დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს N88-N01-34/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 83 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/06/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100060000.22.038.016677 |
|
„ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს №88-№01-34/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს №88-№01-34/ნ ერთობლივ ბრძანებაში (სსმ, 100060000.22.038.016503, 14/08/2015) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის: ა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ექიმი ვალდებულია, თვეში არანაკლებ ერთხელ, შეამოწმოს ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის განსაკუთრებული (დიეტური) კვების რეჟიმის საჭიროება და მიიღოს გადაწყვეტილება განსაკუთრებული (დიეტური) კვების რეჟიმის შეწყვეტის ან ძალაში დატოვების შესახებ.“; ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საკვებით მიღებულ ენერგიასა და მის ხარჯვას შორის პროპორციის გათვალისწინებით დასაშვებია დღიურ რაციონში ენერგეტიკული მაჩვენებელი, ამ ბრძანებით დამტკიცებული ულუფის სასურსათო ნორმების მიხედვით, მერყეობდეს 960 კკალ-დან 3390 კკალ-მდე.“; გ) მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ულუფის სასურსათო ნორმებია: ა) დაბალი რისკისა და ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთა დღიურ რაციონში შემავალი პროდუქტების ჩამონათვალი და ენერგეტიკული ღირებულება
ბ) დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთა დღიურ რაციონში შემავალი პროდუქტების ჩამონათვალი და ენერგეტიკული ღირებულება
გ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დღიურ რაციონში შემავალი პროდუქტების ჩამონათვალი და ენერგეტიკული ღირებულება
დ) ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულ/მსჯავრდებულ ქალთა დღიურ რაციონში შემავალი პროდუქტების ჩამონათვალი და ენერგეტიკული ღირებულება
ე) მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში სტაციონარულ მკურნალობაზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დღიურ რაციონში შემავალი პროდუქტების ჩამონათვალი და ენერგეტიკული ღირებულება
შენიშვნა: ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ დიეტას ექიმის დანიშნულების შესაბამისად, შეიძლება შეეცვალოს ერთი სახის პროდუქტი მეორეთი ისე, რომ შენარჩუნებულ იქნეს საკვების ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული კვებითი ღირებულება. ვ) დაწესებულებებში ტუბერკულოზით დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დღიურ რაციონში შემავალი პროდუქტების ჩამონათვალი და ენერგეტიკული ღირებულება
შენიშვნა: ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ დიეტას ექიმის დანიშნულების შესაბამისად, შეიძლება შეეცვალოს ერთი სახის პროდუქტი მეორეთი ისე, რომ შენარჩუნებულ იქნეს საკვების ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული კვებითი ღირებულება. ზ) ორსულ და მეძუძურ ქალთა დღიურ რაციონში შემავალი პროდუქტების ჩამონათვალი და ენერგეტიკული ღირებულება
თ) შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დღიურ რაციონში შემავალი პროდუქტების ჩამონათვალი და ენერგეტიკული ღირებულება
ი) დაწესებულებებში კუჭ-ნაწლავის დაავადების მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დღიურ რაციონში შემავალი პროდუქტების ჩამონათვალი
კ) დაწესებულებებში ღვიძლის დაავადების მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დღიურ რაციონში შემავალი პროდუქტების ჩამონათვალი და ენერგეტიკული ღირებულება
ლ) სტაციონარულ მკურნალობაზე მყოფ პოსტოპერაციულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დღიურ რაციონში შემავალი პროდუქტების ჩამონათვალი და ენერგეტიკული ღირებულება
". 2. ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის: ა) პირველი მუხლით დამტკიცებული N2 დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 - 24 პუნქტები: „21. ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის გადასაცემი საკვები პროდუქტების ხარისხის შემოწმების მიზნით, კვების ბლოკის შესაბამისი თანამშრომელი ვალდებულია აიღოს სინჯი ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის გადასაცემი მიმდინარე დღის საკვებიდან. სინჯს ამოწმებს და ხელმოწერით ადასტურებს ექიმი/ექთანი. აღნიშნული სინჯი შენახულ უნდა იქნეს აღებიდან 48 საათის განმავლობაში. 22. საკვების მომზადებასთან უშუალო შეხებაში მყოფი პერსონალი ვალდებულია დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. მათ უნდა ეცვათ შესაფერისი, სუფთა და საჭიროების შემთხვევაში, დამცავი ტანსაცმელი (ხელთათმანი, თავსაბურავი, ფეხსაცმელი). საკვების მომზადებასთან უშუალო შეხებაში მყოფი პერსონალი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შევსებული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წარუდგინოს კვების ბლოკის მენეჯერს ექვს თვეში ერთხელ პერიოდულობით. თუ პირი ინფიცირებულია ისეთი დაავადებით, რომლის გავრცელება შესაძლებელია სურსათის/საკვების მეშვეობით (მაგალითად, აქვს ინფიცირებული ჭრილობა, კანის ინფექცია, წყლული და სხვ.) ან არსებობს საკვების პირდაპირი ან არაპირდაპირი დაბინძურების შესაძლებლობა, ეს პირი ჩამოშორდება საკვების მომზადების პროცესს. 23. საკვების მომზადების პროცესში, ასევე საკვები პროდუქტების შენახვისა და დამუშავების, ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის საკვების გადაცემის ადგილას თამბაქოს მოწევა დაუშვებელია. 24. დაუშვებელია დაწესებულებაში ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული პროდუქტისა და საკვებად ვარგისი პროდუქტების ერთად მოთავსება.“; ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) სათავსების ყოველდღიური დასუფთავების, ავეჯისა და ფანჯრების ყოველკვირეული წმენდის, ოთახებისა და კვების ბლოკების პერიოდული სავალდებულო სადენზიფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოების ორგანიზებას;“. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები