ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრის, შესაბამისი ინსტრუქციის და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრის, შესაბამისი ინსტრუქციის და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18/24
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/07/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.111.016275
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
18/24
29/07/2015
ვებგვერდი, 03/08/2015
210020010.35.111.016275
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრის, შესაბამისი ინსტრუქციის და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (03/08/2015 - 29/09/2015)

 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №18/24

2015 წლის 29 ივლისი

ქ. ფოთი

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრის, შესაბამისი ინსტრუქციის და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-3, მე-5, მე-6, 61, 62, 121 მუხლების, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. შემოღებულ იქნეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  ადგილობრივი მოსაკრებლები.
2. განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებელი შემდეგი ოდენობით:
ა) ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარი;
ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 5 (ხუთი) ლარი.
3. განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების  მოსაკრებელი შემდეგი ოდენობით:
ა) მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების  დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების  მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:
ა.ა) II კლასის  შენობა-ნაგებობებისათვის:
ა.ა.ა) განცხადების მიღებიდან  1 დღის ვადაში – 350 ლარი;
ა.ა.ბ) განცხადების მიღებიდან  3  დღის ვადაში – 150 ლარი.
ა.ბ) III კლასის შენობა-ნაგებობებისათვის:
ა.ბ.ა) განცხადების მიღებიდან  1 დღის ვადაში 1000 ლარი;
ა.ბ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში 700 ლარი;
ა.ბ.გ) განცხადების მიღებიდან  5 დღის ვადაში 400 ლარი.
ა.გ) IV კლასის შენობა-ნაგებობებისათვის:
ა.გ.ა) განცხადების მიღებიდან  1 დღის ვადაში 4500 ლარი;
ა.გ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში 2000 ლარი;
ა.გ.გ) განცხადების მიღებიდან  5  დღის ვადაში 1500 ლარი.
ბ) მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში  მიღება) თაობაზე აქტში ცვლილების შეტანის შესახებ დაჩქარებული მომსახურების  მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:
ბ.ა) განცხადების მიღებიდან ერთი დღის ვადაში – 150 ლარი;
ბ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში 100 ლარი;
4. განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი II-III-IV კლასების შენობა-ნაგებობებისთვის შემდეგი ოდენობით:
ა) ერთჯერადი შემოწმება პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის კვ/მ-ზე – 0,30 ლარი;
ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის ვადაში პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის კვ/მ-ზე – 0,60 ლარი;
გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის ვადაში პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის კვ/მ-ზე – 1,20 ლარი.
მუხლი 2
1. შემოღებულ იქნეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებელი – მოსაკრებლის გადამხდელია ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც განაშენიანებისა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით მიიღო სპეციალური (ზონალური) შეთანხმება, რომელიც განსაზღვრულია ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონით.
2. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის ოდენობა გამოანგარიშება ფორმულით:

                        L

  X = —--- (K 2 1 – K 2 )S

                       K 2

სადაც:

ა) x არის მოსაკრებლის ოდენობა;
ბ) L არის 1 კვ. მ მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი;
გ) 2 1 არის მიწის ნაკვეთისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე მისანიჭებელი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი;
დ) 2 არის მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი;
ე) S არის სამშენებლო მიწის ნაკვეთის ფართობი.
3. მოსაკრებლის ოდენობა ნამატი სამშენებლო ფართობის ერთ კვადრატულ მეტრზე გაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 400 ლარს.
4. მოსაკრებელი გადაიხდევინება მშენებლობის ნებართვის გაცემისას.
5. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელი თავისუფლდება 2015 წლის 3 ივლისამდე გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის გადაუხდელი მოსაკრებლის გადახდისაგან, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
ა) ობიექტის მშენებლობის ნებართვა 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით გაიცა ან საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით შეთანხმებული იყო, ხოლო მშენებლობის ნებართვა შემდეგ გაიცა;
ბ) ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2018 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;
გ) ობიექტი მთლიანად ან ობიექტის არანაკლებ 60%-ისა განკუთვნილია საცხოვრებლად.
მუხლი 3
1. განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთები:
ა) მოსახლეობისათვის (ფიზიკური პირებისათვის) ერთ სულზე – 0.50 ლარი, ამავდროულად ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს  4 სულით;
ბ) დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის – 15.00 ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე.
2. ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, ასევე დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯები დაფინანსდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, თუ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არაა გათვალისწინებული.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება (ადმინისტრირება) და შესაბამისი ღონისძიებების გატარება განახორციელოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ ან/და საამისოდ უფლებამოსილმა იურიდიულმა პირმა.
მუხლი 4
1. განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის შემდეგი განაკვეთები სახეობების მიხედვით:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1600 (ერთი ათას ექვსასი) ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 35000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების  20%.
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე კვარტალში 7500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარი;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე  – კვარტალში 3000 (სამი ათასი) ლარი.

შენიშვნა: თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ  აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

2. მოსაკრებლის ადმინისტრირება განხორციელდეს საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5
დამტკიცდეს:

ა)ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის, მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (დანართი №1);

ბ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (დანართი №2);

გ)ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის ოდენობის და გადახდის ინსტრუქცია (დანართი 3);

დ)ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (დანართი №4);

ე)დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის ნარჩენების დაგროვების ნორმა (დანართი №5);

ვ)დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ტიპური ფორმა (დანართი №6).

მუხლი 6
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა)„თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №8/44 დადგენილება;

ბ) „თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 24 თებერვლის №3/19 დადგენილება;

დ)„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“  ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის №8/11 დადგენილება.

მუხლი 7
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე თოფურია



დანართი №1
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. მშენებლობის  (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი (შემდგომში ,,მოსაკრებელი“).
2. მშენებლობის  (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა (შემდგომში ,,მშენებლობის ნებართვა“)  არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, გარკვეული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს.
3. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს, მისი მიმღების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ნებართვაში მითითებულ ვადებში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უფლებას.

მუხლი 2. მშენებლობის ნებართვის გაცემის ობიექტი
მშენებლობის  ნებართვა გაიცემა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ობიექტებზე.

მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი და გადახდა
1. მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომლებთაც სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად სჭირდებათ მშენებლობის ნებართვა.
2. მოსაკრებელი ჩაირიცხება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
3. მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობისა და არქიტექტურის სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამსახური.

მუხლი 4. მოსაკრებლისაგან გათავისუფლება
მოსაკრებლისაგან გათავისუფლებულია:

ა) სტიქიური უბედურებების შედეგად დაზიანებულ ობიექტთა მშენებლობა;

ბ)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა მათი დაფუძნებული იურიდიული პირებისა;

გ)ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები.


მუხლი 5. მოსაკრებლის გამოანგარიშების ინსტრუქცია
მოსაკრებელი გამოიანგარიშება ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ფართის (კვადრატული მეტრებში) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე.

მუხლი 6. მშენებლობის ნებართვის გამცემი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას გასცემს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი.


დანართი №2
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს ქალაქ ფოთის მიერ (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ან მისი ნაწილის/ნაწილების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის (შემდგომში – მოსაკრებელი) შემოღების, მოსაკრებლის გადახდის და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესსა და პირობებს.
2. მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ ინსტრუქციით, წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ვალდებულებას და ხორციელდება უსასყიდლოდ.
3. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურება – შემდგომში „მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების)  აქტი“.

მუხლი 2. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების)  აქტი
მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების)  აქტი გაიცემა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ობიექტებზე.

მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი და გადახდა
1. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების)  აქტის დაჩქარებული მიღებისას მოსაკრებლის გადამხდელია სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დამკვეთი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და ამხანაგობა.
2. მოსაკრებელი ჩაირიცხება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
3. მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობისა და არქიტექტურის სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამსახური.

მუხლი 4. მოსაკრებლისაგან გათავისუფლება
მოსაკრებლისაგან გათავისუფლებულია:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა მათი დაფუძნებული იურიდიული პირებისა;

ბ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები.


მუხლი 5. მოსაკრებლის გამოანგარიშების ინსტრუქცია
1. დაჩქარებული წესით  მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების)  აქტის მიღებისას მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება ობიექტის კლასის და ვადების შესაბამისად.
2. თუ შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლების შესაბამისად, მოსაკრებლის განაკვეთი ორი ან რამდენიმე სხვადასხვა ოდენობისაა, დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი გადაიხდება მოსაკრებლის იმ განაკვეთის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობას.
3. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი არ უნდა აღემატებოდეს 4500 ლარს.

მუხლი 6. დაჩქარებული მომსახურება
1. დაჩქარებული მომსახურება ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის გულისხმობს მუნიციპალიტეტის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას, მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა.
2. მუნიციპალიტეტის მიერ წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, მუნიციპალიტეტი ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს დაჩქარებული წესით.
3. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო აუცილებელია ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია უარი თქვას დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.

მუხლი 7. ვადის გამოთვლა
1. მუნიციპალიტეტის მიერ ამ ინსტრუქციით დადგენილი მომსახურების განხორციელებისათვის განსაზღვრულ ვადებში არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.
2. ამ ინსტრუქციით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების მუნიციპალიტეტში რეგისტრაციისა და თანხის სრულად გადახდის ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია განმცხადებლის მიერ დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, დაჩქარებული მომსახურების ვადაში ჩათვალოს დაჩქარებული მომსახურების გარეშე დაწყებული წარმოებიდან გასული ვადა.
4. მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ხარვეზის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში აღმოფხვრის შემთხვევაში, დაწესებული დაჩქარებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება თავიდან.

მუხლი 8. გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების ინსტრუქცია და ზიანის ანაზღაურება
1. თუ მოსაკრებელი გადახდილია ამ ინსტრუქციით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, მოსაკრებლის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ ინსტრუქციით დადგენილ განაკვეთს შორის.
2. გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ:
ა) მუნიციპალიტეტი სათანადო საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს დაჩქარებული მომსახურების გაწევაზე;
ბ) დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას;
გ) მუნიციპალიტეტმა მომსახურება არ განახორციელა ამ ინსტრუქციით დადგენილ ვადებში ან ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ უარი განაცხადა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე.
3. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც ინსტრუქცია ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა ნაკლებ ოდენობას, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის ათვლის დასაწყისამდე.
4. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც ინსტრუქცია ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა მეტ ოდენობას, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის  დასრულებამდე.
5. განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის საფუძველზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს ან ხელს შეუშლის სამსახურს ექსპლუატაციაში მისაღებად წარმოდგენილი შენობა-ნაგებობის ადგილზე დათვალიერებაში, განმცხადებელს დაჩქარებული მომსახურებისათვის გადახდილი მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება.
6. ამ მუხლის 1-ლი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა დაჩქარებული მომსახურებისთვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში. მოსაკრებლის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი. 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
7. პირი, რომელსაც პირველი მომართვის შემდეგ დაჩქარებული მომსახურების ინსტრუქციით უარი ეთქვა შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე და რომელიც იმავე შენობა-ნაგებობას არაუმეტეს ორჯერ წარადგენს სამსახურში ექსპლუატაციაში მიღებაზე კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ან ვადაში იმავე შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მისაღებად მესამედ და ა. შ. დაჩქარებული მომსახურების შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება თავიდან.
8. გადახდილი მოსაკრებლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა ეკისრება მოსაკრებლის გადამხდელს.

მუხლი 9. მშენებლობის ნებართვის   და მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების)  აქტი გამცემი
მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების)  აქტს გასცემს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი.


დანართი 3
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის  251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების  მოსაკრებლის ოდენობის და გადახდის ინსტრუქცია

მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების  მოსაკრებლის ოდენობის და გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს  მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის (შემდგომში მოსაკრებლის) შემოღების, მოსაკრებლის გადახდის და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესსა და პირობებს.
2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური (შემდგომში სამსახური).
3. მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ ინსტრუქციით, წარმოადგენს სამსახურის ვალდებულებას და ხორციელდება უსასყიდლოდ.
4. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის  251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის აქტი არის სამსახურის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი-ბრძანება (შემდგომში ბრძანება), რომელიც ადასტურებს სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებას.

მუხლი 2. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის აქტი (ბრძანება)
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის  251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის აქტი გაიცემა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ობიექტებზე.

მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი და გადახდა
1. მოსაკრებლის გადამხდელია ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დამკვეთი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და ამხანაგობა.
2. მოსაკრებელი ჩაირიცხება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
3. მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი სამსახური.

მუხლი 4. მოსაკრებლისაგან გათავისუფლება
მოსაკრებლისაგან გათავისუფლებულია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა მათი დაფუძნებული იურიდიული პირებისა

მუხლი 5. მოსაკრებლის გამოანგარიშების ინსტრუქცია
1. მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება შენობა-ნაგებობის კლასის ან/და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით და იგი არ უნდა აღემატებოდეს 7 000 ლარს.
2. აღნიშნული მოსაკრებელი მოიცავს სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებისთვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს.

მუხლი 6. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მიღება, მომსახურების პირობები და მომსახურების შეწყვეტა
1. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელების მიზნით,  სამშენებლო დოკუმენტით განსაზღვრულ ვადაში, სამსახურს განცხადებით მიმართავს დამკვეთი. განცხადება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სამშენებლო დოკუმენტზე და მოთხოვნას მომსახურების შესაბამისი ფორმით სარგებლობის შესახებ.
2. უფლებამოსილი ორგანოს მიერ, სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების თაობაზე,  გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა ნიშნავს უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე.
3. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ ინსტრუქციის შესაბამისად.
4. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების პროცესი შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე:
ა) დამკვეთის მოთხოვნით;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთმა რაიმე ფორმით თავად შეუშალა ხელი სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესს ან/და მის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოს წარმომადგენელს;
გ) რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის პროცესი ერთის  გარდა სხვა  შემოწმებას არ  ითვალისწინებს ან/და  ადგილი აქვს  მომსახურებით გათვალისწინებულ ბოლო შემოწმებაზე გაცემული რეკომენდაციის შეუსრულებლობას.
5. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების პროცესის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანო, ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული გარემოებების დადგომიდან ან განცხადების წარდგენიდან   15 დღეში.

მუხლი 7. ვადის გამოთვლა
1. სამსახურის მიერ ამ ინსტრუქციით დადგენილი მომსახურების განხორციელებისთვის, განსაზღვრულ ვადებში არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.
2. ამ ინსტრუქციით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების სამსახურში რეგისტრაციის და თანხის სრულად გადახდის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. ამ მუხლით, აგრეთვე ინსტრუქციის შესაბამისად განხორციელებული მომსახურების დროს, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ საფუძველზე გაცემული რეკომენდაციით განსაზღვრული ვადები გამოითვლება კალენდარული დღეებით.

მუხლი 8. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება
1. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება  ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის გულისხმობს, სამსახურის მიერ მშენებლობის პროცესში კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას, რომელიც მოიცავს დამკვეთის მოთხოვნით,  მშენებლობის განხორ­ციელების დოკუმენტების შესრულების შემოწმებას საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 45–ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევასთან დაკავშირებით, ასევე მის თავიდან ასაცილებლად სამშენებლო საქმიანობის  კონტროლს,  აღნიშნულ საკითხზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
2. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების ფორმებია:
ა) ერთჯერადი შემოწმება;
ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში;
გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის განმავლობაში.
3. სამსახური თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სამსახურის  წინასწარი წერილობითი გადაწყვეტილების არსებობის  შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, სამსახური  ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს   ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული  შესაბამისი ფორმ(ებ)ით.
5. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო შეუძლებელია ამ ინსტრუქციით განსაზღვრული  მომსახურების განხორციელება, აგრეთვე, თუ განმცხადებლის მოთხოვნა  ეწინააღმდეგება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“  და სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის  მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახური ხელმძღვანელობს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 9. გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების ინსტრუქცია და ზიანის ანაზღაურება
1. თუ მოსაკრებელი გადახდილია ამ ინსტრუქციით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, მოსაკრებლის  გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხას და ამ ინსტრუქციით დადგენილ განაკვეთს შორის.
2. გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ:
ა) დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას;
ბ) სამსახურმა  უარი განაცხადა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე (გარდა ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).
3. თუ დაინტერესებულ პირს  სურვილი აქვს ისარგებლოს მომსახურების სხვა ფორმით, რომლისთვისაც ინსტრუქცია ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა ნაკლებ ოდენობას, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას   შორის. ასეთ შემთხვევაში, განცხადება სხვა ფორმით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების განხილვის ვადის დასასრულამდე.
4. თუ დაინტერესებულ პირს  სურვილი აქვს ისარგებლოს მომსახურების სხვა ფორმით, რომლისთვისაც ინსტრუქცია ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა მეტ ოდენობას, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას   შორის. ასეთ შემთხვევაში, განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების  განხილვის ვადის დასასრულამდე.
5. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მომსახურების განხორციელების შესახებ მიიღება ამ დადგენილებით  გათვალისწინებული  ინსტრუქციით.
6. ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განმცხადებელს  მომსახურებისთვის გადახდილი მოსაკრებელი  უკან არ დაუბრუნდება.
7. ამ მუხლის 1-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი მოსაკრებლის  ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა  მომსახურების ფორმისთვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში. მოსაკრებლის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი. 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
8. გადახდილი მოსაკრებლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა ეკისრება მოსაკრებლის  გადამხდელს.

მუხლი 10. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის  251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის  (ბრძანებას)  აქტის გამცემი ორგანო
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის  25მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის  მომსახურების შესახებ (ბრძანებას)  აქტს გასცემს ქალაქ ფოთის მუნიციპალიეტის მერიის  შესაბამისი სამსახურის უფროსი, რომელიც ახორციელებს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკურ ზედამხედველობას.


დანართი №4

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) შემუშავებულია საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე და განსაზღვრავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის (შემდგომში ქალაქი ფოთი) ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციას.

მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. ეს ინსტრუქცია აწესრიგებს ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება მოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3. ნარჩენის წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
4. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ან/და საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ამოსაღებად ინდივიდუალურ მეწარმეებთან და იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმებისას მოსაკრებელი გადაიხდება ამ ინსტრუქციის მიხედვით.
5. მოსაკრებლის ამოღება (ადმინისტრირება) განახორციელოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ ან/და საამისოდ უფლებამოსილმა იურიდიულმა პირმა.
6. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრირების ერთიანი სისტემის შემოღების შემთხვევაში, ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირება ხორციელდება ადმინისტრატორსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი

 

მოსაკრებლის გადამხდელია ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა ინდივიდუალური მეწარმე, საბიუჯეტო ორგანიზაციები, ფიზიკური და იურიდიული პირი.

მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშების ინსტრუქცია
1. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ქალაქ ფოთის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლის ხარჯების შესაბამისად.
2. მოსაკრებელი გამოიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის – დაგროვილი ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენის დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობების მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
3. ქალაქ ფოთის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდგომში – ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (ან მოსარგებლეზე), რომლის საკუთრებაშიც (სარგებლობაშიც) წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
4. ქალაქ ფოთის მოსახლე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას, შესაძლებელია მოსაკრებლის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს და წარუდგენს ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
6. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
7. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას ამონაწერს შესაბამისი მონაცემებით იძლევა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელი სამსახური ან საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირი.
8. მესაკუთრე (მოსარგებლე) ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 კალენდარული დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
9. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
10. მესაკუთრის (ან მოსარგებლის) შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ (ან მოსარგებლემ) მოსაკრებლის დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
11. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
12. მოსაკრებელი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის გაიანგარიშება შემდეგნაირად:

A=15*N*K :12,

სადაც:

A - მოსაკრებელი განაკვეთი თვეში;

N - ნარჩენების დაგროვების ნორმა წელიწადში;

K - მოსაკრებლის ოდენობის დიფერენცირება.


მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან    გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში, ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.
3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეჭირვებული მოსახლეობა კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმით (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა უტოლდება ან ნაკლებია 65 000 ქულაზე), ხოლო კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები სარგებლობენ 10%-იანი შეღავათით.
4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ქალაქ ფოთში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.
5. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათ წარმოექმნებათ ნარჩენი ერთხელ მაინც კალენდარული თვის მანძილზე.
6. სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულელებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსწავლეთა ყოველდღიური რაოდენობა იანგარიშება საერთო სიობრივი რაოდენობიდან გრაფიკის მიხედვით საშუალო დასწრებაზე ყოველდღიურად.
7. საწარმოო ობიექტმა ან/და ორგანიზაციამ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია ცვლილების შესახებ 30 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს (შესაბამისი დასაბუთებით), მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს,  წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ განთავისუფლდება მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.
8. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
9. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
10. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ქალაქ ფოთში ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.
11. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) ქალაქ ფოთიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის საშუალებით) მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. წერილობით (მათ შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით)  მომართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის ქალაქში არყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ.
12. სახელმწიფო ორგანოები და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფები, სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები სარგებლობენ მოსაკრებლის გადახდის 50%-იანი შეღავათებით.
13. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმარველობის ორგანოები.
14. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები  მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები.
15. ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის დავალიანების გადახდისაგან.
16. მოსაკრებლის განაკვეთის შეცვლა შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი დასაბუთების (ქრონომეტრაჟის და ტენდენციების) საფუძველზე.

მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვა
დასუფთავების მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

 


მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ქალაქ ფოთის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან უნაღდო ანგარიშსწორების საშუალებით.
2. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო  კალენდარული დღის  მე-2 დღიდან 20 დღის განმავლობაში.
3. ქვითრის ტიპურ ფორმას ამტკიცებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას ან/და საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.

მუხლი 8. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის
დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობა იწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 



დანართი №5
ნარჩენების დაგროვების ნორმა დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის

 

სამეწარმეო საქმიანობა (მოსაკრებლის ოდენობის დიფერენცირება - K)

ნარჩენების
წლიური
დაგროვების
ნორმა 1მ3  – N

1

მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები (1 მ2)

0,016

2

ოფისები, სააგენტოები, პროფესიული, სახელმწიფო ორგანიზაციები (1 მ2)

0,12

3

ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები, ინტერნეტკაფე (1 მ2)

0,2

4

კინოთეატრები, თეატრები (მაყურებლის ერთი სავარძელი)

0,2

5

მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა სახლები, ბაგა-ბაღები (მომსახურების ერთი ადგილი)

0,08

6

სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საგანმანათლებლო დაწესებულებები

(ერთ მოსწავლეზე)

0,04

7

სასტუმროები (ერთ საწოლზე)

1,6

8

საავადმყოფოები (ერთ საწოლზე)

0,8

9

პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები,
ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (1 მ2)

0,08

10

სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები და მანეჟები –  ღია

ტერიტორიები (1 მ2)

0,004

11

სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები და მანეჟები – დახურული  ტერიტორიები (1 მ2)

0,016

12

სასურსათო, სამრეწველო, შერეული საქონლის მაღაზიები და სავაჭრო დარბაზები

(სუპერმარკეტები) (1 მ2)

0,32

13

აფთიაქები (1 მ2)

0,4

14

აგრარული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები (1 მ2)

0,24

15

შერეული საქონლის ბაზრობები (1 მ2)

0,208

16

ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე   (1 მ2)

0,016

17

მაცივრები (1 მ2)

0,016

18

ავტოგასამართი და თხევადი აირით გასამართი სადგურები     (1 მ2)

0,24

19

მანქანის საჩვენებელი და გასაყიდი ადგილები – ღია  (1 მ2)

0,04

20

მანქანის საჩვენებელი და გასაყიდი ადგილები – დახურული  (1 მ2)

0,08

21

ავტომანქანების სარემონტო სადგურები, ტექ. მომსახურების ადგილები, ვულკანიზაციები, ავტოსამრეცხაოები – ღია (1 მ2)

0,02

22

ავტომანქანების სარემონტო სადგურები, ტექ. მომსახურების ადგილები, ვულკანიზაციები,

ავტოსამრეცხაოები–დახურული (1 მ2)

0,136

23

აბანოები, საუნები (1 მ2)

0,12

24

სადალაქოები და სილამაზის სალონები (1 მ2)

0,24

25

მცირე სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე
წარმოებისას, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები (1 მ2)

0,248

26

რესტორნები, პიცერიები, სასადილოები კაფეები და ბარები (ერთ ადგილზე)

0,8

27

საბანკეტო დარბაზები სარიტუალო მომსახურებისათვის (ერთ ადგილზე)

0,24

28

საცხობები (1 მ2)

0,256

29

დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და

გასართობი ცენტრები (1 მ2)

0,36

30

ვაგზლები, აეროპორტი, რკინიგზის და საავტომობილო სადგურები – ღია (1 მ2)

0,008

31

ვაგზლები, აეროპორტი, რკინიგზის და საავტომობილო სადგურები  – დახურული (1 მ2)

0,08

32

ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები,

ბაღები ატრაქციონები (1 მ2)

0,008

33

სამხედრო ნაწილები და პენიტენციალური სისტემები (ერთი ადგილზე)

0,24

34

საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს

საწარმოო პროცესი (1 მ2)

0,008

35

სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები, გარდა

საწარმოო პროდუქციისა  (1 მ2)

0,04

36

წისქვილები (1 მ2)

0,04

 


დანართი №6
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ტიპური ფორმა

 

დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის ქვითარი


-----------------------------------------------

აბონენტის კოდი N - - - - - - - - - - - - -

აბონენტი: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

მისამართი: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

20 -- წ  - - - - - - - - - - - - - - - -
ტარიფი: 1 სული           ---,--  ლარი.

სულადობა: - - - - - - - - - - 
გადასახდელი თვეში:      - -, - - ლარი

გასული პერიოდის დავალიანება: - - ,- - ლარი

სულ გადასახდელი:  - - -, - - - ლარი


გადახდის ვადა არაუგვიანეს მომდევნო თვის 20 რიცხვისა

საბანკო რეკვიზიტები: ხაზინის ერთიანი ანგარიში 000000000, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა,  ბანკის კოდი 00000000, დასუფთავების მოსაკრებელი 000000000