დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრის, შესაბამისი ინსტრუქციის და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 ივლისის №18/24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17/31 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.111.016397 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრის, შესაბამისი ინსტრუქციის და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 ივლისის №18/24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრის, შესაბამისი ინსტრუქციის და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 ივლისის №18/24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03.08.2015, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.111.016275) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებელი შემდეგი ოდენობით: ა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის – 2 ლარის ოდენობით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისთვის – 5 ლარის ოდენობით; ბ) ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის – 1 ლარის ოდენობით; გ) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისათვის – 50 ლარის, III კლასის ობიექტებისათვის – 200 ლარის, ხოლო IV კლასის ობიექტებისათვის – 400 ლარის ოდენობით.“; ბ) დადგენილების მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის“ (დანართი №1) მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები