დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრის, შესაბამისი ინსტრუქციის და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 ივლისის №18/24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1/2 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 30/01/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.111.016598 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრის, შესაბამისი ინსტრუქციის და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 ივლისის №18/24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის 123 მუხლის, 178 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრის, შესაბამისი ინსტრუქციის და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 ივლისის №18/24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.111.016275) შეტანილ იქნეს ცვლილება:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-5, მე-6, 61, 121, 123 მუხლების, 178 მუხლის პირველი პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“. ბ) დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნას. გ) დადგენილების მე-2 მუხლი ამოღებულ იქნას. დ) დადგენილების მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) – კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;“. ე) დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;“. ვ) დადგენილებას დაემატოს 41 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 41. საკონტეინერო მოსაკრებელი განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, საკონტეინერო მოსაკრებლის განაკვეთი 1 კონტეინერისთვის 30 ლარი.“. ზ) დადგენილების მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას. თ) დადგენილებას დაემატოს 61 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 61. გარდამავალი დებულება „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის 178 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდევინებისთვის პასუხისმგებელი სათანადო ორგანოს განსაზღვრამდე ამ მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური.“. ი) დადგენილების დანართი №3 „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის ოდენობის და გადახდის ინსტრუქცია“ ძალადაკარგულად გამოცხადდეს. კ) დადგენილების დანართი №4-ს „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია“ პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 164-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ადმინისტრირების ერთიანი სისტემის შემოღების შემთხვევაში, ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირება ხორციელდება ადმინისტრატორსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.“. |
მუხლი 2 |
1.ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2.ამ დადგენილების პირველი მუხლის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 თებერვლიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები