სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 221
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016776
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
221
16/07/2015
ვებგვერდი, 17/07/2015
190040000.22.033.016776
სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/07/2015 - 04/11/2015)

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №221

2015 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

 

სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

,,სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის  მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესი“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური



სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ,,სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი) ვრცელდება სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი იმ ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული პროდუქტების იმპორტზე, რომლებიც შესაძლებელია წარმოადგენდეს გენმოდიფიცირებულს.

2. ამ წესით გათვალისწინებული კონტროლი არ ვრცელდება:

ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების პირად ნივთებზე, დიპლომატიურ ფოსტასა და საკონსულო ვალიზაზე;

ბ) საფოსტო გზავნილით, მგზავრის ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილ  საქონელზე.

3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს ,,სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საქართველოს საგადასახადო კოდექსით“ განსაზღვრული მნიშვნელობები.

4. სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის (შემდგომში – გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და პროდუქტი) საბაჟო კონტროლს იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).


მუხლი 2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და პროდუქტის საბაჟო კონტროლი
1. გენმოდიფიცირებული (რაც დასტურდება საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტებით) ორგანიზმებისა და პროდუქტის იმპორტისას, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი, სხვა პროცედურებთან ერთად, ახორციელებს:

ა) ეტიკეტირების წესებთან შესაბამისობის დადგენას;

ბ) დოკუმენტების შემოწმებას.

2. ეტიკეტირების წესებთან შესაბამისობა დგინდება „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესის“ მოთხოვნების გათვალისწინებით.

3. როდესაც გენმოდიფიცირებული ორგანიზმების და პროდუქტის თვისებებიდან გამომდინარე, მისი ეტიკეტირება შეუძლებელია, უნდა შემოწმდეს თანმხლები დოკუმენტის (შესაბამისობის დეკლარაცია – დოკუმენტი, რომლითაც მწარმოებელი ადასტურებს წარმოებული პროდუქტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას, ხოლო როდესაც ასეთი მოთხოვნები დადგენილი არ არის –  პროდუქტში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, გენმოდიფიცირებული პროდუქტის ან გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის/ინგრედიენტების შემცველობის შესახებ აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ჩატარებული გამოცდის ოქმი) არსებობა.  

4. როდესაც საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეიცავს ინფორმაციას, რომ სურსათად/ცხოველის საკვებად  განკუთვნილი  ორგანიზმები და მათგან წარმოებული პროდუქტი წარმოადგენს გენმოდიფიცირებულს, ხორციელდება ნიმუშის აღება ლაბორატორიული ანალიზისათვის, რომლის სიხშირე განისაზღვრება ASYCUDA-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის გამოყენებით.

5. ASYCUDA-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკის პროფილების შემუშავების მიზნით, ნუსხა სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული პროდუქტებისა, რომლებიც შესაძლებელია წარმოადგენდეს გენმოდიფიცირებულს, განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობაში შემავალ სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით.

6. ლაბორატორიული ანალიზის პასუხის მიღებამდე საქონელი ექვემდებარება შეჩერებას.

7. ლაბორატორიული ანალიზის შედეგად გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ან/და პროდუქტის გამოვლენის შემთხვევაში, ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურები.


მუხლი 3. პასუხისმგებლობა ეტიკეტირების წესების დარღვევისათვის
1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების და პროდუქტის ეტიკეტირების წესების დარღვევა ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების და პროდუქტის ეტიკეტირების წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ხორციელდება „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით განსაზღვრული წესით.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად, იმპორტიორს ეძლევა შეუსაბამობის გამოსწორების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.

 4. შეუსაბამობის გამოსწორება გულისხმობს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების და პროდუქტის ეტიკეტირების წესებთან შესაბამისობაში მოყვანას ან შესაბამისობის დეკლარაციის წარმოდგენას ან გენმოდიფიცირებული ორგანიზმების და პროდუქტის ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას ან განადგურებას იმპორტიორის ხარჯებით.  

5. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების და პროდუქტის განადგურება ხორციელდება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.


მუხლი 4. ლაბორატორიული ანალიზისათვის განმეორებითი და რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის აღება
1. ლაბორატორიული ანალიზისათვის განმეორებითი ნიმუშის აღება ხორციელდება საქონლის მფლობელის მოთხოვნით და მისი ხარჯით.

2. ნიმუშის აღება ხორციელდება შესაბამისი აქტის გაფორმებით – ნიმუშის ნომრის, დასახელების, წონის, რაოდენობისა და ნიმუშის აღების თარიღის მითითებით.

3. განმეორებითი ნიმუში აიღება ორ ეგზემპლარად, ილუქება და ერთი ეგზემპლარი გადაეცემა საქონლის მფლობელს ლაბორატორიული ანალიზისათვის, ხოლო მეორე − რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის სახით, ლაბორატორიული ანალიზის დასრულებამდე, სათანადო პირობებში ინახება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში.

4. განმეორებითი, მათ შორის, რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ანალიზის ჩასატარებლად მხარეთა შეთანხმებით შეირჩევა:

ა) სხვა აკრედიტებული ლაბორატორია;

ბ) სხვა ქვეყნის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც განმეორებით ნიმუშზე ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის შედეგი განსხვავდება პირველადი (შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული) ლაბორატორიული ანალიზის შედეგისაგან, ხორციელდება რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის  ლაბორატორიული ანალიზი, რომლის ჩატარების ხარჯსაც ფარავს საქონლის მფლობელი.

6. რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის შედეგად გამოცემული დასკვნა საბოლოოა.

7. თუ არ იქმნება რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების საჭიროება, ნიმუში უბრუნდება საქონლის მფლობელს.