საზღვარგარეთის ქვეყნებისა და კომპანიებისთვის კონცესიების გაცემის წესის შესახებ

  • Word
საზღვარგარეთის ქვეყნებისა და კომპანიებისთვის კონცესიების გაცემის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 616
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 21/12/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 30/12/1994
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 240.080.010.05.001.000.092
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
616
21/12/1994
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 30/12/1994
240.080.010.05.001.000.092
საზღვარგარეთის ქვეყნებისა და კომპანიებისთვის კონცესიების გაცემის წესის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (30/12/1994 - 19/09/1996)

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საზღვარგარეთის ქვეყნებისა და კომპანიებისათვის კონცესიების გაცემის წესის შესახებ

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური ხელშეკრულების საფუძველზე უცხოელი ინვესტორებისათვის ბუნებრივი რესურსების დამუშავებისა და მასთან დაკავშირებული სხვა სახის სამეურნეო საქმიანობაზე კონცესიების გაცემის საერთო პრინციპებსა და წესს.

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. კონცესიის ცნება

კონცესია არის უცხოური კაპიტალის დაბანდების (ინვესტიციის) მიზნით სახელმწიფოს მიერ გაფორმებული გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულება განახლებადი და განუახლებადი ბუნებრივი რესურსების ექსპლ ატაციასა და მასთან დაკავშირებულ სხვა სამეურნეო საქმიანობაზე.

საკონცესიო ურთიერთობის კონკრეტული პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების საფუძველზე.

    მუხლი 2. უცხოელი ინვესტორების უფლებათა სამართლებრივი დაცვა და გარანტიები

კონცესიის საფუძველზე მოქმედი უცხოელი ინვესტორების უფლებათა სამართლებრივი დაცვა და გარანტიები ხდება საქართველოს რესპუბლიკის კანონებით „უცხოური ინვესტიციების შესახებ“, „იჯარის შესახებ“, შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებითა და საკონცესიო ხელშეკრულებით.

კონცესიორის მიერ საკონცესიო ხელშეკრულების განხორციელებით მიღებული პროდუქცია და შემოსავალი, რომელიც რჩება სავალდებულო გადასახადების შემდეგ, მისი საკუთრებაა. კონცესიორის საკუთრებაა მატერიალური და ყველა სხვა ფასეულობა, რომელიც არ შედიოდა გადაცემული ობიექტის შემადგენლობაში და შექმ ილია (შეძენილია) კონცესიონერის მიერ საკუთარი სახსრებით და მესაკუთრის თანხმობით.

საკონცესიო ხელშეკრულების დადება არ იწვევს ბუნებრივ რესურესებსა და სამეურნეო ობიექტებზე საკუთრების უფლების გადაცემას.

    მუხლი 3. საკონცესიო ხელშეკრულების ძირითადი პრინციპები

საკონცესიო ხელშეკრულების ძირითადი პრინციპებია:

მიწით და სხვა ბუნებრივი რესურსებით კონკრეტული საქმიანობის მართვის უფლებით სარგებლობის სახელშეკრულებო გრძელვადიანი ხასიათი;

კონცესიონერის არჩევისადმი საკონკურსო მიდგომა ვაჭრობის (ტენდერების) საფუძველზე, რომლის წესი განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით;

საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი შრომის, მოსახლეობის სოციალური დაცვის, ბუნებათსარგებლობისა და გარემოს დაცვის ნორმებისა და წესების დაცვა.

    მუხლი 4. საკონცესიო ხელშეკრულების საგანი და სფერო

საკონცესიო ხელშეკრულების საგანი შეიძლება იყოს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განახლებადი და განუახლებადი ბუნებრივი რესურსების ძიების, დამუშავებისა და ექსპლ ატაციის, აგრეთვე ამ ტერიტორიაზე, განსაზღვრული ვადით, უცხოური ინვესტიციების მონაწილეობით გარკვეული სახის სამეურნეო, სამეცნიერო-ტექნიკური და საძიებო საქმიანობის უფლება.

საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით განისაზღვრება ობიექტები, საქმიანობის სფეროები და სახეობანი, რომელთა გადაცემა საკონცესიო ხელშეკრულებით შეზღუდული ან დაუშვებელია.

    მუხლი 5. საკონცესიო ხელშეკრულების მხარეები

საკონცესიო ხელშეკრულებას უცხოელი ინვესტორები დებენ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან ან მის მიერ უფლებამოსილ ორგანოსთან.

კონცესიონე რები შეიძლება იყვნენ უცხოეთის იურიდიული და ფიზიკური პირები, უცხოეთის სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

თავი II

  საკონცესიო ხელშეკრულების მომზადება

    მუხლი 6. საკონცესიო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია

საკონცესიო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ მთელ საქმიანობას საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოორდინაციას უწევს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ უფლებამოსილი ორგანო.

საკონცესიო წინადადებების მომზ დება და შეფასება ხდება საქართველოს რესპუბლიკის და მასში შემავალი სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების განვითარების პერსპექტივებისა და საწარმო ძალების განლაგების გათვალისწი ებით.

    მუხლი 7. საკონცესიო წინადადებების მომზადების წესი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი და შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგე ენ და აქვეყნებენ უცხოელი კონცესიონერებისათვის, საკონცესიო ხელშეკრულებით გადასაცემი ობიექტების ნუსხას, აგრეთვე საკონცესიო ხელშეკრულების წინასწარ პირობებსა და საქართველოს რესპუბლიკის იმ ორგანიზაციების ნუსხას, რომლებიც უცხოელ ინვესტორებთან ერთად დაამუშავებენ საკონცესიო ხელშეკრულების პროექტს.

უცხოელი ინვესტორებისათვის საკონცესიო გადასაცემი ობიექტების მომზადება ითვალისწინებს ობიექტების ზუსტი საზღვრებისა და ქონებრივი კომპლექსების შემადგენლობის დადგენას, ინვენტარიზაციას და სასარგებლო წიაღისეული საბადოების, ბუნებრივი რესურსების, საწარმოო და არასაწარმოო ფონდების შეფასებას.

საკონცესიო ხელშეკრულების პროექტს თან ერთვის მისი განხორციელების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ეკონომიკური ეფექტიანობისა და გარემო პირობებზე მისი ზემოქმედების შეფასებით, აგრეთვე კონცესიონერის გადახდისუნარიანობის გარანტიები.

    მუხლი 8. საკონცესიო ხელშეკრულების ძირითადი დებულებანი

საკონცესიო ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს:

ა) ხელშეკრულების სუბიექტი;

ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა და საკონცესიო გადასახადები;

გ) საკონცესიო ხელშეკრულების საგანი, კონცესიონერისათვის გადასაცემი ქონება და გადაცემის წესი;

დ) შეზღუდვები, რომელთა ფარგლებში ნებადართულია საკონცესიო ხელშეკრულების დადება ბუნების დაცვის მოთხოვნების ჩათვლით;

ე) კონცესიონერის მიერ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის აუცილებელი დაცვის ვალდებულება;

ვ) კონცესიონერის ვალდებულებები საკონცესიო ხელშეკრულების ფარგლებში დამატებითი მშენებლობის, საწარმოების აღჭურვის, მათი გამართულ მდგომარეობაში ყოფნის, წარმოებული პროდუქციის ხარისხის, შრომისა და გარემოს დაცვის, ნედლეულის შეძენისა და კონცესიისათვის გადაცემული რესურსების შესაძლო კვლავწარმოების თაობაზე;

ზ) საწარმოების ამოქმედების ვადები;

თ) ბუნებრივი რესურსების დამუშავების საერთო ორგანიზაციული გეგმა;

ი) მიწის ნაკვეთების დაბ უნების წესი;

კ) ინფრასტრუქტურის განვითარების, კადრების მომზადების, მოწინავე ტექნოლოგიური პროცესების დანერგვის საკითხები;

ლ) მინიმალური კაპიტალის ოდენობა;

მ) მხარეთა წილობრივი მონაწილეობის ოდენობა პროექტის განხორციელებით მიღებულ მოგებაში;

ნ) კონცესი ნერის ქონებაზე დანახარჯების არაამორტიზებული ნაწილის ანაზღაურების წესი;

ო) მხარეთა პასუხისმგებლობა შეთანხმების პირობების დარღვევისათვის;

პ) საქართველოს რესპუბლიკისათვის საკონცესიო საწარმოების გადაცემის პირობები;

ჟ) მხარეთა გარანტიები, მათი იურიდიული მისამართები და საბანკო რეკვიზიტები.

    მუხლი 9. ექსერტიზა

უცხოელ კონცესი ნერთა საკონცეს ო ხელშეკრულების დადების საკითხის განხილვა საჭიროებს წინასწარ კომპლექსურ ექსპერტიზას ეკოლოგიური, ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური, სანიტარ ულ-ჰიგიენური, სოციალური და საფინანსო, აგრეთვე ქვეყნის თავდაცვისა და უშიშროების უზრუნველყოფის საკითხთა გათვალისწინებით.

სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზის წესს ადგენს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.

ექსპერტიზას ახორციელებენ სპეციალური საექსპერტო კომისიები, რომლებიც იქმნება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ან მისი რწმუნებული ორგანოების გადაწყვეტილებით, მათი გამგებლობის სფეროების შესაბამისად, კომისიებში შედიან სამეურნეო, საზოგადოებრივი და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

    მუხლი 10. რეესტრი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანო საკონცესიო ხელშეკრულებების რეგისტრაციის მიზნით ქმნის სპეციალურ რეესტრს.

თავი III

საკონცესიო ხელშეკრულების ძირითადი პირობები

    მუხლი 11. საკონცესიო ხელშეკრულების დადების ნებართვის გამცემი მხარის უფლებები

საკონცესიო ხელშეკრულების დადების ნებართვის გამცემს უფლება აქვს:

გააკონტროლოს კონცესინერების მიერ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის დაცვა;

დანიშნოს აუდიტორი კონცენსიონერის საქმიანობის შესამოწმებლად.

    მუხლი 12. კონცენსიონერის უფლებები

კონცენსი ნერს უფლება აქვს:

განახორციელოს სამეურნეო საქმიანობა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის და საკონცენ სიო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;

საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით და საკონცენ სიო ხელშეკრულების შესაბამისად განკარგოს საკუთარი პროდუქცია და მოგება, რომელიც რჩება სავალდებულო გადასახადების შემდეგ;

გაიტანოს მოგება საზღვარგარეთ საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

საერთო საფუძველზე ისარგებლოს წყლით, ენერგიით, კომუნიკაციებითა და კავშირგაბმულობის საშუალებებით, მოაწყოს კონცესიის ტერიტორია, შექმნას და იქონიოს საწყობები, მაღაზიები და სხვა სავაჭრო ობიექტები;

დაიქირაოს საკონსეციო საწარმოების მუშებად და მომამ ახურეებად საქართველოს მოქალაქეები, უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები;

საწარმოო პროცესების უზრუნველსაყოფად ისარგებლოს მოწყობილობების, ინსტრუმენტების, სპეცტანსაცმლის და სურსათის უბაჟოდ შემოტანის უფლებით, კონცესიების ფარგლებს გარეთ მათი მოხმარებისა და უფლების გარეშე;

ისარგებლოს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული დაბეგვრის, საბაჟო და სხვა შეღავათებით გრძელვადიანი კაპიტალდაბანდების რეალიზაციისა და მიღებული მოგების რეინვესტიციისას, საკონცესიო საწარმოების და ინფრასტრუქტურის განვითარების და ან საქველმოქმედო საქმიანობის მიზნით;

გაასაჩივროს სასამართლოში ან საარბიტრაჟო სასამართლოში სახელმწიფო ორგ ნოების არამართლზომიერი მოქმედება.

    მუხლი 13. საკონცესიო ხელშეკრულების დადების ნებართვის გამცემი მხარის მოვალეობანი

საკონცესიო ხელშეკრულების დადების ნებართის გამცემი მხარის მოვალეობაა:

უცხოური ინვესტიციების, საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების დაცვა, ხელშეკრულების პირობების ცალმხრივი შეცვლის დაუშვებლობა;

თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელსაყრელი პირობების შექმნა არსებული კონცესიის რეალიზაციისათვის;

ქონებრივი პასუხისმგებლობა ზარალისათვის, რომელიც შეიძლება კონცესი ნერს მიაყენოს სახელმწიფო ორგანოების არამართლზომიერმა მოქმედებამ;

კონცესიის საწარმოების მიმდინარე საქმიანობაში ჩაურევლობა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა.

    მუხლი 14. კონცესიონერის მოვალეობანი

კონცესი ნერის მოვალეობაა:

საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის დაცვა;

სახელშეკრულებო პირობების დაცვა და მათი ცალმხრივი შეცვლის დაუშვებლობა; ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის გადახდა, მიყენებული ზარალის ანაზღაურება, სასარგებლო წიაღისეულის ზენორმატიული საექსპლ ატაციო დანაკარგების, ბუნების ზენორმატიული გაჭუჭყიანებისა და სხვა დარღვევებისათვის.

    მუხლი 15. საკონცესიო გადასახადები

საკონცესიო ხელშეკრულებაში დათქმული უნდა იქნეს გადასახადები, რომლებსაც კონცესიორი გადაიხდის; გადასახადები შეიძლება შეიცავდეს საფასურს კონცესიისათვის, საარენდო გადასახ დს, ბეგარას, რ იალტებს, ერთჯერად საპრემიერო გადასახადებს (ბონუსებს) და სხვა გადასახადებს მხარეთა შეთანხმებით.

მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილ ნუსხაში შეიძლება წინასწარ იყოს განსაზღვრული გარკვეული რესურსების და სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ფიქსირებული გადასახადი.

კონცესიისათვის საფასურის გადახდა შეიძლება ფულადი ან ნატურალური (კონცესიის საწარმოს პროდუქციის ნაწილი) ფორმით, აგრეთვე სახელმწიფოსათვის საკონცესიო საწარმოების აქციების წილის გადაცემით ან ზემოთ აღნიშნულ ფორმათა კომბინაციით.

კონცესიონერი იხდის გადასახადებს და ბაჟს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

    მუხლი 16. მუშახელის დაქირავებისა და გამოყენების პირობები

მუშახელის დაქირავებისა და გამოყენების პირობები საკონცესიო ხელშეკრულების ფარგლებში წესრიგდება შრომისა და დასაქმების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხოეთის მოქალაქეთა საქმიანობის, შრომისა და დასვენების რეჟიმის, შრომის ანაზღაურების წესი, სამედიცინო მომსახურების, სოციალური დაზღვევის, შრომის დაცვისა და სხვა პირობები, აგრეთვე უცხოელი მოქალაქეების ყოფისა და საქმიანობის სხვა სოციალურ- ეკონომიკური საკითხები რეგულირდება შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით და საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით, ამასთან, საკონცესიო ხელშეკრულებებში შეიძლება აისახოს საქართველოს რესპუბლიკაში უცხოეთის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებული სპეციფიკური საკითხები.

    მუხლი 17. საკონცესიო ხელშეკრულების ვადები

საკონცესიო ხელშეკრულების ვადები განისაზღვრება მისი ხასიათით, პირობებით და, როგორც წესი, შეადგენს სულ ცოტა 5 წელს და არაუმეტეს 50 წლისა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვადას განსაზღვრავენ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ამ მუხლში მოცემული ვადების ფარგლებში.

    მუხლი 18. კონცესიის ვადის გაგრძელება და შეწყვეტა

საკონცესიო ხელშეკრულებაში შეიძლება გათვალისწინებული იყოს მისი მოქმედების ვადის გაგრძელება, თუ ის ვადა არ აღემატება კანონით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობას. ვადის გაგრძელების შემთხვევაში ხელშეკრულების პირობების შეცვლა შეიძლება მხარეთა მოლაპარაკების საფუძველზე.

საკონცესიო ხელშეკრულებაში შეიძლება დადგინდეს შუალედური ვადები და მათი გასვლის შემდეგ შესაძლებულია ცალკეული პირობების გადასინჯვა.

საკონცესიო ხელშეკრულების შეცვლა, მისი ვადების გაგრძელება ან შეწყვეტა „უცხოური ინვესტიციების“, „იჯარის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონების შესაბამისად, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო აქტებით. კონცესიების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ეწყობა დამატებითი ექსპერტიზა, განსაკუთრებით ეკოლოგიური, შესაძლო ცვლილებების გათვალისწინებით. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. საკონცესიო ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება ან მხარეთა შეთანხმებით, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით.

    მუხლი 19. დავის განხილვის წესი

საკონცესიო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავა წყდება მოლაპარაკების გზით. თუ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, დავა წყდება სასამართლოს წესით.

    მუხლი 20. დაზღვევა

კონცესიორი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით დააზღვიოს საკონცესიო ხელშეკრულებით განსაზღვრული ქონების განადგურების, დაკარგვის ან მიყენებული ზიანისაგან იმ თანხით, რომელიც დაწესებულია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი დაზღვევის წესით.

მომსახურეთა სოციალური დაზღვევა და უზრუნველყოფა საკონცესიო ხელშეკრულების ფარგლებში წესრიგდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით, ხოლო უცხოელი მომსახურეებისა _ საქართველოს რესპუბლიკის კანო მდებლობით, შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებ ითა და სამართლებრივი ნორმებით.

    მუხლი 21. საკონცესიო საქმიანობის აღრიცხვა, ანგარიშგება და შემოწმება

კონცესიორი ეწევა თავისი საქმიანობის ოპერატიულ და საბუღალტრო აღრიცხვას და წარადგენს სტატისტიკურ ანგარიშებს და საბალანსო შეფასებას საქართველოს რესპუბლიკაში არსებული წესის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი ოფიციალური ფულადი ერთეულით.

    მუხლი 22. მხარეთა პასუხისმგებლობა

მხარეები, რომლებმაც დაარღვიეს საკონცესიო ხელშეკრულება, პასუხს აგებენ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობისა და საკონცესიო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე        – სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე

თბილისი

1994 წლის 21 დეკემბერი.

616- Iს