დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2354 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 57, 29/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080.030.00.05.001.002.040 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ
ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს ორგანიზებული დანაშაულის, „ქურდული სამყაროს“, რეკეტისა და ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას და მათ თავიდან აცილებას, აგრეთვე „ქურდული სამყაროს“ წევრების/„კანონიერი ქურდების“ და ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ბრძოლას კერძო, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად.
საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2150 – ვებგვერდი, 01.05.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №502 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.
მუხლი 2. რეკეტი, რეკეტული დაჯგუფება, რეკეტირი
1. რეკეტი არის შემოსავლის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის სისტემატურად მიღების მიზნით წარმოებული არაერთჯერადი და ორგანიზებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია განზრახი დანაშაულის ჩადენასთან (თუ ნასამართლობა არ არის გაქარწყლებული ან მოხსნილი), თუ იგი განხორციელდა ორჯერ მაინც ხუთი კალენდარული წლის განმავლობაში, რომელშიც არ შედის რეკეტირის დაპატიმრებისა და სასჯელის მოხდის ვადა.
2. რეკეტულ დაჯგუფებად ითვლება თავისი საქმიანობით რეკეტთან დაკავშირებული იურიდიული პირი, აგრეთვე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა ნებისმიერი გაერთიანება.
3. რეკეტირი არის პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა პირთან (პირებთან) ერთად წარმართავს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობას, ან სხვაგვარად მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში და მისთვის ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება რეკეტული დაჯგუფებაა, აგრეთვე უკანონოდ წყვეტს რეკეტულ დაჯგუფებებს ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირთა შორის დავებს ან მონაწილეობს ასეთი დავების გადაწყვეტაში.
1. „ქურდული სამყარო“ – პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც შეთანხმებულია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაზე.
2. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა – „ქურდული სამყაროს“ წევრის/ „კანონიერი ქურდის“ საქმიანობა, განხორციელებული დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობით, „ქურდული შეკრებით“/„ქურდული გარჩევით“, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ან სხვა უკანონო ქმედებით, რომლის მიზანია თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის ან უპირატესობის მიღება, ძალაუფლების ან/და გავლენის მოპოვება/მინიჭება.
3. „ქურდული სამყაროს“ წევრი – პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, აგრეთვე პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.
4. „კანონიერი ქურდი“ – პირი, რომელიც ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს „ქურდულ სამყაროს“ ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მეთოდების გამოყენებით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს პირთა გარკვეულ ჯგუფს.
5. „ქურდული გარჩევა“ – „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ მიერ პირის ქმედების შეფასება ან/და დავის განხილვა/გადაწყვეტა ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით), „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით.
6. „ქურდული შეკრება“ – ორი ან ორზე მეტი პირის შეკრება ან დაკავშირება ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით), პირთა „ქურდულ სამყაროში“ გაწევრების ან წევრობის შეწყვეტის, სტატუსის შეცვლის ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის (მათ შორის, ფინანსური/მატერიალური რესურსების განკარგვის საკითხის) განხილვის/გადაწყვეტის მიზნით.
საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2150 – ვებგვერდი, 01.05.2018წ.
მუხლი 31. ნარკოვაჭრობა, ნარკომოვაჭრე
1. ნარკოვაჭრობა − ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაცია ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა.
2. ნარკომოვაჭრე − პირი, რომელიც ახორციელებს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციას ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობას.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №502 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №926 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.
მუხლი 4. ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი, დაკავშირებული პირი
1. რეკეტირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ან ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი არის მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, გერი, აგრეთვე რეკეტირთან, „ქურდული სამყაროს“ წევრთან/„კანონიერ ქურდთან“ ან ნარკომოვაჭრესთან მუდმივად მცხოვრები პირი.
2. რეკეტირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ან ნარკომოვაჭრის ახლო ნათესავი არის მისი პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი.
3. რეკეტირთან, „ქურდული სამყაროს“ წევრთან/„კანონიერ ქურდთან“ ან ნარკომოვაჭრესთან დაკავშირებული პირი არის პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება, ამასთანავე, არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ იგი მიღებულია რეკეტის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ან ნარკომოვაჭრის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად და ამ ქონებით სარგებლობს რეკეტირი, „ქურდული სამყაროს“ წევრი/„კანონიერი ქურდი“ ან ნარკომოვაჭრე.
საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2150 – ვებგვერდი, 01.05.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №502 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.
მუხლი 5. რეკეტული ქონება, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ქონება, ნარკომოვაჭრის ქონება
1. რეკეტული ქონება არის რეკეტის შედეგად მიღებული ქონება, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რეკეტიდან მიღებული შემოსავლით შეძენილი ქონება, აგრეთვე რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, რეკეტირის ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ან რეკეტირთან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს.
2. „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ქონება არის „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ან „ქურდული სამყაროს“ წევრთან/„კანონიერ ქურდთან“ დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს.
21. ნარკომოვაჭრის ქონება არის ნარკომოვაჭრის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ან ნარკომოვაჭრესთან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს.
3. რეკეტული ქონება, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ქონება, ნარკომოვაჭრის ქონება ექვემდებარება ჩამორთმევას და მესამე პირის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილების შემდეგ გადაეცემა მის კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო კანონიერი მესაკუთრის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – სახელმწიფოს.
4. რეკეტული ქონების, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ქონების, ნარკომოვაჭრის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.
საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2150 – ვებგვერდი, 01.05.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №502 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.
მუხლი 6. რეკეტირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ და ნარკომოვაჭრის პასუხისმგებლობა
რეკეტირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ და ნარკომოვაჭრის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2150 – ვებგვერდი, 01.05.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №502 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 09.07.2004, მუხ. 60).
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 20 დეკემბერი.
№2354-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები