„სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 16 ივლისის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 351
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017135
351
18/09/2018
ვებგვერდი, 19/09/2018
190040000.22.033.017135
„სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 16 ივლისის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №351

2018 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 16 ივლისის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 16 ივლისის №221 ბრძანებით (ვებგვერდი, 17/07/2015, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.016776) დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ASYCUDA-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკის პროფილების შემუშავების მიზნით, ნუსხა სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული პროდუქტებისა, რომლებიც შესაძლებელია წარმოადგენდეს გენმოდიფიცირებულს, განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი