საზღვარგარეთის ქვეყნებისა და კომპანიებისთვის კონცესიების გაცემის წესის შესახებ

საზღვარგარეთის ქვეყნებისა და კომპანიებისთვის კონცესიების გაცემის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 616
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 21/12/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 30/12/1994
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 240.080.010.05.001.000.092
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
616
21/12/1994
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 30/12/1994
240.080.010.05.001.000.092
საზღვარგარეთის ქვეყნებისა და კომპანიებისთვის კონცესიების გაცემის წესის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (12/11/2010 - 04/05/2018)

საქართველოს კანონი

 

საზღვარგარეთის ქვეყნებისა და კომპანიებისათვის კონცესიების გაცემის წესის შესახებ

საქართველოს 1996 წლის 19 სექტემბრის კანონი №396 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996 წ., გვ.15

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სპეციალური ხელშეკრულების საფუძველზე უცხოელი ინვესტორებისათვის ბუნებრივი რესურსების დამუშავებისა და მასთან დაკავშირებული სხვა სახის სამეურნეო საქმიანობაზე კონცესიების გაცემის საერთო პრინციპებსა და წესს.

საქართველოს 1996 წლის 19 სექტემბრის კანონი №396 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996წ., გვ.15

 

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. კონცესიის ცნება

კონცესია არის უცხოური კაპიტალის დაბანდების (ინვესტიციის) მიზნით სახელმწიფოს მიერ გაფორმებული გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულება განახლებადი და განუახლებადი ბუნებრივი რესურსების ექსპლ ატაციასა და მასთან დაკავშირებულ სხვა სამეურნეო საქმიანობაზე.

საკონცესიო ურთიერთობის კონკრეტული პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების საფუძველზე.

    მუხლი 2. უცხოელი ინვესტორების უფლებათა სამართლებრივი დაცვა და გარანტიები

კონცესის საფუძველზე მოქმედი უცხოელი ინვესტორების უფლებების დაცვა და გარანტიების უზრუნველყოფა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით.

კონცესიორის მიერ საკონცესიო ხელშეკრულების განხორციელებით მიღებული პროდუქცია და შემოსავალი, რომელიც რჩება სავალდებულო გადასახადების შემდეგ, მისი საკუთრებაა. კონცესიორის საკუთრებაა მატერიალური და ყველა სხვა ფასეულობა, რომელიც არ შედიოდა გადაცემული ობიექტის შემადგენლობაში და შექმ ილია (შეძენილია) კონცესიონერის მიერ საკუთარი სახსრებით და მესაკუთრის თანხმობით.

საკონცესიო ხელშეკრულების დადება არ იწვევს ბუნებრივ რესურესებსა და სამეურნეო ობიექტებზე საკუთრების უფლების გადაცემას.

საქართველოს 1996 წლის 19 სექტემბრის კანონი №396 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996 წ., გვ.15

    მუხლი 3. საკონცესიო ხელშეკრულების ძირითადი პრინციპები

საკონცესიო ხელშეკრულების ძირითადი პრინციპებია:

მიწით და სხვა ბუნებრივი რესურსებით კონკრეტული საქმიანობის მართვის უფლებით სარგებლობის სახელშეკრულებო გრძელვადიანი ხასიათი;

კონცესიონერის არჩევისადმი საკონკურსო მიდგომა ვაჭრობის (ტენდერების) საფუძველზე, რომლის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით;

საქართველოში მოქმედი შრომის, მოსახლეობის სოციალური დაცვის, ბუნებათსარგებლობისა და გარემოს დაცვის ნორმებისა და წესების დაცვა.

საქართველოს 1996 წლის 19 სექტემბრის კანონი №396 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996 წ., გვ.15

    მუხლი 4. საკონცესიო ხელშეკრულების საგანი და სფერო

საკონცესიო ხელშეკრულების საგანი შეიძლება იყოს საქართველოს ტერიტორიაზე განახლებადი და განუახლებადი ბუნებრივი რესურსების ძიების, დამუშავებისა და ექსპლ ატაციის, აგრეთვე ამ ტერიტორიაზე, განსაზღვრული ვადით, უცხოური ინვესტიციების მონაწილეობით გარკვეული სახის სამეურნეო, სამეცნიერო-ტექნიკური და საძიებო საქმიანობის უფლება.

საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება ობიექტები, საქმიანობის სფეროები და სახეობანი, რომელთა გადაცემა საკონცესიო ხელშეკრულებით შეზღუდული ან დაუშვებელია.

საქართველოს 1996 წლის 19 სექტემბრის კანონი №396 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996 წ., გვ.15

    მუხლი 5. საკონცესიო ხელშეკრულების მხარეები

საკონცესიო ხელშეკრულებას უცხოელი ინვესტორები დებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსთან ან მის მიერ უფლებამოსილ ორგანოსთან.

კონცესიონე რები შეიძლება იყვნენ უცხოეთის იურიდიული და ფიზიკური პირები, უცხოეთის სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

საქართველოს 1996 წლის 19 სექტემბრის კანონი №396 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996 წ., გვ.15

 

თავი II.  საკონცესიო ხელშეკრულების მომზადება

    მუხლი 6. საკონცესიო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია

საკონცესიო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ მთელ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე კოორდინაციას უწევს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო მიერ უფლებამოსილი ორგანო.

საკონცესიო წინადადებების მომზ დება და შეფასება ხდება საქართველოს და მასში შემავალი სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების განვითარების პერსპექტივებისა და საწარმო ძალების განლაგების გათვალისწი ებით.

საქართველოს 1996 წლის 19 სექტემბრის კანონი №396 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996 წ., გვ.15

    მუხლი 7. საკონცესიო წინადადებების მომზადების წესი

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო და შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგე ენ და აქვეყნებენ უცხოელი კონცესიონერებისათვის, საკონცესიო ხელშეკრულებით გადასაცემი ობიექტების ნუსხას, აგრეთვე საკონცესიო ხელშეკრულების წინასწარ პირობებსა და საქართველოს იმ ორგანიზაციების ნუსხას, რომლებიც უცხოელ ინვესტორებთან ერთად დაამუშავებენ საკონცესიო ხელშეკრულების პროექტს.

უცხოელი ინვესტორებისათვის საკონცესიო გადასაცემი ობიექტების მომზადება ითვალისწინებს ობიექტების ზუსტი საზღვრებისა და ქონებრივი კომპლექსების შემადგენლობის დადგენას, ინვენტარიზაციას და სასარგებლო წიაღისეული საბადოების, ბუნებრივი რესურსების, საწარმოო და არასაწარმოო ფონდების შეფასებას.

საკონცესიო ხელშეკრულების პროექტს თან ერთვის მისი განხორციელების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ეკონომიკური ეფექტიანობისა და გარემო პირობებზე მისი ზემოქმედების შეფასებით, აგრეთვე კონცესიონერის გადახდისუნარიანობის გარანტიები.

საქართველოს 1996 წლის 19 სექტემბრის კანონი №396 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996 წ., გვ.15

    მუხლი 8. საკონცესიო ხელშეკრულების ძირითადი დებულებანი

საკონცესიო ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს:

ა) ხელშეკრულების სუბიექტი;

ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა და საკონცესიო გადასახადები;

გ) საკონცესიო ხელშეკრულების საგანი, კონცესიონერისათვის გადასაცემი ქონება და გადაცემის წესი;

დ) შეზღუდვები, რომელთა ფარგლებში ნებადართულია საკონცესიო ხელშეკრულების დადება ბუნების დაცვის მოთხოვნების ჩათვლით;

ე) კონცესიონერის მიერ საქართველოს კანონმდებლობის აუცილებელი დაცვის ვალდებულება;

ვ) კონცესიონერის ვალდებულებები საკონცესიო ხელშეკრულების ფარგლებში დამატებითი მშენებლობის, საწარმოების აღჭურვის, მათი გამართულ მდგომარეობაში ყოფნის, წარმოებული პროდუქციის ხარისხის, შრომისა და გარემოს დაცვის, ნედლეულის შეძენისა და კონცესიისათვის გადაცემული რესურსების შესაძლო კვლავწარმოების თაობაზე;

ზ) საწარმოების ამოქმედების ვადები;

თ) ბუნებრივი რესურსების დამუშავების საერთო ორგანიზაციული გეგმა;

ი) მიწის ნაკვეთების დაბ უნების წესი;

კ) ინფრასტრუქტურის განვითარების, კადრების მომზადების, მოწინავე ტექნოლოგიური პროცესების დანერგვის საკითხები;

ლ) მინიმალური კაპიტალის ოდენობა;

მ) მხარეთა წილობრივი მონაწილეობის ოდენობა პროექტის განხორციელებით მიღებულ მოგებაში;

ნ) კონცესი ნერის ქონებაზე დანახარჯების არაამორტიზებული ნაწილის ანაზღაურების წესი;

ო) მხარეთა პასუხისმგებლობა შეთანხმების პირობების დარღვევისათვის;

პ) საქართველოსათვის საკონცესიო საწარმოების გადაცემის პირობები;

ჟ) მხარეთა გარანტიები, მათი იურიდიული მისამართები და საბანკო რეკვიზიტები.

საქართველოს 1996 წლის 19 სექტემბრის კანონი №396 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996 წ., გვ.15

    მუხლი 9. ექსერტიზა

უცხოელ კონცესი ნერთა საკონცეს ო ხელშეკრულების დადების საკითხის განხილვა საჭიროებს წინასწარ კომპლექსურ ექსპერტიზას ეკოლოგიური, ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური, სანიტარ ულ-ჰიგიენური, სოციალური და საფინანსო, აგრეთვე ქვეყნის თავდაცვისა და უშიშროების უზრუნველყოფის საკითხთა გათვალისწინებით.

სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო.

ექსპერტიზას ახორციელებენ სპეციალური საექსპერტო კომისიები, რომლებიც იქმნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო ან მისი რწმუნებული ორგანოების გადაწყვეტილებით, მათი გამგებლობის სფეროების შესაბამისად, კომისიებში შედიან სამეურნეო, საზოგადოებრივი და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს 1996 წლის 19 სექტემბრის კანონი №396 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996 წ., გვ.15

    მუხლი 10. რეესტრი

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანომ ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანო საკონცესიო ხელშეკრულებების რეგისტრაციის მიზნით ქმნის სპეციალურ რეესტრს.

საქართველოს 1996 წლის 19 სექტემბრის კანონი №396 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996 წ., გვ.15

 

თავი III. საკონცესიო ხელშეკრულების ძირითადი პირობები

    მუხლი 11. საკონცესიო ხელშეკრულების დადების ნებართვის გამცემი მხარის უფლებები

საკონცესიო ხელშეკრულების დადების ნებართვის გამცემს უფლება აქვს:

გააკონტროლოს კონცესინერების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დაცვა;

დანიშნოს აუდიტორი კონცენსიონერის საქმიანობის შესამოწმებლად.

საქართველოს 1996 წლის 19 სექტემბრის კანონი №396 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996 წ., გვ.15

     მუხლი 12. კონცესიონერის უფლებები

კონცესიონერს უფლება აქვს:

ა) განახორციელოს სამეურნეო საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობისა და საკონცესიო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;

ბ) საქართველოს კანონმდებლობისა და საკონცესიო ხელშეკრულების შესაბამისად განკარგოს საკუთარი პროდუქცია და მოგება, რომელიც რჩება სავალდებულო გადასახადების გადახდის შემდეგ;

გ) გაიტანოს მოგება საზღვარგარეთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

დ) საერთო საფუძველზე ისარგებლოს წყლით, ენერგიით, კომუნიკაციებითა და კავშირგაბმულობის საშუალებებით, მოაწყოს კონცესიის ტერიტორია, შექმნას და იქონიოს საწყობები, მაღაზიები და სხვა სავაჭრო ობიექტები;

ე) დაიქირაოს საკონცესიო საწარმოების მუშებად და მოსამსახურეებად საქართველოს მოქალაქეები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები;

ვ) საწარმოო პროცესების უზრუნველსაყოფად ისარგებლოს მოწყობილობების, ინსტრუმენტების, სპეცტანსაცმლისა და სურსათის იმპორტის გადასახდელების გადახდის გარეშე შემოტანის უფლებით, კონცესიების ფარგლებს გარეთ მათი მოხმარებისა და უფლების გარეშე;

ზ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაბეგვრის, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული და სხვა შეღავათებით გრძელვადიანი კაპიტალდაბანდების რეალიზაციისას და მიღებული მოგების რეინვესტიციისას, საკონცესიო საწარმოების და ინფრასტრუქტურის განვითარების ან/და საქველმოქმედო საქმიანობის მიზნით;

თ) გაასაჩივროს სასამართლოში ან არბიტრაჟში სახელმწიფო ორგანოს არამართლზომიერი მოქმედება.

საქართველოს 1996 წლის 19 სექტემბრის კანონი №396 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996 წ., გვ.15

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI,№66, 03.12.2010წ., მუხ.414

    მუხლი 13. საკონცესიო ხელშეკრულების დადების ნებართვის გამცემი მხარის მოვალეობანი

საკონცესიო ხელშეკრულების დადების ნებართის გამცემი მხარის მოვალეობაა:

უცხოური ინვესტიციების, საქართველოს საკანონმდებლო აქტების დაცვა.

თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელსაყრელი პირობების შექმნა არსებული კონცესიის რეალიზაციისათვის;

ქონებრივი პასუხისმგებლობა ზარალისათვის, რომელიც შეიძლება კონცესი ნერს მიაყენოს სახელმწიფო ორგანოების არამართლზომიერმა მოქმედებამ;

კონცესიის საწარმოების მიმდინარე საქმიანობაში ჩაურევლობა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა.

საქართველოს 1996 წლის 19 სექტემბრის კანონი №396 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996 წ., გვ.15

    მუხლი 14. კონცესიონერის მოვალეობანი

კონცესი ნერის მოვალეობაა:

საქართველოს კანონმდებლობის დაცვა;

სახელშეკრულებო პირობების დაცვა და მათი ცალმხრივი შეცვლის დაუშვებლობა; ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის გადახდა, მიყენებული ზარალის ანაზღაურება, სასარგებლო წიაღისეულის ზენორმატიული საექსპლ ატაციო დანაკარგების, ბუნების ზენორმატიული გაჭუჭყიანებისა და სხვა დარღვევებისათვის.

წიაღით სარგებლობის გამო მიწის ზედაპირის მოსალოდნელი დარღვევის სარეკულტივაციო და წიაღით სარგებლობის ობიექტების სალიკვიდაციო ან საკონსერვაციო სამუშაოების ჩასატარებლად განკუთვნილი თანხის წინასწარი გადახდა. წინასწარ გადახდილი თანხა წიაღით მოსარგებლეს სრულად დაუბრუნდება, თუ ის ჩაატარებს აღნიშნულ სამუშაოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გამოიყენებს სახელმწიფო ამ პრობლემის მოგვარების მიზნით.

საქართველოს 1996 წლის 19 სექტემბრის კანონი №396 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996 წ., გვ.15

    მუხლი 15. საკონცესიო გადასახადები

საკონცესიო ხელშეკრულებაში დათქმული უნდა იქნეს გადასახადები, რომლებსაც კონცესიორი გადაიხდის; გადასახადები შეიძლება შეიცავდეს საფასურს კონცესიისათვის, საიჯარო გადასახ დს, ბეგარას, რ იალტებს, ერთჯერად საპრემიერო გადასახადებს (ბონუსებს) და სხვა გადასახადებს მოქმედი კანონმდებლობით. წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებით გამოწვეული ზარალის გამო სარეკულტივაციო და წიაღით სარგებლობის ობიექტების სალიკვიდაციო ან საკონსერვაციო სამუშაოებისათვის გათვალისწინებული გადასახადის თანხის ოდენობა განისაზღვრება კანონმდებლობით.

კონცესიისათვის საფასურის გადახდა შეიძლება ფულადი ან ნატურალური (კონცესიის საწარმოს პროდუქციის ნაწილი) ფორმით, აგრეთვე სახელმწიფოსათვის საკონცესიო საწარმოების აქციების წილის გადაცემით ან ზემოთ აღნიშნულ ფორმათა კომბინაციით.

კონცესიონერი იხდის გადასახადებს და ბაჟს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს 1996 წლის 19 სექტემბრის კანონი №396 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996 წ., გვ.15

    მუხლი 16. მუშახელის დაქირავებისა და გამოყენების პირობები

მუშახელის დაქირავებისა და გამოყენების პირობები საკონცესიო ხელშეკრულების ფარგლებში წესრიგდება შრომისა და დასაქმების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის მოქალაქეთა საქმიანობის, შრომისა და დასვენების რეჟიმის, შრომის ანაზღაურების წესი, სამედიცინო მომსახურების, სოციალური დაზღვევის, შრომის დაცვისა და სხვა პირობები, აგრეთვე უცხოელი მოქალაქეების ყოფისა და საქმიანობის სხვა სოციალურ- ეკონომიკური საკითხები რეგულირდება შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, ამასთან, საკონცესიო ხელშეკრულებებში შეიძლება აისახოს საქართველოში უცხოეთის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებული სპეციფიკური საკითხები.

საქართველოს 1996 წლის 19 სექტემბრის კანონი №396 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996 წ., გვ.15

    მუხლი 17. საკონცესიო ხელშეკრულების ვადები

საკონცესიო ხელშეკრულების ვადები განისაზღვრება კანონმდებლობით.

საქართველოს 1996 წლის 19 სექტემბრის კანონი №396 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996 წ., გვ.15

    მუხლი 18. კონცესიის ვადის გაგრძელება და შეწყვეტა

საკონცესიო ხელშეკრულებაში შეიძლება გათვალისწინებული იყოს მისი მოქმედების ვადის გაგრძელება, თუ ის ვადა არ აღემატება კანონით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობას.

საკონცესიო ხელშეკრულებაში შეიძლება დადგინდეს შუალედური ვადები და მათი გასვლის შემდეგ შესაძლებულია ცალკეული პირობების გადასინჯვა.

საკონცესიო ხელშეკრულების პირობების შეცვლა, ვადის გაგრძელება ან შეწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობით. კონცესიების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ეწყობა დამატებითი ექსპერტიზა, განსაკუთრებით ეკოლოგიური, შესაძლო ცვლილებების გათვალისწინებით.

საქართველოს 1996 წლის 19 სექტემბრის კანონი №396 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996 წ., გვ.15

    მუხლი 19. დავის განხილვის წესი

საკონცესიო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავა წყდება სასამართლო წესით.

საქართველოს 1996 წლის 19 სექტემბრის კანონი №396 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996 წ., გვ.15

    მუხლი 20. დაზღვევა

კონცესიორი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით დააზღვიოს საკონცესიო ხელშეკრულებით განსაზღვრული ქონების განადგურების, დაკარგვის ან მიყენებული ზიანისაგან იმ თანხით, რომელიც დაწესებულია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი დაზღვევის წესით.

მომსახურეთა სოციალური დაზღვევა და უზრუნველყოფა საკონცესიო ხელშეკრულების ფარგლებში წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო უცხოელი მომსახურეებისა საქართველოს კანო მდებლობით, შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებ ითა და სამართლებრივი ნორმებით.

    მუხლი 21. საკონცესიო საქმიანობის აღრიცხვა, ანგარიშგება და შემოწმება

კონცესიორი ეწევა თავისი საქმიანობის ოპერატიულ და საბუღალტრო აღრიცხვას და წარადგენს სტატისტიკურ ანგარიშებს და საბალანსო შეფასებას საქართველოში არსებული წესის შესაბამისად საქართველოში მოქმედი ოფიციალური ფულადი ერთეულით.

საქართველოს 1996 წლის 19 სექტემბრის კანონი №396 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996 წ., გვ.15

    მუხლი 22. მხარეთა პასუხისმგებლობა

მხარეები, რომლებმაც დაარღვიეს საკონცესიო ხელშეკრულება, პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობისა და საკონცესიო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

საქართველოს 1996 წლის 19 სექტემბრის კანონი №396 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996 წ., გვ.15

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე

თბილისი

1994 წლის 21 დეკემბერი.

616- Iს