამ დანართით განსაზღვრული დანამატი ჩაირიცხება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს იმ საბანკო დაწესებულების ანგარიშზე, რომლის მონაცემებიც იქნება მიწოდებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის. 1. სამედიცინო დაზღვევის ხარჯები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში სამედიცინო დაზღვევის ასანაზღაურებლად სავალდებულოა, სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცერმა უზრუნველყოს სადაზღვევო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ორიგინალი და ქართულ ენაზე თარგმნილი, ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებისა და დაზღვევის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი საბუთის (ქვითარი ან/და საბანკო ამონაწერი) ორიგინალის წარმოდგენა ყოველკვარტალურად. ზემოაღნიშნული ხარჯების ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ამ დანართით გათვალისწინებული ოდენობისა. 2. განთავსების ხარჯები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში განთავსების ხარჯის ანაზღაურებისათვის სავალდებულოა ბინის ქირავნობის დამადასტურებელი ორიგინალი და ქართულ ენაზე თარგმნილი, ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების წარმოდგენა და ბინის ქირის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ორიგინალი საბუთის (ქვითარი ან/და საბანკო ამონაწერი) წარმოდგენა ყოველკვარტალურად. ზემოაღნიშნული ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ამ დანართით გათვალისწინებული ოდენობისა. სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცრის ვადამდე გამოწვევის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვადამდე გამოწვევასთან ერთად ხდება მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება/დათხოვნა პირადი განცხადების, დისციპლინური გადაცდომის ან შეუსაბამობის გამო) სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ბინის ქირავნობის ვადამდე შეწყვეტის გამო ანაზღაურებული ან ასანაზღაურებელი ჯარიმის/საურავის (სხვა სახის პასუხისმგებლობის ზომა) ოდენობა და ამ თანხების გადახდის პირობები. 3. შენახვის ხარჯები შენახვის ხარჯების ნორმა მოიცავს ოფისისათვის საჭირო ინვენტარისა და სხვადასხვა მოწყობილობის (საკომუნიკაციო საშუალებები) ექსპლუატაციის ხარჯებს. 4. მოკლევადიანი მივლინება ადგილსამყოფელი ქვეყნის ფარგლებში და მის გარეთ მოკლევადიანი სამსახურებრივი მივლინების შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს. სათანადო ბრძანების გამოცემის შემთხვევაში სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცერს აუნაზღაურდება მგზავრობისა (ეკონომკლასის სამგზავრო ბილეთი ან საწვავის ხარჯი) და განთავსების ხარჯები. მგზავრობის ხარჯის ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის მიხედვით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, ხოლო განთავსების – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 5. კუთვნილი შვებულება კუთვნილი შვებულებისას მგზავრობის ხარჯებს (ეკონომკლასის სამგზავრო ბილეთი ან საწვავის ხარჯი წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად) სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცერსა და მისი ოჯახის წევრებს წელიწადში ერთხელ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია აუნაზღაურებს მხოლოდ საქართველოს მიმართულებით და უკან, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში. 6. დამატებითი ხარჯი ა) დასაბუთებული მოთხოვნების შემთხვევაში, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის შუამდგომლობით, სასაზღვრო პოლიციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე: ა.ა) ხორციელდება საოფისე ინვენტარის, ტექნიკური, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო საშუალებების და საბურავების შესაძენად, ასევე სატრანსპორტო საშუალებების დასაზღვევად დამატებითი თანხების გამოყოფა; ა.ბ) აგრეთვე საჭიროების დასაბუთების შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფინანსებაც; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადასახდელების დადასტურება, ხორციელდება ფაქტობრივად გაწეული გადასახდელების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენით . 7. როტაცია როტაციის წესით სამუშაო მივლინებისას სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცერს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე უნაზღაურდება პირველადი მოწყობის ხარჯები, რომელიც მოიცავს: ა) ბინის დაქირავებამდე გასაწევ ხარჯებს (სასტუმრო და სხვა ხარჯები, არაუმეტეს 10 დღისა) – ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) ბინის დაქირავებასთან დაკავშირებულ ხარჯებს: ბ.ა) მაკლერის და სხვა შესაბამის ხარჯებს, რომელიც ანაზღაურდება გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ორიგინალების წარმოდგენის შემთხვევაში; ბ.ბ) ბინის ქირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ბინის დეპოზიტის თანხას, რომლის გადახდისა და დამქირავებლისთვის უკან დაბრუნების პირობები გათვალისწინებულია ბინის ქირავნობის წარმოდგენილი ხელშეკრულებით; გ) სამუშაო პირობების შექმნის მიზნით, როტაციასთან დაკავშირებული პირველადი მოწყობის ხარჯები (საოფისე ინვენტარისა და სხვა შესაბამისი ხარჯები) ანაზღაურდება სასაზღვრო პოლიციის მიერ წინასწარ, რომლის ანგარიშგებას სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცერი ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის საჭირო საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ორიგინალის წარმოდგენით. 8. მივლინებული სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცრის, ასევე მისი ოჯახის თითოეული წევრის მგზავრობისა და ბარგის გადაზიდვის ხარჯების ანაზღაურება მივლინებულ სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცერს, ასევე მისი ოჯახის თითოეულ წევრს აუნაზღაურდება: ა) როგორც როტაციის წესით სამუშაო მივლინების, ასევე სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის (მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების გამო მივლინების შეწყვეტისას) ან სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვევის შემთხვევაში საქართველოსა და მივლინების ადგილს შორის მგზავრობის ხარჯები (ეკონომკლასის სამგზავრო ბილეთი ან საწვავის ხარჯი წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, ასევე სამსახურებრივ ავტომანქანასთან დაკავშირებული ფასიანი გზებისა და პარკინგის ხარჯები); ბ) ბარგის გადაზიდვის ხარჯები – ერთ პირზე არაუმეტეს 80 კგ-ისა, საერთო ღირებულებით არაუმეტეს ეკონომკლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-ისა, ხოლო ოჯახზე – არაუმეტეს 240 კგ-ისა, საერთო ღირებულებით არაუმეტეს ეკონომკლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 200%-ისა.
| |||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები