დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 ოქტომბრის №804 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 115 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/03/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016508 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 ოქტომბრის №804 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 ოქტომბრის №804 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 23.10.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016488) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლით დამტკიცებული №16, №39 და №41 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი
|
დანართი №16
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი (საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) და სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს გარდა)
დანართი №39 ტერიტორიული ორგანოები (ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ტერიტორიული ორგანოების ადმინისტრაციის (სამმართველოს) უფროსის, საერთო განყოფილების, კანცელარიის, ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების, საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილებისა და კინოლოგიის ჯგუფის გარდა)
დანართი №41 ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტი (ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) (ოპერატიული აღრიცხვის განყოფილების გარდა), ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს, საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოსა და რაიონული სამმართველოების საერთო განყოფილებებისა და საქმისწარმოების უზრუნველყოფის ჯგუფების (კანცელარია) გარდა)
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები