„სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 16 ივლისის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 123
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017083
123
28/03/2018
ვებგვერდი, 29/03/2018
190040000.22.033.017083
„სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 16 ივლისის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №123

2018 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

„სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 16 ივლისის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 16 ივლისის №221 ბრძანებით (ვებგვერდი, 17/07/2015, სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016776) დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის:
1. 41 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 – 44 პუნქტები:

„42. ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ.

43. ნიმუში ანალიზისათვის იგზავნება შემოსავლების სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ (გარდა ამ მუხლის 44 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში.

44. საქონლის მფლობელს უფლება აქვს, მოითხოვოს აღებული ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის დაჩქარებული წესით ჩატარება თავისი ხარჯით იმ ლაბორატორიაში, რომელსაც გააჩნია შესაბამისი აკრედიტაცია დაჩქარებული მეთოდით გამოკვლევაზე.“.

2. მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი ორგანიზმის ან მისგან წარმოებული პროდუქტის ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღება, ხოლო სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი ხორბლის შემთხვევაში – აღებული ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზიც ხორციელდება საქონლის მფლობელის ხარჯით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიმამუკა ბახტაძე