დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 88 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100060000.22.038.016503 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/08/2015 - 24/06/2016)
|
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ
|
პატიმრობის კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებთ:
|
| მუხლი 1 |
განისაზღვროს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმები №1 დანართის და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები №2 დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 20-25 მაისი №87-83/ნ ერთობლივი ბრძანება.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმები
|
თავი I
ზოგადი დებულებები მუხლი 1. რეგულირების სფერო 1. ეს დანართი განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) პენიტენციურ დაწესებულებებში (შემდგომში – დაწესებულება) მყოფ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა (შემდგომში – ბრალდებული/მსჯავრდებული) ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო კვების ორგანიზებისათვის აუცილებელ ნორმებს. 2. ამ ნორმების დაცვა სავალდებულოა დაწესებულებებისათვის, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეთათვის და სამინისტროს იმ კონკტრაქტორი იურიდიული პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ დაწესებულებების კვებით მომსახურებას. მუხლი 2. ზოგადი დებულებები 1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვების რეჟიმი განსაზღვრავს დღის განმავლობაში კვების ჯერადობას, მათ შორის, ფიზიოლოგიური თვალსაზრისით გამართლებული შუალედების დაცვას, ასევე შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დამტკიცებული ნორმების მიზანმიმართულ განაწილებას დღისა და კვირის განმავლობაში და საკვების მიღებას მენიუ - განრიგით მკაცრად განსაზღვრული დროის მონაკვეთში. 2. განსაკუთრებულ სიტუაციებსა და პირობებში დასაშვებია დადგენილი კვების რეჟიმის შეცვლა და ახლის შემუშავება სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მონაწილეობით. მუხლი 3. კვების ორგანიზება დაწესებულებაში 1. დაწესებულებაში კვების ორგანიზება უნდა შეესაბამებოდეს დაბალანსებულობისა (ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების თანაფარდობა) და კალორიულობის დადგენილ ნორმებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დაწესებულებაში მყოფ პირთა ჯანმრთელობის შენარჩუნება. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება. 2. პენიტენციურ დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. 3. განსაკუთრებული (დიეტური) კვების რეჟიმის საჭიროების მქონე ბრალდებულები/მსჯავრდებულები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ექიმის მიერ სამედიცინო ჩვენების შესაბამისად დადგენილი სამკურნალო კვებისათვის აუცილებელი პროდუქტებით, ამ ბრძანების დანართის №1-ის მოთხოვნების გათვალისწინებით. თავი II კვების რეჟიმები და დაგეგმვა მუხლი 4. დღიური კვება 1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დღიური კვება უნდა იყოს სამჯერადი. შუალედი საკვების მიღებათა შორის არ უნდა აღემატებოდეს 5 – 6 საათს. 2. სამჯერადი კვების მენიუ – განრიგის შედგენისას დაუშვებელია დღიურ მენიუში ჩაირთოს ერთნაირი დასახელების კერძები. 3. კვების დაგეგმვისას რეკომენდებულია ვახშამი დაიგეგმოს გასაყრისის გამოცხადებამდე 2-3 საათით ადრე. 4. საკვებით მიღებულ ენერგიასა და მის ხარჯვას შორის პროპორციის გათვალისწინებით დასაშვებია დღიურ რაციონში, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების რეკომენდებული მოხმარების შესაბამისად, ენერგეტიკული მაჩვენებელი მერყეობდეს 2390 კკალ-დან 2900 კკალ-მდე ცალკეული დღეების მიხედვით. 5. დღიური რაციონი კალორიულობის მიხედვით უნდა იქნეს გადანაწილებული შემდეგი მოთხოვნების დაცვით: ა) საუზმე 30 – 35%; ბ) სადილი – 40 – 45%; გ) ვახშამი – 30 – 20%. მუხლი 5. საუზმე 1. საუზმის მოსამზადებლად მიზანშეწონილია ცილებითა და ცხიმებით მდიდარი პროდუქტების გამოყენება. 2. საუზმეზე შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს კვების მინიმალური ნორმებით დადგენილი ხორცის ან თევზეულის ჩართვა კერძში გარნირთან ერთად. გარნირად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს – მაკარონი ან მისი ნაწარმი, წიწიბურის ან ბრინჯის ფაფა, ბოსტნეულის გარნირი. საუზმეზე აუცილებელია ასევე ჩაის ან სხვა ცხელი სასმელის გათვალისწინება. მუხლი 6. სადილი სადილი, როგორც წესი, უნდა შედგებოდეს საუზმეულისა (ცივი კერძის) და ცხელი კერძის (კვირაში არანაკლებ 4 – 5 – ჯერ – წვნიანი კერძი), ან ორი დასახელების ცხელი კერძისგან (მათგან ერთი – წვნიანი კერძი). მუხლი 7. ვახშამი ვახშამი უნდა იყოს სადილთან და საუზმესთან შედარებით უფრო მსუბუქი და შეიცავდეს ადვილად მოსანელებელ კერძს და ჩაის. მუხლი 8. მენიუ - განრიგი 1. დეპარტამენტის დირექტორი ამტკიცებს 4 სახის (სეზონის შესაბამის) ყოველკვირეულ მენიუ-განრიგებს ამ ბრძანებით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში. 2. ულუფის დღიური განრიგის შემდგენელ პირთა შორის აუცილებელია სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენლისა და უფროსი მზარეულის (მზარეულ-ინსტრუქტორი) მონაწილეობა. 3. მენიუ - განრიგი, როგორც წესი, უნდა შედგეს ერთი კვირის ვადისთვის ყოველდღიური ნორმების გათვალისწინებით, სამ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (დედანი) ინახება პენიტენციურ დეპარტამენტში, მეორე დაწესებულებაში, ხოლო მესამე ეგზემპლარი უნდა გამოიკრას დაწესებულების საერთო სარგებლობის სივრცეში, ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის გაცნობის მიზნით. 4. მენიუ - განრიგის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის დადგენილი კვების რეჟიმი და სასურსათო ნორმები; ბ) სასურსათო საწყობში არსებული პროდუქტების ასორტიმენტი და რაოდენობა; გ) სეზონის თავისებურებები; დ) დამატებითი პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობა;– ე) მზარეულების რაოდენობა და კვალიფიკაცია; ვ) სასადილოს აღჭურვილობა ტექნოლოგიური და სამაცივრო დანადგარებით; ზ) ცალკეულ შემთხვევებში დასაშვებია, შეძლებისდაგვარად იქნეს გათვალისწინებული ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სურვილები და მოთხოვნილებები მათი სამედიცინო ჩვენებების, აგრეთვე, რელიგიური ან სხვა ნიშნების მიხედვით. 5. მენიუ - განრიგის შედგენის მეთოდიკა გულისხმობს ერთი კვირის ვადისთვის კერძების სწორ შერჩევას და თითოეულ მიღებაზე მათ სწორ გადანაწილებას. 6. ერთი კვირისათვის შედგენილ მენიუ - განრიგში ერთი დასახელების კერძის ჩართვა დასაშვებია არა უმეტეს 2-3 ჯერ. 7. მენიუ - განრიგის შედგენისას აუცილებელია გათვალიწინებულ იქნეს ბურღულეულისა და ბოსტნეულის გარნირების მონაცვლეობა. 8. მენიუ - განრიგში კერძების დასახელება შეტანილი უნდა იქნეს გარკვევით, სრულად, ყოველგვარი შემოკლებების გარეშე. მაგალითად: მოხარშული ხორცი წიწიბურას ფაფით, მოშუშული თევზი კარტოფილის პიურეთი და ა.შ. 9. მენიუ - განრიგში უნდა ჩაირთოს კვირის განმავლობაში დადგენილი პროდუქტები მთლიანად (ჩანაცვლების ნორმების გათვალისწინებით). 10. კვების მრავალფეროვნების მისაღწევად ცალკეულ დღეებში შესაძლებელია პროდუქტების შეცვლის დადგენილი ნორმების გათვალისწინება და ერთი პროდუქტის შეცვლა მეორე პროდუქტით. 11. დღიურ რაციონში პროდუქტების სწორი გადანაწილებისათვის და მენიუ-განრიგის იოლი შედგენისათვის რეკომენდებულია გამოყენებულ იქნეს პროდუქტების უკვე დადგენილი მუდმივი ჯამური ნაკრები, როგორც ცივი საუზმეულისათვის, ასევე პირველი თუ მეორე თავი კერძებისათვის. მუხლი 9. ხორცეულისა და თევზეულის კერძები 1. საუზმეზე ხორციანი კერძის მოსამზადებლად რეკომენდებულია ხორცის ჩაშუშვა ან მოხარშვა, ხოლო სადილზე დასაშვებია მომზადდეს შემწვარი ხორცის კერძი ხორცის ჩახოხბილი, კატლეტი ან სხვა. 2. თევზეულის კერძები უნდა მომზადდეს ასევე ფართო ასორტიმენტში: თევზი შემწვარი, მოშუშული, გამომცხვარი და სხვა. თევზეულის კერძებისათვის რეკომენდებულია ბოსტნეულის გარნირების გამოყენება. 3. ხორცეულისა და თევზეულის კერძები კვების თითოეულ ჯერზე, ან თითოეულ დღეზე რეკომენდებულია მომზადდეს მონაცვლეობით. 4. ბოსტნეულის ან ვინეგრეტებისგან წარმოდგენილ ცივ საუზმეულთან ერთად შესაძლებელია დამარილებული ქაშაყის გამოყენება. ამ შემთხვევაში შესაძლებელია შემცირდეს თევზის სხვა კერძის რაოდენობა. 5. იკრძალება დამარილებული ქაშაყის გამოყენება თევზეულის კერძების მოსამზადებლად. 6. შენაცვლებადი ცხრილების გამოყენების შემთხვევაში, მენიუ-განრიგში ხორცის კერძების შეტანა უნდა დაიგეგმოს არანაკლებ კვირაში 3-ჯერ, თევზეულის კერძებისა კი – არანაკლებ კვირაში 2- ჯერ. 7. მეორე კერძის გარნირად რეკომენდებულია მომზადდეს არა ბლანტი, არამედ ფანტია ფაფები. მუხლი 10. სხვადასხვა კერძები და პროდუქტები 1. პურის დაჭრილი სახით გაცემის შემთხვევაში, ჭვავის პურის კმაყოფაზე მყოფ პირთა ულუფაში მთლიანი პური უნდა გადანაწილდეს შემდეგი სახით: საუზმეზე – 30%; სადილზე – 45 % და ვახშამზე – 25%; ხოლო I ხარისხის ფქვილისგან საუზმეზე – 35 %, სადილზე – 30%, ვახშამზე – 35%; რეკომენდებულია ასევე პურის გაცემა მოხდეს მთლიანი რაოდენობით. 2. სასადილოში კვირაში ერთხელ ან ორჯერ რეკომენდებულია საკონდიტრო ნაწარმის გამოცხობა. ასეთ შემთხვევაში ულუფით გათვალისწინებული ხორბლის პური (I ხარისხის ფქვილისაგან) იცვლება ამავე ხარისხის ფქვილით (ჩანაცვლებადი ცხრილების გამოყენებით). 3. ხორბლის ფქვილი გამოიყენება I თავი კერძის, სოუზის მოსამზადებლად, ასევე თევზის შეწვისას თევზის ნაჭრების ფქვილში ამოსავლებად. 4. ბრინჯი, რომელიც გაიცემა ბურღულეულის სანაცვლოდ, რეკომენდებულია გამოყენებულ იქნეს ხორცეულის კერძებისათვის (სადილზე კვირაში 2-3 ჯერ), ასევე წვნიანებისთვის. 5. კვების მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად რეკომენდებულია ბოსტნეულის, ბურღულეულისა და პარკოსნების ერთდროული გამოყენება (კომბინირებული კერძები). მუხლი 11. ულუფის გამოსავალი 1. კვებაში მზა კერძების, ხორციანი და თევზის ულუფების გამოსავლის განსაზღვრისთვის გამოიყენება პროდუქტების სხვადასხვა ტექნოლოგიური დამუშავებისას დადგენილი საშუალო ნორმები. 2. მეორე კერძის გამოსავლის პროდუქტების დღიურ განრიგში აღინიშნება როგორც კერძის საერთო მასით (ხორცისა და თევზის ულუფა გარნირთან და/ან სოუზთან ერთად), ასევე ცალკეული კომპონენტების მასით. მაგალითად: მოხარშული ხორცის ერთი ულუფის მასა თუ უნდა იყოს 48გ, წიწიბურას ფაფისა – 240გ და სოუზის – 50გ, დღიურ განრიგში მეორე კერძის გამოსავალი აღინიშნება შემდეგი სახით: მთლიანი მასაა 48+240+50=358გ. მუხლი 12. სადღესასწაულო დღეები სადღესასწაულო დღეებში პენიტენციურ დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით შეიძლება მომზადდეს კერძი ისეთი პროდუქტისაგან, რომელიც არ არის გათვალისწინებული კვების ნორმებით. მუხლი 13. ულუფის სასურსათო ნორმები
2. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანისას დღიური სასურსათო პაკეტი განისაზღვრება დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, ინდივიდუალურად, იმ დღიურ სასურსათო ნორმებზე დაყრდნობით, რომელსაც ღებულობს ბრალდებული/მსჯავრდებული მოცემულ პერიოდში.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №2
|
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებულია პატიმრობის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილისა და 125-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად და ადგენს მოთხოვნებს პენიტენციურ დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებისადმი. 2. დაწესებულებების სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ბრძანებებსა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მუხლი 2. ზოგადი მოთხოვნები კვების ორგანიზებისადმი 1. წინამდებარე ნორმები შემუშავებულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობისა და ქმედუნარიანობის შენარჩუნების, ასევე ინფექციური და არაინფექციური დაავადებების წარმოშობისა და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით და განსაზღვრავს კვების ობიექტებისა და ასევე კვების ორგანიზების სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებსა და მოთხოვნებს. 2. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო კვების ორგანიზების უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია წინამდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნათა მკაცრი დაცვა. მუხლი 3. კონტროლი დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე 1. დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის შესაბამისი პერსონალი ან ექიმი. 2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის შესაბამისი პერსონალი ვალდებულია რეგულარულად შეამოწმოს: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი საკვების ხარისხი და ოდენობა, მათი მომზადების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები; ბ) დაწესებულების ტერიტორიისა და ნაგებობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ტანსაცმლისა და საწოლის თეთრეულის მდგომარეობა და სეზონის პირობებთან შესაბამისობის დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით აცნობოს დაწესებულების ადმინისტრაციას. 3. საექიმო-სამედიცინო პუნქტის შესაბამისი პერსონალი ვალდებულია სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით აცნობოს დაწესებულების ადმინისტრაციას. 4. სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გამოვლენილ დარღვევათა საკუთარი ძალებით აღმოფხვრის შეუძლებლობის შემთხვევაში, დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია მოხსენებითი ბარათით მიმართოს პენიტენციური დეპარტამენტს. მოხსენებით ბარათს უნდა დაერთოს საექიმო-სამედიცინო პუნქტის შესაბამისი პერსონალის ან ექიმის წერილი. მუხლი 4. დაწესებულებაში მყოფ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების სანიტარიულ-ჰიგიენური უზრუნველყოფა 1. დაწესებულებაში მყოფ პირთა სათავსების არქიტექტურულ-ინფრასტრუქტურული გადაწყვეტა და აღჭურვა უნდა უზრუნველყოფდეს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების, პირადი ჰიგიენის დაცვის, ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ხელშეწყობის შესაძლებლობას ადამიანის პატივისა და ღირსების შეულახავად, რაც გულისხმობს: ა) ხარისხიანი, უსაფრთხო და საკმარისი სასმელი წყლით უზრუნველყოფას (არანაკლებ 2,5 ლიტრი ერთ პირზე დღეში); ბ) პირადი ჰიგიენის წესების (ხელ-პირის დაბანა, პირის ღრუს ჰიგიენური დამუშავება, სხეულის დაბანა არანაკლებ კვირაში ერთხელ, საპარიკმახერო მომსახურება: პირის გაპარსვა, თმის შეჭრა, ფრჩხილის დაჭრა) შესრულებისათვის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ცენტრალიზებულ ქსელთან მიერთებული, შესაბამისად აღჭურვილი სანიტარიულ-ტექნიკური ინფრასტრუქტურით და ჰიგიენური საშუალებებით (საპონი, კბილის პასტა, ნეჭი, პირსახოცი) უზრუნველყოფას; გ) საწოლითა და ლოგინით (ლეიბი, ბალიში, საბანი) უზრუნველყოფას; დ) სუფთა თეთრეულით არანაკლებ კვირაში ერთხელ უზრუნველყოფას, აგრეთვე, სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლის მიწოდებასა და ცვლას დაბინძურების მიხედვით; ე) მიკროკლიმატის ოპტიმალურ დაცვას სათავსებში (18-25 C0); ვ) ბუნებრივ და ხელოვნურ განათებას, ვენტილაციას; ზ) ნარჩენების შეგროვებისა და დროული გატანის უზრუნველყოფას; თ) სათავსების ყოველდღიური დასუფთავების, ავეჯისა და ფანჯრების ყოველკვირეული წმენდის, პერიოდული სადენზიფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოების ორგანიზებას; ი) სათავსის აღჭურვას საერთო სარგებლობის ავეჯით (მაგიდა, სკამი, ტუმბო, კარადა და სხვ.); კ) პერიოდული სამედიცინო შემოწმების, პროფილაქტიკური აცრების და სხვა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას. 2. ორსულ ქალებს, მეძუძურ დედებს, არასრულწლოვანებს, ავადმყოფებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა შეექმნათ შესაფერისი საყოფაცხოვრებო და კვების პირობები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 3. ქალი ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰიგიენის დაცვის შესაძლებლობა, როგორიცაა ჰიგიენური საფენების მიწოდება, სხვა ჰიგიენური საშუალებებისა და მათი განთავსების (გადაყრის) არსებობა. 4. დაუშვებელია ბრალდებულთა და მსჯავრდებულთათვის თმების მთლიანი გადაპარსვის იძულება, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები