„საზღვარგარეთის ქვეყნებისა და კომპანიებისათვის კონცესიების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 21 დეკემბრის კანონში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე

  • Word
„საზღვარგარეთის ქვეყნებისა და კომპანიებისათვის კონცესიების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 21 დეკემბრის კანონში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 396
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/09/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 24-25/3, 06/11/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 240.080.010.05.001.000.162
  • Word
396
19/09/1996
პარლამენტის უწყებანი, 24-25/3, 06/11/1996
240.080.010.05.001.000.162
„საზღვარგარეთის ქვეყნებისა და კომპანიებისათვის კონცესიების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 21 დეკემბრის კანონში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საზღვარგარეთის ქვეყნებისა და კომპანიებისათვის კონცესიების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 21 დეკემბრის კანონში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

„საზღვარგარეთის ქვეყნებისა და კომპანიებისათვის კონცესიების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 21 დეკემბრის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წ., №27-30, მუხ. 661) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კანონის ტექსტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკა“ შეიცვალოს სიტყვით „საქართველო".

2. კანონის მე-5, მე-6, მე-7, მე-9 და მე-10 მუხლებში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანო“, „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ უფლებამოსილი ორგანო“, „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი და შესაბამისი ორგანოები“, „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი“, „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ან მისი რწმუნებული ორგანოები“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო“.

3. მე-2 მუხლის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კონცესის საფუძველზე მოქმედი უცხოელი ინვესტორების უფლებების დაცვა და გარანტიების უზრუნველყოფა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით“.

4. მე-12 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მეექვსე აბზაცი.

5. მე-13 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ხელშეკრულების პირობების ცალმხრივი შეცვლის დაუშვებლობა“.

6. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:

„წიაღით სარგებლობის გამო მიწის ზედაპირის მოსალოდნელი დარღვევის სარეკულტივაციო და წიაღით სარგებლობის ობიექტების სალიკვიდაციო ან საკონსერვაციო სამუშაოების ჩასატარებლად განკუთვნილი თანხის წინასწარი გადახდა. წინასწარ გადახდილი თანხა წიაღით მოსარგებლეს სრულად დაუბრუნდება, თუ ის ჩაატარებს აღნიშნულ სამუშაოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გამოიყენებს სახელმწიფო ამ პრობლემის მოგვარების მიზნით“.

7. მე-15 მუხლის პირველ აბზაცში სიტყვები „საარენდო“ და „მხარეთა შეთანხმებით“ შესაბამისად შეიცვალოს სიტყვებით „საიჯარო“ და „მოქმედი კანონმდებლობით“.

8. მე-15 მუხლის პირველ აბზაცს დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება: „წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებით გამოწვეული ზარალის გამო სარეკულტივაციო და წიაღით სარგებლობის ობიექტების სალიკვიდაციო ან საკონსერვაციო სამუშაოებისათვის გათვალისწინებული გადასახადის თანხის ოდენობა განისაზღვრება კანონმდებლობით“.

9. ამოღებულ იქნეს მე-15 მუხლის მეორე აბზაცი.

10. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საკონცესიო ხელშეკრულების ვადები განისაზღვრება კანონმდებლობით“.

11. მე-18 მუხლის პირველი აბზაციდან ამოღებულ იქნეს ბოლო წინადადება.

მესამე აბზაცის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საკონცესიო ხელშეკრულების პირობების შეცვლა, ვადის გაგრძელება ან შეწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობით“.

მესამე აბზაციდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ხელშეკრულების პირობების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. საკონცესიო ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება ან მხარეთა შეთანხმებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით“.

12. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საკონცესიო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავა წყდება სასამართლო წესით“.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 19 სექტემბერი.

№396_I