„სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 16 ივლისის N221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 352
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016824
352
04/11/2015
ვებგვერდი, 05/11/2015
190040000.22.033.016824
„სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 16 ივლისის N221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №352

2015 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 16 ივლისის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 16 ივლისის №221 ბრძანებით (ვებგვერდი, 17/07/2015, სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016776) დამტკიცებული წესის მე-2  მუხლის:

          1. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. როდესაც საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეიცავს ინფორმაციას, რომ სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი ორგანიზმი ან მისგან წარმოებული პროდუქტი წარმოადგენს გენმოდიფიცირებულს, ხორციელდება ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღება (გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რომლის სიხშირე განისაზღვრება ASYCUDA-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის გამოყენებით.“.

          2. მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ნიმუშის აღებას არ ექვემდებარება ის სურსათად/ცხოველის საკვებად  განკუთვნილი ორგანიზმი ან მისგან წარმოებული პროდუქტი, რომლის იმპორტი ხორციელდება „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების დანართით („ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი  ქვეყნების ნუსხა, რომელთა ტექნიკური რეგლამენტები საქართველოში სამოქმედოდ არის დაშვებული“) განსაზღვრული ქვეყნიდან და თან ახლავს ამავე ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მოცემული ორგანიზმი/პროდუქტი არ წარმოადგენს გენმოდიფიცირებულს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური